ირაკლი ღარიბაშვილი

7 Dec. 2022, 17:40

რაც შეეხება ომში ჩართვის თემას, ძალიან ბევრი რამ ითქმის, საჯაროდ ბევრი რაღაც არ ითქმის. მაგრამ ერთს გეტყვით მთავარს და შევახსენებ ყველას, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, არამედ ქართველებიც, ეს ომი და ფრონტი უნდა გადავიდეს საქართველოშიცო. 

ამის გარდა, ძალიან ბევრი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და კიდევ მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, არ ითქმის საჯაროდ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია ქართული ოცნება და ჩვენ ყველანი, ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი, უზენაესი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის, საქართველოს ინტერესები. კიდევ მინდა გავიმეორო, ყველა ქვეყანას, ყველა ხალხს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს…