კლიმატის ცვლილება სატელიტებზეც მოქმედებს — როგორ
ბოლო კვლევის თანახმად, ნახშირორჟანგით გამოწვეული კლიმატის ცვლილება დედამიწის ატმოსფეროს გაწმენდას უშლის ხელს. ამის შედეგად ახლო ორბიტაზე არსებული ობიექტები, თანამგზავრების ჩათვლით წნევის ნაკლებობას განიცდიან და ორბიტაზე უფრო დიდხანს რჩებიან.
ერთი შეხედვით, ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი სიახლე თანამგზავრების შემქმნელებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ მათი შემოქმედება ორბიტაზე რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. თუმცა, არის ერთი ფაქტორი: "გასუფთავების" ეს უუნარობა — ჭარბი CO2-ის შედეგი, რომელიც შთანთქავს ზედა ატმოსფეროს სიმკვრივეს — ასევე ნიშნავს, რომ დამაბინძურებელი, საშიში კოსმოსური ნამსხვრევები ორბიტაზე დიდხანს რჩება.
"კოსმოსური ნარჩენები სწრაფად მზარდი პრობლემაა თანამგზავრების ოპერატორებისთვის და ეს შეჯახების რისკის გამო. სიტუაციას ატმოსფეროს ზედა სიმკვრივის შემცირება კიდევ უფრო აუარესებს", — ამბობს ინგრიდ კნოსენმა, British Antarctic Survey-ის მკვლევარი და კვლევის ავტორი.
ყველას პრობლემა
კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში, გამოიყენეს მთელი ატმოსფეროს კვლევის მოდელები. ეს რათა გამოეკვლიათ, თუ როგორ შეიცვალა ზედა სფერო — რეგიონი, რომელიც აღწევს სიმაღლეებს დედამიწის ზედაპირიდან 60-დან 500 კილომეტრამდე — ბოლო 50 წლის განმავლობაში. მკვლევრებს აინტერესებდათ რა შეიძლება იწინასწარმეტყველოს ამ ცვლილებებმა მომავალ 50 წელზე.
"ცვლილებები, რომლებიც ჩვენ დავაფიქსირეთ ზედა ატმოსფეროში ბოლო 50 წლის განმავლობაში და ჩვენი პროგნოზები მომდევნო 50 წლისთვის არის ნახშირორჟანგის ემისიების შედეგი", — ამბობენ მკვლევრები.
კნოსენის კვლევა ადასტურებს, რომ როდესაც CO2-ის ეს ნაწილაკები იწოვს არსებულ სითბოს, ატმოსფერო იკუმშება და კლებულობს, რაც საბოლოოდ ქმნის უფრო გლუვ, უფრო გრძელ ორბიტას თანამგზავრებისთვის. ამას ემატება ძველი ნარჩენები.
და მიუხედავად იმისა, რომ თანამგზავრების შემქმნელებს ეს შეიძლება მოსწონდეთ, საბოლოოდ კოსმიური ნარჩენების ფაქტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მეტიც, ახალ თანამგზავრებს გაუჭირდებათ მუშაობა ისეთ ადგილებში, სადაც უამრავი კოსმიური ნარჩენი იქნება.
"იმედი მაქვს, რომ ეს ნამუშევარი ხელს შეუწყობს კოსმოსის დაბინძურების პრობლემის მოგვარებას და უზრუნველყოფს, რომ ზედა ატმოსფერო დარჩეს გამოსაყენებელ რესურსად მომავალში“, — თქვა კნოსენმა.
კომენტარები