გრძელვადიანი სესხი თიბისისგან მზის პანელებზე — უფასო ელექტროენერგია დღეს
მზის პანელების ხელმისაწვდომობისა და ბიზნესების ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობისთვის თიბისი კომპანიებს გრძელვადიან სესხს სთავაზობს.
რა უპირატესობები აქვს მზის ენერგიას — მზისგან მიღებული ენერგია განახლებადია და მუდმივი, ეკოლოგიური თვალსაზრისით მზის პანელების გამოყენება გონივრული გადაწყვეტილებაა, შესაძლებელია ფინანსური სარგებლის მიღება; გაძლევს საშუალებას, იყო დამოუკიდებელი და რაც მთავარია, გაწეული ხარჯები არ არის მაღალი, მზის პანელები ელექტროენეგიის ხარჯს 75%-ით ამცირებს.
თიბისი მომხმარებლებს გრძელვადიან ბიზნეს სესხს სთავაზობს მზის პანელების შეძენის მიზნობრიობით. კომპანია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოხმარებლებისთვის არაერთ ბენეფიტს აწესებს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პროექტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს:
• სესხის პროცენტის სუბსიდირებით სესხის სრულ ვადაზე (რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%) (აწარმოე საქართველოში);
• სესხის პროცენტის სუბსიდირებით მაქსიმუმ 48 თვის განმავლობაში 11%-ის ოდენობით (სოფლის განვითარების სააგენტო);
• EBRD-ის cash back-ით (10-15%);
• ინდივიდუალური დაფარვის გრაფიკით საშეღავათო პერიოდის გათვალისწინებით (მაქსიმუმ 24 თვე).
"გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებაში და ხელი შევუწყოთ კომპანიებს, განახორციელონ ფინანსურად მომგებიანი გრძელვადიანი ინვესტიციები. გასათვალისწინებელია ელექტროენერგიის მზარდი ტარიფიც, რაც ბიზნეს დანახარჯებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. მზის სადგურით გამომუშავებული ელექტროენერგია ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, შეიმცირონ საოპერაციო ხარჯი, მოიპოვონ ენერგოდამოუკიდებლობა და მეტიც, ჭარბად გამომუშვებული ელექტროენერგიით გაიჩინონ დამატებითი შემოსავლის წყარო", — აცხადებს კობა ქუთათელაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის სერვის ექსპერტი.
განხორციელებული ინვესტიცია გულისხმობს ელექტროენერგიაში დაზოგილი დანახარჯის მიმართვას სესხის ყოველთვიურ გადასახადში, ხოლო 7-10 წლის შემდეგ უფასო ელექტროენერგიის გამომუშავებას. პროექტი კი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ისეთი ბიზნესებისთვის, როგორებიცაა საწარმოები, სასტუმროები, სამედიცინო კლინიკები, სასათბურეები და სამაცივრე მეურნეობები და სხვა.
პროექტში თიბისისთან ერთად ჩართულია ქართული კომპანია Geo-Energy, რომელიც უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს მზის ენერგოსადგურების პროექტირება-დიზაინს, მშენებლობა-მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას.
კომპანია ახორციელებს მზის სადგურის მონიტორინგს პირველი წლის განმავლობაში და გაძლევთ გამომუშავებული სიმძლავრის გარანტიას (ე.წ. Performance Guarantee) 12 თვის განმავლობაში — იმ შემთხვევაში თუ პირველი 12 თვის განმავლობაში მზის მიკრო ელექტროსადგურმა ვერ გამოიმუშავა წინასწარ დათვლილი ელექტროენერგია, მაშინ კომპანია საკუთარი სახსრებით ზრდის სიმძლავრეს და უზრუნველყოფს მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევას. თავად მზის პანელებზე ვრცელდება 15 წლიანი ქარხნული გარანტია. რაც მთავარია, კომპანია, აპლიკაციის საშუალებით, გამომუშავებული ელექტროენერგიის 24-საათიანი კონტროლის შესაძლებლობასაც გაძლევთ.
კომპანიის დამფუძნებელი, ლევან აბაშიძე აღნიშნავს, რომ თიბისის შემოთავაზება ერთგვარი ბიზნესპროექტია, რომლითაც ბანკი მოხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ დაზოგვას, არამედ შემოსავლის წყაროსაც.
"მზის პანელებით სარგებლობა ზოგიერთ ბიზნესს მომხიბლავ წინადადებად არ ეჩვენებოდა, რადგან აქამდე პირველი 5 წელი სესხის დაფარვას სჭირდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ უფასო ელექტროენერგიით სარგებლობა. თიბისის ამ პროდუქტის დახმარებით კი ამიერიდან მომხმარებლები მზის ენერგიის უპირატესობებით დღესვე ისარგებლებენ. ახლა ვაძლევთ ბიზნესებს იმას, რაც, სხვა შემთხვევაში, 5 და 10 წელიწადში უნდა მიეღოთ", — განმარტავს ლევანი.
თიბისი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას "მწვანე" ინვესტიციის განხორციელებაში და მხარს დაუჭერს კომპანიებს, გახადონ საკუთარი საქმიანობა ეკომეგობრული.
-
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება
გადახედვა
-
ცთომილი ნერვის სტიმულაციით მძიმე დეპრესიის სიმპტომები 70%-ით შემსუბუქდა ცთომილი ნერვის სტიმულაციით მძიმე დეპრესიის სიმპტომები 70%-ით შემსუბუქდა
გადახედვა
-
მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს
გადახედვა
-
ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს
გადახედვა
-
შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა
გადახედვა
-
11 წლის ბიჭი, რომელსაც ძილში ღამურამ უკბინა, გარდაიცვალა — მოხსენება 11 წლის ბიჭი, რომელსაც ძილში ღამურამ უკბინა, გარდაიცვალა — მოხსენება
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა?
-
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად — Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად — Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
-
"არჩევნებზე უხალისოდ მივდივარ" — რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე ხელახლა წარადგინეს "არჩევნებზე უხალისოდ მივდივარ" — რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე ხელახლა წარადგინეს
გადახედვა
-
Human Rights Watch საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ Human Rights Watch საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
-
ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონას, შაკირასა და BTS-ის შესრულებას შეუერთდება
გადახედვა
-
ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
ლიტერატურული პრემია საბას 2026 წლის ფინალისტები ცნობილია ლიტერატურული პრემია საბას 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
-
POG: ₾11, 2 მლნ-ად შეფასებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 8-8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ POG: ₾11, 2 მლნ-ად შეფასებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 8-8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს?
-
გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
გადახედვა
კომენტარები