Twitter-ის ახალი მფლობელი, ილონ მასკი, თანამშრომლებისთვის ახალი დარტყმების მიყენებას აგრძელებს. 16 ნოემბერს, გვიან ღამით, დაქირავებულებმა მიიღეს მეილი: გახდით ახალი, "Hardcore Twitter-ის" ნაწილი, ან დატოვეთ ის.

Washington Post-ის მიერ გავრცელებული მეილის მიხედვით, მილიარდერმა მოუწოდა თანამშრომლებს, რომ წინსვლისთვის Twitter-ში მუშაობა უფრო მძიმე იქნება. სავარაუდოდ, ეს მეტი საათის განმავლობაში უფრო დიდი დატვირთვით მუშაობას და მაქსიმალურ ჩართულობას ნიშნავს. დაქირავებულებს, რომლებიც პირობებზე თანახმა იყვნენ ეს ლინკზე გადასვლით და დოკუმენტის შევსებით უნდა დაედასტურებინათ.

მათ, ვისაც მასკის ხედვა არ მოსწონთ, კომპანია სამი თვის განმავლობაში უნდა დატოვონ. ახალმა ხელმძღვანელმა გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადად 17 ნოემბრის დღის 5 საათი დააწესა.

Gizmodo კომენტარისთვის Twitter-ს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი არ მიუღია. შემცირებების შემდეგ კომპანიას კომუნიკაციების დეპარტამენტი აღარ ჰყავს.

ასევე იხილეთ: ილონ მასკმა Twitter-ში შემცირებები დაიწყო

Twitter-ის სამუშაო ძალის განახევრების მიუხედავად, მასკი აპირებს გაუშვას კომპანიიდან ყველა, ვინც აკრიტიკებს ან არ ეთანყვმება. 15 ნოემბერს ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიიდან თანამშრომლები შეწინააღმდეგების მიზეზით დაითხოვა.

როცა დათხოვნილმა თანამშრომლებმა დაიჩივლეს, მასკმა მათ ტვიტერზე ირონულად უპასუხა, რომ "ამ გენიოსებს მათი ცოდნა და უსაზღვრო ნიჭი სხვაგან გამოადგებათ".

სამშაბათი არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მასკმა "აჯანყება" ჩაახშო. ერთი დღით ადრე მილიარდერმა კომპანიიდან ერთადერთი ტვიტით ერიკ ფრონჰოფერი გაუშვა, პროგრამისტი, რომელმაც Twitter-ში 8 წელიწადზე მეტი გაატარა. გადაწყვეტილების მიზეზი პლატფორმის მუშაობასთან დაკავშირებული შელაპარაკება გახდა. მოგვიანებით მასკმა ტვიტი წაშალა, თუმცა მისი დასქრინვა მომხმარებლებმა მაინც მოასწრეს.

სავარაუდოდ, კომპანიაში არსებული ვითარება მალე არ დალაგდება, დათხოვნა კი განსაკუთრებით დიდ პრობლემებს იმ ადამიანებს უქმნის, რომელთა ვიზაც დასაქმებასთანაა დაკავშირებული.

The Guardian-ის ცნობით, კომპანიაში ქაოსია, რადგან მასკის ულტიმატუმის შემდეგ კომპანიის დატოვების გადაწყვეტილება ასობით თანამშრომელმა მიიღო. კომპანიის ოფისები ორშაბათამდე დაიკეტა, Twitter-ის აპლიკაცია შენელდა და მომხმარებლები შიშობენ, რომ უახლოეს საათებში ან დღეებში შეიძლება პლატფორმა გაითიშოს, რადგან პროგრამისტთა დიდმა ნაწილმა, რომლებიც სოციალური ქსელის ტექნიკურ გამართვაზე იყვნენ პასუხისმგებელი, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.