5 ცნობილი კინოგმირი, რომელიც შესაშური მეგზურია
როგორია საოცნებო მეგზური შენთვის?
არა, მაინცდამაინც მას არ ვგულისხმობ, ვისაც რაღაც დროის განმავლობაში შენთან ერთად მგზავრობა უწევს ხოლმე. მეგზურები შეიძლება იყვნენ ჩვენი ახლობელი ადამიანები, უფროსი დამრიგებლები, პარტნიორები ან სულაც ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც ცხოვრების გზაზე სასიხარულო თუ რთულ პერიოდებში ჩვენ გვერდით დგანან.
თუმცა, ცხადია, რომ მეგზურსაც გააჩნია. თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, შენ როგორს ისურვებდი, მოდი, კინოსამყაროდან გაგახსენებ რამდენიმე პერსონაჟს, რომელმაც მთავარ გმირს შესაშური მეგზურობა გაუწია.
1. ლუნა ლავგუდი
ჰარი პოტერის ფილმების სერიაში ლუნა ლავგუდი ზოგიერთისთვის სულაც არაა საინტერესო პერსონაჟი. არადა, იგი გამორჩეულად ერთგული მეგობარი და შესანიშნავი მეგზურია. გაგახსენებ, რომ ჰოგვორტსისკენ მიმავალ გზაზე ჰარის ლუნა ორჯერ დაემგზავრა და ორჯერვე საჭირო დახმარება გაუწია. ერთხელ დაარწმუნა, რომ სულაც არ შეშლილა და თესტრალებს თავადაც ხედავდა, მეორეჯერ კი... მოდი, არ დაგასპოილერებ, თუ ჯერ კიდევ არ გინახავს ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი. სხვათა შორის, ლუნა ასევე ერთ-ერთი იყო იმ სულ რამდენიმე ადამიანიდან, რომელმაც ვოლდემორის შესახებ ჰარის მონაყოლში ეჭვი არ შეიტანა. და რა ჯობია მეგზურს, რომელსაც შენი სჯერა?!
2. ჯეკ დოუსონი
საოცნებო მეგზური რომ აუცილებლად უნდა იყოს რომანტიკულიც და ერთგულიც, ჯეკი ტიტანიკიდან ამის დასტურია. კინოსამყაროს უდავოდ ერთ-ერთმა ყველაზე მომხიბვლელმა გმირმა ჩვენი და როუზის ყურადღება არა მხოლოდ გარეგნობით მიიქცია, არამედ მისი მზრუნველი და ყურადღებიანი ბუნებითაც. როუზი და ჯეკი კი ერთმანეთს მცირე ხნით იცნობდნენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა ქალს დაუვიწყარი მომენტები და მოგონებები აჩუქა. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბოლომდე მის გვერდით დარჩა.
3. ლესი
საცხოვრებლის გამოცვლა ალბათ ნებისმიერი ადამიანისათვის რთული გამოცდილებაა, მაგრამ ეს ამბავი კიდევ უფრო ძნელდება, როცა მეთის მსგავსად 13 წლის თინეიჯერი ხარ და ახალ გარემოსთან შეგუება ძალიან გიჭირს. თუმცა, გემახსოვრება, რომ 1994 წელს გამოსულ და უკვე კლასიკად ქცეულ ფილმში ბიჭს სირთულეებთან გამკლავებაში ოთხფეხა და გონიერი მეგობარი, ლესი, ეხმარება. მით უმეტეს, რომ მეთისა და ძაღლის მეგობრობა მაშინ დაიწყო, როცა ამ უკანასკნელმა მოზარდის სიცოცხლე იხსნა. ლესიც იმის მაგალითია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთგული მეგზური — განსაკუთრებით იმ დროს, ცხოვრებაში სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიახლეები რომ გვაქვს.
4. ჰაკუ
აი, სულ მთლად ახალ სამყაროში კი ჰაკუზე უკეთესი მეგზურის მოძებნა გაგიჭირდება. გაგახსენებ, რომ ლეგენდარული მიაძაკის ოსკაროსან ანიმეში Spirited Away უჩვეულო სამყაროში მოხვედრილ მთავარ გმირს სრულიად უცნობი ადამიანი ხვდება, რომელსაც თავისი ნამდვილი სახელიც არ ახსოვს. ეს ადამიანი კი, საბოლოოდ, შემაძრწუნებელი სირთულეების წინ აღმოჩენილ ტიჰიროს დაბრკოლებების გადალახვასა და იმ შეცდომების არიდებაში დაეხმარება, რომლებიც თავის დროზე თავად დაუშვა. უანგაროდ მოამაგე ჰაკუ გოგოსთვის შეუცვლელ მეგობრად იქცევა, ჩვენთვის კი — მეგზურობის ერთ-ერთ ეტალონად.
5. ტიმონი & პუმბა
პრინციპში, ახლა ხუთი კი არა, ექვსი მეგზური ჩამოგითვალე, მაგრამ ტიმონისა და პუმბას დაცილება როგორ იქნებოდა?! ეს ორი ჭკუამხიარული მეგობარი მაშინ გამოჩნდა, როცა პატარა სიმბას ეგონა, რომ ყველამ ზურგი აქცია და მისი ადგილი ამქვეყნად არსად არ იყო. ხომ სულ თავისუფლად შეეძლოთ, თავადაც სხვებისგან ხელნაკრავებს გულგრილობა გამოეჩინათ. თუმცა, მაინც გადაწყვიტეს, ლომის პატარა ბოკვრის აღზრდა ეთავათ და მისთვის ეჩვენებინათ, რომ დარდად არაფერი არ ღირს. ან, როგორც იტყვიან, ჰაკუნა მატატა!
კი გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ, მგონი, დაგარწმუნე, რა მნიშვნელობა აქვთ მეგზურებს ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ამაზე ხაზგასმა გადაწყვიტა სოკარმა და კამპანია მეგზურსაც გააჩნია წამოიწყო. ეს კამპანია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, როგორი რთული იქნებოდა ყოველდღიური მოგზაურობის სახალისო და საინტერესო ამბად ქცევა, რომ არა კარგი თანამგზავრი.
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
კომენტარები