კლიმატის ცვლილების, პესტიციდების ხშირი გამოყენებისა და სხვა ფაქტორების გამო, ბოლო წლების განმავლობაში ფუტკრების რაოდენობა სტაბილურად იკლებს. ეს კი ჩვენს საკვებსა და ჯანმრთელობაზე იმაზე დიდ გავლენას მოახდენს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ მსოფლიოში არსებული საკვების ძალიან დიდი ნაწილი პოლინატორებზე, განსაკუთრებით კი ფუტკრებზეა დამოკიდებული. ამ მშრომელი მწერების გარეშე ჩვენი საყვარელი საკვების დიდი ნაწილი უბრალოდ არ იარსებებდა.

ამას ემატება ისიც, რომ ფუტკრები იონჯასა და სამყურას გამრავლებაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ, ეს მცენარეები კი ძროხებისათვის საკვების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მცენარეების გარეშე რძის, ყველის, იოგურტის, კარაქის, ნაყინისა და სხვა რძის პროდუქტების მნიშვნელოვან რაოდენობას დავკარგავთ.

ცხადია, რომ ამ უგემრიელესი ბოსტნეულისა და ხილის გარეშე ჩვენი ცხოვრება ერთიორად უფრო მოსაწყენი იქნებოდა. თუმცა საკითხი უფრო მძიმედ დგას, ფუტკრების გადაშენებასთან ერთად არამხოლოდ ის საკვები გაქრება, რომელიც ჩვენ გვიყვარს, არამედ ისინიც, რომლებიც ჩვენი არსებობისთვის აუცილებელია.

მინერალებითა და ვიტამინებით ყველაზე მდიდარი საკვების დიდ ნაწილს მწერები ამრავლებენ. ამ მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობას კი ჩვენს ჯანმრთელობაზე უდიდესი გავლენა ექნება — მოიმატებს დაავადებების სიხშირე და სიკვდილიანობა.

ქვემოთ მოცემულ ფოტოებში ნახავთ, როგორ შეიცვლება ჩვენი რაციონი, თუ ფუტკრების რაოდენობა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

საუზმე

ფოტო 1: Fairmont / ფოტო 2: Fairmont

ქვემოთ იმ ინგრედიენტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ფუტკრებზე სრულად ან ნაწილობრივ მაინც არიან დამოკიდებულნი:

  • ნუში;
  • მოცვი;
  • ყავა;
  • ფორთოხალი;
  • გოგრის თესლი;
  • მარწყვი;
  • მზესუმზირა;

ლანჩი/სადილი

ფოტო 2: Fairmont

ქვემოთ იმ ინგრედიენტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ფუტკრებზე სრულად ან ნაწილობრივ მაინც არიან დამოკიდებულნი:

  • კიტრი;
  • მდგოვი;
  • ხახვი;
  • წიწაკა;
  • კარტოფილი;
  • სეზამის მარცვლები;
  • პომიდორი;

დესერტი

ფოტო 2: Fairmont

ქვემოთ იმ ინგრედიენტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ფუტკრებზე სრულად ან ნაწილობრივ მაინც არიან დამოკიდებულნი:

  • ვაშლი;
  • მოცვი;
  • მაყვალი;
  • გოგრა;

დასკვნა

სამყაროში, რომელშიც ფუტკრები არ არიან, საკვები მწირი, ნაკლებად გემრიელი და ნაკლებად სასარგებლოა. ჩვენი საყვარელი საკვების დიდი ნაწილი სრულად გაქრება, ნაწილი კი ძვირი და რთულად ხელმისაწვდომი გახდება. ამ სტატიაში ძირითადი აქცენტი ხილზე, ბოსტნეულზე, თხილსა და თესლებზეა გაკეთებული, თუმცა ფუტკრების გარეშე პრობლემები შეექმნება ხორცისა და რძის პროდუქტების ინდუსტრიასაც, რადგან ძროხების დიდი ნაწილი საკვებად იმ მცენარეებს იყენებს, რომლებსაც ფუტკრები ამრავლებენ.