კვლევამ დაადასტურა, რომ კანაფის პროდუქტები კრუნჩხვებს კურნავს
თუკი დღემდე ეჭვი გეპარებოდათ კანაფის სამედიცინო სარგებლიანობის შესახებ ან სხვისი დარწმუნება გიჭირდათ, დღეიდან შეგიძლიათ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევას გაეცნოთ. ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პოპულარული კვლევითი ორგანიზაციის ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ კანაბიდიოლი (CBD) უნიკალური სამკურნალო საშუალებაა, რომელიც სპაზმებისა და კრუნჩხვითი შეტევების განსაკურნებლად გამოიყენება.
New England Journal of Medicine
აღნიშნული კვლევა მსოფლიოში ცნობილმა კვლევითმა ორგანიზაციამ ჩაატარა. ეს არ იყო უბრალო, ონლაინ გამოკითხვებითა და Facebook-ის ტესტებით ჩატარებული კვლევა. ჩვენ ვსაუბრობთ გაცილებით უფრო სერიოზულ, მრავალ ცენტრში ჩატარებულ მეთოდზე, რომლის დროსაც მონაწილეები კვოტირებული ჯგუფებიდან შემთხვევითი შერჩევის წესით შეირჩნენ. კვლევის სანდოობის გასაზრდელად და უტყუარი შედარებების გასაკეთებლად, კვლევის პროცესში გამოიყენებოდა კონტროლირებადი პლაცებოს ეფექტიც. კვლევა ევროპისა და ამერიკის ოცდასამ სხვადასხვა ცენტრში ჩატარდა.
კვლევის სტანდარტების დაცვას მესამე მხარე აკონტროლებდა, ხოლო კვლევის შედეგები მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ჟურნალში გამოქვეყნებამდე ყურადღებით იქნა შესწავლილი.
კვლევის პროცესი
კვლევის პროცესში შეირჩა 120 ბავშვი, რომლებსაც ძალიან იშვიათი დაავადება, დრავეტის სინდრომი (Dravet Syndrome) აღენიშნებოდათ. ამ დაავადების გამო ბავშვებს უკონტროლო შეტევები და კრუნჩხვები აღენიშნებოდათ, რომლის ჩვეულებრივი სამედიცინო გზებით მკურნალობაც არაერთგზის ჩავარდა. მკვლევარებმა ისინი შემთხვევითი შერჩევის წესით ორ ჯგუფად დაყვეს და ორივე ჯგუფს სპეციალური ზეთით დამზადებულ წამალს ასმევდნენ. ერთ-ერთი ჯგუფისთვის ისეთი წამალი იყო განკუთვნილი, რომელიც კანაბიდიოლს შეიცავს. რომელ ჯგუფს ჰქონდა კანაფის პროდუქტით დამზადებული წამალი, ამის შესახებ არც მედიკოსებმა და არც პაციენტებმა არ იცოდნენ. მომვლელებს ჰქონდათ სპეციალური ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც მონიტორინგი უნდა გაეწიათ პაციენტებისთვის და შეტევის შემთხვევაში თითოეული შემთხვევა დეტალურად აღეწერათ.
ექსპერიმენტის პერიოდში გამოიკვეთა გვერდითი მოვლენებიც. მათგან ერთ-ერთი მთავარი იყო მოთენთილობა და გახშირებული ძილის მოთხოვნა, რომელიც ბავშვებს აღენიშნებოდა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ წამალი კლობაზამი იყო, რომელსაც კვლევის პროცესში აძლევდნენ პაციენტებს. კანაბიდიოლი (CBD) არ არის ფსიქოაქტიური და მსგავსი ეფექტი არ აქვს, ამიტომ მისი ბრალეულობა ამ მხრივ გამორიცხულია. უნდა აღინიშნოს ისიც, ძილიანობა უმეტესად იმ პაციენტებს აღენიშნებოდათ, ვინც კანაბიდიოლის პროდუქტს არ იღებდა.
შედეგები
ექსპერიმენტის შედეგით გაირკვა, რომ იმ ჯგუფში, რომელსაც კანაბიდიოლის პროდუქტით მკურნალობდნენ, დაავადებულთა რიცხვი 43%-ით შემცირდა. შედარებისთვის, პლაცებოს ჯგუფში მყოფი პაციენტების მხოლოდ 2%-მა შეძლო მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს შედეგი პირველივე თვეში გამოჩნდა და მას შემდეგ განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა.
კვლევის პროცესისა და შედეგების წასაკითხად გადადით New England Journal of Medicine-ის გვერდზე.
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები