ახალმა კვლევამ აჩვენა, თუ როგორ შემცირდა ზრდასრული ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ით ბოლო 50 წლის განმავლობაში.

ევროპის ფუტკრის წითელი ნუსხის მიხედვით, ველური ფუტკრის ყოველი მეათე სახეობიდან, ერთი-ერთი სახეობა გადაშენების პირასაა.

ჩვენი მომავალი ფუტკრებზეა დამოკიდებული. ფუტკრებისა და სხვა მწერების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ მოსავლის მოყვანას.

ასევე იხილეთ: ნახეთ, როგორ გამოიყურება სამყარო ფუტკრების გარეშე

ახალი კვლევა ცდილობს, ახსნას ფუტკრის კოლონიების მაღალი სიკვდილიანობის დონე მსოფლიოს გარშემო, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ფუტკრების სიკვდილიანობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა 2006-07 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ზამთარში ზოგიერთმა კომერციულმა მეფუტკრემ კოლონიების 90% დაკარგა.

ფუტკართა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ასევე დაფიქსირდა: კანადაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, ფინეთსა და სხვა მრავალ ქვეყანაში. 2012 და 2013 წლის ცივ ზამთარში, ბრიტანეთში ფუტკრის კოლონიების 29% განადგურდა.

50 წლის მონაცემები

ავტორებმა, ენტონი ნეარმანმა და დენის ვან ენგელსდორმა, University of Maryland-იდან, გამოიყენეს მათემატიკური მოდელირება, რათა ეჩვენებინათ რომ ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობის დაბალმა მაჩვენებელმა შეიძლება გამოიწვიოს მასობრივი კოლონიების სიკვდილი.

მათი კვლევის მიხედვით 1969 წლიდან, ფუტკრების სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლმა, შეერთებულ შტატებში, 34 დღიდან 18 დღემდე დაიწია.

ავტორებმა გამოკვლევები ჩაატარეს, სკებიდან ამოყვანილ და გალიებში შენახულ მუშა ფუტკრებზე, რამაც შესაძლოა მათ შედეგებზე გავლენა იქონია, მაგრამ თუ კვლევის შედეგები რეალურია და გალიებს მასზე გავლენა არ ჰქონია, ეს საკითხი ნამდვილად შემაშფოთებელია.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ თანამედროვე, მეთაფლიე ფუტკარს შეიძლება დაავადებები აწუხებდეს, მაგალითად — დეფორმირებული ფრთის ვირუსი, რომელიც სწრაფად გავრცელდა 40 წლის წინ, რადგან ხდებოდა მისი ვექტორის, ვაროას ტკიპის გლობალური გავრცელება. (ვაროა არის სქესგაყოფილი თვალით შესამჩნევი ტკიპა. მას აქვს კარგად განვითარებული კიდურები და ხორთუმი, რომლითაც ის ზამთრის პერიოდში წოვს ფუტკრის ლიმფას).

ვაროას ტკიპა

ვაროას ტკიპა

ფუტკრის დაავადება ვაროატოზი გურიაშიც დაფიქსირდა 1980 წელს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე, სამთაბაროდ შემოყვანილ საფუტკრეში, მეზობელი რაიონიდან.

თანამედროვე ფუტკარი ასევე შესაძლოა დასუსტდეს პესტიციდების ახალი თაობებით, რომლებიც 50 წლის წინ არ არსებობდა.

ხშირად მტვერი, რომლითაც ფუტკრის ლარვა ივსება, დაბინძურებულია პესტიციდებით. ამან შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა, რადგან ფუტკრებში, რომლებიც პატარა რაოდენობით იღებენ მაღალი ტოქსიკური ჯგუფის პესტიციდებს (ნეონიკოტინოიდებს) მცირდება დაავადებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი.

ფოტო: Shutterstock

კიდევ ერთი ახსნა, რომელსაც ავტორები განიხილავენ, ფუტკრების სავარაუდოდ გენების ცვლილებაა. ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაკავშირებულია მათ გენებთან. მათი ხელოვნური (მეფუტკრის მიერ), ან ბუნებრივი გადარჩევა, შეიძლება მოქმედებდეს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

მეცნიერებმა ასევე შეამჩნიეს, რომ ეს ხდება სხვა სახეობებშიც. მაგალითად, ვირთევზა — თევზის ეს სახეობა ზომაში დაპატარავდა, რადგან გადაჭარბებული თევზაობის გამო, ისინი ვერ ცოცხლობენ იმდენ ხანს, რომ გაიზარდნონ.

ფუტკრები უკვე დიდი საშიშროების წინაშე დგანან, როდესაც საქმე მათ გადარჩენას ეხება. University of Bristol-ის კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა 2022 წლის ნოემბერში, აჩვენა, რომ სასუქები ცვლიან მცენარეების ელექტრეულ ველს, რაც ფუტკარს აყოვნებს ყვავილთან მისვლისგან.

ასევე, ფუტკრების ჰაბიტატი ქრება. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, დიდ ბრიტანეთში ველური ყვავილების მდელოების 97% განადგურდა, მეურნეობის მომატების გამო. University of Maryland-ის ახალი კვლევა კი უფრო მეტ კითხვას აჩენს.

კვლევის მონაცემები, როგორც ვახსენეთ, ეყრდნობა მუშა ფუტკრების ჯგუფებს, რომლებიც არიან გალიაში. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება ფუტკრებზე სტრესის ზემოქმედების შესასწავლად.

ნეარმანმა და ენგელსდორპმა გამოიყენეს 1969 წლიდან შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევების მონაცემები. ავტორები აცხადებენ, რომ ეს არის მათი კვლევის სისუსტე.

საეჭვოა, ლაბორატორიული თუ გარემო პირობები იგივენაირი გვქონდეს ახლა, როგორიც 1969 წელს იყო. შესაძლოა, რომ ძველი კვლევების დროს, მეცნიერები ხის გალიებს იყენედბებ, ახალ კვლევაში კი პლასტმასის გალიებია გამოყენებული. ასევე ზუსტად არ ვიცით, რა ზომის გალიებს იყენებდნენ ისინი და იყო თუ არა თანამედროვე ინკუბატორებში ჰაერის ნაკადი იგივე სიმძლავრით, როგორც ძველი გამოკვლელების დროს.

ფოტო: ResearchGate

მეცნიერებისთვის ადვილი არ იქნება კვლევის შედეგების გამოვლენა, მაგრამ თუ ისინი შეძლებენ წინა ათწლეულების, ველური ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ ისტორიული მონაცემების პოვნას, მეცნიერები შეძლებენ შეადარონ ისინი დღევანდელი სამყაროს კვლევის შედეგებს.

ფოტო: Freepik

ამ საკითხს დამატებითი კვლევა სჭირდება. თუმცა, ჩვენ დაზუსტებით ვიცით თუ რა შედეგს მოიტანს ფუტკართან დაკავშირებული რისკები კაცობრიობისთვის. ფუტკარი და სხვა დამმტვერავი მწერები აუცილებელია მოსავლის მისაღებად და ამ ყველაფრის ფონზე, რთული მისახვედრი არ არის, რას გამოიწვევს ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობის კიდევ უფრო შემცირება დედამიწაზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.