მეცნიერმა და კვლევის მთავარმა ავტორმა, გაბრიელ ჟორგევიჩ-კოენმა, კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა, რომ 53 ზღვის არსებას, რომელებიც აქამდე უხმოდ მიიჩნეოდა, შეუძლია ხმოვანი კომუნიკაცია.

შესაბამისად ვოკალიზაციის ოჯახის ხეს 53 არსების ხმა დაემატა. ეს მეცნიერებს ეხმარება, დაადგინონ, თუ როდის გაჩნდა აკუსტიკური კომუნიკაცია ევოლუციის ისტორიაში.

სახეობები, რომელთა ხმაც, ჩვენთვის, ფაქტობრივად, პირველად გაჟღერდა, მოდიან 4 სხვადასხვა ცხოველის ჯგუფიდან. მათ შორის შედის კუს 50 სახეობა, სამხრეთ ამერიკული ფილტვის თევზი, უკიდურებო ამფიბია, სახელად Cayenne Caecilian და ქვეწარმავალი ახალი ზელანდიიდან, რომელიც ცნობილია, როგორც ტუატარა.

Lepidosiren Paradoxa

Lepidosiren Paradoxa

Cayenne Caecilian

Cayenne Caecilian

Sphenodon Punctatus

Sphenodon Punctatus

''ყველა ამ სახეობას გააჩნია მრავალფეროვანი აკუსტიკური რეპერტუარი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ბგერას'', — ასკვნიან ავტორები.

გაბრიელ ჟორგევიჩ-კოენმა, გამოიყენა მიკროფონები რათა ჩაეწერა ამ არსებების ხმები. კუებზე დაკვირვების დროს, მან აღმოაჩინა, რომ ისინი ვოკალურად ურთიერთობდნენ, როდესაც სურდათ შეწყვილება ან როდესაც ხდებოდა მათი კვერციხდან გამოჩეკა. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ აღმოჩენის საფუძველზე, ევოლუციის შესახებ არსებული ცოდნის შესწორება იქნება საჭირო.

ის ფაქტი, რომ კუს სიცოცხლის ხეზე ამდენი სახეობა იზიარებს ვოკალური ბგერების გამოცემის უნარს, ცხადყოფს, რომ მათი წინაპრებიც ასე იქცეოდნენ.

უფრო მეტიც, როდესაც მკვლევრებმა გააერთიანეს კუს მონაცემები სხვა 1800 ხერხემლიანის ანალიზთან, მათ აღმოაჩინეს ხმის წარმოქმნისა და აკუსტიკური კომუნიკაციის საერთო წარმოშობა იმ ცხოველებში, რომლებსაც აქვთ საკმარისი საშუალება ჰაერის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისათვის.

ამფიბიები და ქვეწარმავლები უფრო ნაკლებად არიან შესწავლილი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი მონაცემი მათი ხმის გამომუშავების შესახებ, არ ნიშნავს რომ მათ ხმა არ გააჩნიათ.

იმისათვის, რომ ნამდვილად გავიგოთ, თუ როგორ განვითარდა აკუსტიკური კომუნიკაცია, მკვლევრების აზრით, აუცილებელია სისტემატურად დაიყოს და დაკონკრეტდეს სხვადასხვა არსებების ჯგუფები, მათი შესწავლის დროს. მკვლევრები ხმას ეძებდნენ მხოლოდ იმ 106 არსებაში, რომლებიც შედიან გამოუკვლევ საეხობებში. ისინი არ არიან დოკუმენტირებულნი, რადგან მეცნიერები ფიქრობენ, რომ ხმას არასდროს გაგვაგონებენ.

დღეს, აკუსტიკური კომუნიკაციის შესახებ არსებული თეორია ვარაუდობს, რომ ეს ფუნდამენტური მახასიათებელი რამდენჯერმე გაჩნდა ცხოველთა სიცოცხლის ხეზე. თეორია ეფუძნება მრავალფეროვან ყურის სტრუქტურას და ვოკალურ მორფოლოგიას, რომელიც ჩანს ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში

მაგრამ ახალი ფილოგენეტიკური ანალიზი ვარაუდობს, რომ ეს თეორია არასწორია. ის ფაქტი, რომ სიცოცხლის ხეზე ერთმანეთისგან შორს მყოფი ცხოველები აწარმოებენ ხმას მსგავსი გზებით და მსგავსი მიზეზების გამო, იქნება ეს შეჯვარება, კომუნიკაცია თუ თავის გადარჩენა, მიუთითებს იმაზე, რომ ამ უნარს აქვს საერთო წარმოშობა. ის შესაძლოა განვითარებულიყო 400 მილიონი წლის წინ, როდესაც არსებების უმეტესობა წყლისქვეშ ცხოვრობდა.

ფილოგენეტიკური ანალიზის ტექნიკის გამოყენებით, გაბრიელ ჟორგევიჩ-კოენმა დაადგინა, რომ ურთიერთობა ხმაურის გამომწვევ ცხოველებს შორის, მოდის ერთი წინაპრისაგან რომელიც 407 მილონი წლის წინ არსებობდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ არსებას ფილტვები და საცურაო ფარფლები ჰქონდა, ეს თარიღი შეიძლება კიდევ უფრო უკან გადაიწიოს.

''ჩვენმა შედეგებმა აჩვენა, რომ აკუსტიკური კომუნიკაცია მრავალჯერ არ განვითარებულა სხვადასხვა არსებების კლასებში, არამედ, მათ აქვთ საერთო და უძველესი ევოლუციური წარმოშობა'', — ასკვნის პალეობიოლოგი მარსელო სანჩეზი, შვეიცარიის ციურიხის უნივერსიტეტიდან.

ბიოლოგმა კეტრინ ჰობაიტერმა, რომელიც არ მონაწილეობდა კვლევაში, განუცხადა BBC News-ს, რომ ამ 53 სახეობის ჩანაწერები მისასალმებელია, აკუსტიკური კომუნიკაციის ცოდნისთვის.

''შიმპანზეებისა და ადამიანების მსგავსი სახეობების შედარება მხოლოდ რამდენიმე მილიონი წლით უკან გვაბრუნებს,მნიშვნელოვანია, დავინახოთ საერთო ნიშნები ბევრად უფრო შორეულ ნათესავებს შორის, რათა უფრო კარგად გავიგოთ თუ რა ხდებოდა ასობით მილიონი წლის წინ'', — თქვა მან.

ეს აღმოჩენები კარგი შეხსენებაა იმისა, რომ თუ არსება ძნელად გამოსაკვლევი და მოსასმენია, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დოკუმენტაციის და გამოკვლევის გარეშე უნდა დარჩნენ, რადგან ბუნებაში არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმი მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ევოლუციის შესახებ.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.