მექსიკაში მკვლევრებს მეხიკოს გარეუბანში ნაპოვნი არქეოლოგიური ძეგლის, მნიშვნელოვანი ისტორიული აღმოჩენის, ხელახლა დამარხვა მოუწიათ.

ეს აღმოჩენა არის გვირაბი, რომელიც შეიქმნა საუკუნეების წინ, წყალდიდობის კონტროლის სისტემის (Albarradón de Ecatepe) ნაწილად. იგი აშენდა ქალაქ ტენოჩტიტლანის წყალდიდობისგან დასაცავად.

ტენოჩტიტლანი ფართოდ განიხილება როგორც აცტეკების იმპერიის დედაქალაქი. ის აღჭურვილი იყო სისტემებით, რომელიც ეხმარებოდა ქალაქს თავიდან აეცილებინა კოკისპირული წვიმებისაგან გამოწვეული დატბორვა, მაგრამ ესპანელმა დამპყრობლებმა ვერ დააფასეს მათი ინფრასტრუქტურა, რასაც კოლონიზაციის ადრეულ წლებში, მრავალი წინა-ესპანური კონსტრუქციის განადგურება მოჰყვა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ხშირმა წყალდიდობამ ადრეული მეხიკო დატბორა, Albarradón de Ecatepec და სხვა მსგავსი წყალდიდობის კონტროლის სისტემები, 1600-იან წლებში, თავიდან აშენდა და გარემონტდა.

საუკუნეების შემდეგ, ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული უნივერსიტეტის (INAH) არქეოლოგებმა, აღმოაჩინეს ერთ-ერთი მსგავსი სისტემა Albarradón de Ecatepec-ში.

2019 წელს მათ მიაგნეს გვირაბს, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა მისი შემქმნელი კულტურების უნიკალური სინთეზი.

ფოტო: INAH TV/YouTube

ამ პატარა გვირაბის კარიბჭე იყო სულ რაღაც 8.4 მეტრი სიგრძის, რაც წარმოადგენს, კოლოსალური Albarradón de Ecatepec-ის მონუმენტის პატარა ნაწილს, რომელიც საერთო ჯამში 4 კილოემტრზე იყო გაშენებული, ათასობით მომუშავის მიერ.


მიუხედავად მისი პატარა ზომისა, რა თქმა უნდა, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი და უჩვეულოა. მკვლევრებმა ამ სტრუქტურაში აღმოაჩინეს რამდენიმე წინა-ესპანური გლიფი.

ფოტო: INAH TV/YouTube

მთლიანობაში არქეოლოგებმა 11 სიმბოლოს მიაგნეს, რომელშიც შედიოდა — ომის ფარის, წვიმის წვეთების, მტაცებელი ფრინველის თავის გამოსახულებები.

ფიქრობენ, რომ ეს სიმბოლოები გვირაბში შესაძლოა შეექმნათ არაესპანელ მაცხოვრებლებს, რომლთაც Albarradón de Ecatepec-ის აშენებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.

ფოტო: INAH TV/YouTube


მკვლევრების თქმით, აღმოჩენილ ძეგლს ეტყობოდა რომაული და ესპანური გავლენა.

მკვლევრებს განზრახული ჰქონდათ, რომ მონუმენტი საჯარო გამოფენის სივრცედ ექციათ, რათა ადამიანებს ჰქონოდათ შანსი, შეეცნოთ აცტეკებისა და ესპანური კულტურის უჩვეულო, მრავალსაუკუნოვანი შერწყმა. მაგრამ ეს ასე ვერ გამოვიდა.

გასულ წელს, INAH-ის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ბიუჯეტის ნაკლებობის გამო, ვერ შეძლეს სათანადოდ აეგოთ გამოფენა და დაეცვათ ღირსშესანიშნავი სტრუქტურა. ამის გამო საჭირო გახდა მონუმენტის ხელხალხა დამარხვა, ისე რომ არ მომხდარიყო მისი დაზიანება, ვანდალიზება ან გაძარცვა.

მკვლევართა თქმით, ეს გადაწყვეტილება უმეტესწილად გამოწვეული იყო მექსიკაში COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის ზემოქმედებით. არქეოლოგებმა ასევე განაცხადეს, რომ ააშენებენ სპეციალურ ქვის შენობას სიმბოლოების დასაცავად.

ფოტო: INAH TV/YouTube

არქეოლოგებს ყოველდღიურად არ უწევთ "ხელახლა აღმოაჩინონ" უკვე აღმოჩენილი კულტურული განძი. იმედია, მალე მოვა ის დრო, როცა Albarradón de Ecatepec-ი კიდევ ერთხელ იხილავს დღის სინათლეს.