დაფიქსირდა ტვინის მომატებული აქტივობა ბავშვებში, რომლებიც ვიდეოთამაშებს თამაშობენ — კვლევა
მშობლებს ხშირად აწუხებთ შვილებზე ვიდეო თამაშების მავნე ზემოქმედება, რადგან მან შეიძლება იმოქმედოს ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ პრობლემებსა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
მაგრამ ორშაბათს გამოქვეყნებული ახალი კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ ვიდეო თამაშები შემეცნებით სარგებელთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული.
კვლევის მთავარმა ავტორმა ბადერ ჩაარანმა, ვერმონტის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის ასისტენტ პროფესორმა, პრესას განუცხადა, რომ იგი დაინტერესებული იყო ამ თემით რადგან თავად მოთამაშეა, რომელიც ნეიროსურათების ექსპერტია.
"წინა კვლევები ფოკუსირებული იყო მავნე ეფექტებზე, ისინი ვიდეო თამაშებს აკავშირებდნენ დეპრესიასა და აგრესიის გაზრდასთან. თუმცა, ეს კვლევები იყო შეზღუდული, რადგან მცირე რაოდენობით მონაწილე ყავდათ და მათ აკლდათ მკვლევარები რომელთა სფეროც ტვინის ვიზუალიზაციას მოიცავს", — თქვა ჩარაანმა.
ახალი კვლევისთვის ჩარაანმა და მისმა კოლეგებმა გააანალიზეს მოზარდთა ტვინის კოგნიტური განვითარების (ABCD), მიმდინარე კვლევის მონაცემები, რომელიც დაფინანსებულია ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ.
კვლევის პროცესი:
მკვლევარები დააკვირდნენ გამოკითხვის პასუხებს, კოგნიტური ტესტის შედეგებს და ტვინის სურათებს. ამ კვლევაში მონაწილეობდა დაახლოებით, ორი ათასი — 9 და 10 წლის ბავშვი, რომლებიც ორ ჯგუფად დაიყვნენ: ისინი, ვისაც არასდროს უთამაშია ვიდეოთამაშები და ისინი, ვინც თამაშობდნენ დღეში სამ საათს ან მეტს.
ჯგუფებს ჰქონდათ ორი დავალება:
პირველი ამოცანა მოიცავდა კონკრეტულ მხარეს მიმართული ისრების დანახვას. მათ ბავშვებს სთხოვეს რაც შეიძლება სწრაფად დაეჭირათ მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. მათ ასევე მონაწილეებს უთხრეს რომ თუ დაინახავდნენ "გაჩერების" სიგნალს, არ დაეჭირათ არაფრისათვის. ამით ისინი ზომავდნენ თუ რამდენად კარგად აკონტროლებდნენ თავიანთ იმპულსებს ბავშვები.
მეორე დავალებაში მათ აჩვენეს ადამიანების სახეები და შემდეგ ჰკითხეს, ემთხვევა თუ არა ის შემდგომში ნაჩვენებ სურათს, მათი მეხსიერების შესამოწმებლად.
სტატისტიკური მეთოდების გამოყენების შემდეგ, ცვლილებების გასაკონტროლებლად, რომლებსაც შეეძლოთ საბოლოო შედეგების დამახინჯება, როგორიცაა მშობლების შემოსავალი, ბავშვის IQ და ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმპტომები, გუნდმა აღმოაჩინა, რომ მოთამაშეები უკეთესად ასრულებდნენ ორივე ამოცანას.
როდესაც ბავშვები ასრულებდნენ დავალებებს, ხდებოდა მათი ტვინის სკანირება, ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების (fMRI) გამოყენებით.
შედეგები
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც თამაშობდნენ ვიდეო თამაშებს დღეში სამი ან მეტი საათის განმავლობაში, უფრო სწრაფები და ზუსტები იყვნენ ორივე შემეცნებით დავალებაში, ვიდრე ისინი, ვისაც არასდროს უთამაშია.
მათ ასევე დააფიქსირეს, რომ კოგნიტურ ფუნქციებში განსხვავებებს, ორ ჯგუფს შორის, თან ახლდა განსხვავებები ტვინის აქტივობაში. ტვინის ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ანალიზმა (FMRI) აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც თამაშობდნენ ვიდეო თამაშებს დღეში სამი ან მეტი საათის განმავლობაში, აღენიშნებოდათ ტვინის უფრო მაღალი აქტივობა იმ რეგიონებში, რომლებიც დაკავშირებულია ყურადღებასა და მეხსიერებასთან. ამავდროულად მათ აჩვენეს უფრო მეტი აქტივობა შუბლის ტვინის რეგიონშიც, რომელიც დაკავშირებულია შემეცნებით მომთხოვნ ამოცანებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები, რომლებიც თამაშობდნენ ვიდეო თამაშებს, უფრო მაღალი ფსიქიკური და ქცევითი პრობლემები დაუფიქსირდათ, ვიდრე ბავშვებს რომლებიც არ თამაშობდნენ ვიდეო თამაშებს, მკვლევრებმა დაადგინეს რომ ეს კავშირი არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, ამიტომ მათ ვერ გამორიცხეს, ასახავდა თუ არა ეს ტენდეცია სინამდვილეს, თუ იყო ის უბრალოდ დამთხვევა.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებლი იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც გაითვალისწინებენ რადგან ისინი აპირებენ გააგრძელონ ბავშვებზე დაკვირვება, მათ ზრდასთან ერთად, რადგან ეს დაეხმარებათ მათ მიიღონ უფრო სწორი და ნათელი შედეგები მომავალში.
"მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვერ ვიტყვით, იწვევდა თუ არა ვიდეო თამაშების რეგულარულად თამაში მაღალ ნეიროკოგნიტურ მაჩვენებელს, ეს კვლევა არის დამაიმედებელი აღმოჩენა და ამის გამო უნდა გავაგრძელოთ ბავშვებზე დაკვირვება მოზარდობაშიც", — თქვა ბადერ ჩაარანმა.
ABCD კვლევა, აკვირდება თითქმის 12 000 ახალგაზრდას. მკვლევარები რეგულარულად ამოწმებენ მონაწილეთა ტვინის სტრუქტურასა და აქტივობას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) გამოყენებით, ისინი ასევე აგროვებენ ფსიქოლოგიურ და კოგნიტურ მონაცემებს.
ამ კვლევების მიზანია გაიგონ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინის კოგნიტურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე. ისინი ცდილობენ მიიღონ ბევრი ინფორმაცია რათა გააუმჯობესონ და გაადვილონ ახალგაზრდების ცხოვრება.
"დღეს ბევრი მშობელი დაინტერესებულია თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ვიდეო თამაშებს ბავშვების ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ უკეთ გავიგოთ როგორც მათი დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენაც რადგან თამაშების პოპულარობა უფრო და უფრო მატულობს", — განაცხადა ექიმმა ჩაარანმა.
რა თქმა უნდა, ვიდეო თამაშებს აქვთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, ისიც ფაქტია რომ ეკრანთან გადაჭარბებული დროის გატარება საზიანოა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფიზიკური აქტივობისათვის. მკვლევრები გააგრძლებენ ბავშვებზე დაკვირვებას და ამავდროულად მნიშვნელოვანია, მშობლები თავად დააკვირდნენ შვილებს და იზრუნონ მათ ჯანმრთელობაზე.
კომენტარები