სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში Erasmus+ დღეები აღინიშნა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში 13, 14, 15 ოქტომბერს Erasmus+ დღეები აღინიშნა. უნივერსიტეტი პროგრამის ფარგლებში 2015 წლიდან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის (გერმანია, ჩეხეთი, საფრანგეთი,იტალია, ესპანეთი, უნგრეთი, ხორვატია, პოლონეთი, მალტა, სლოვაკეთი და ა.შ) უნივერსიტეტთან.
საბაუნიში ერასმუსის დღეების აღსანიშნავად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა და ინტერაქციული სივრცე, ფოტოგამოფენა, სულხან-საბა ორბელიანის “მოგზაურობა ევროპაში” შთაგონებით მოეწყო.
საინფორმაციო შეხვედრაზე საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, შორენა პარუნაშვილმა, სტუდენტებს Erasmus+ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. გარდა ამისა, მათ საშუალება ჰქონდათ Erasmus+ და Solidarity Corp-ის მოკლევადიანი, მოხალისეობრივი, ახალგაზრდული პროგრამების შესახებაც შეეტყოთ.
"Erasmus+ მუდმივად მზარდი პროგრამაა, შესაბამისად, საბაუნი აგრძელებს ახალი პროექტებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების სიის გამრავალფეროვნებას, რათა ჩვენს სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ევროპული უნივერსიტეტების შერჩევისა და უცხოური განათლების მიღებისა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საბაუნიში Erasmus+ პროგრამაში მონაწილე სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება," — აცხადებს შორენა პარუნაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი.
შეხვედრის ფარგლებში, ერასმუსის გაცვლით პროგრამაში მონაწილე საბაუნის სტუდენტებმა საერთაშორისო გამოცდილება და შთაბეჭდილებები პროგრამით დაინტერესებულ სხვა სტუდენტებს გაუზიარეს.
"ყველაზე საინტერესო 6 თვე გავატარე ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში. Erasmus+ პროგრამის დახმარებით შევიძინე საუკეთესო მეგობრები და გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას. ეს იყო ემოციებით სავსე, საინტერესო 6 თვე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ამ მობილობის წყალობით ყველაზე მეტად გავიუმჯობესე გუნდური მუშაობისა და ორგანიზების უნარები," — ოთარ ქიმერიძე, საბაუნის სამართლის ფაკლუტეტის სტუდენტი.
"ძალიან გამიმართლა, რომ Erasmus+ გრანტის მფლობელი გავხდი და ერთი სემესტრი ჩეხეთში, პალაცკის უნივერსიტეტში გავატარე. ეს შესაძლებლობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან გამოვცადე თუ რას ნიშნავს ევროპული სტუდენტური ცხოვრება, გავხდი დამოუკიდებელი და უფრო მეტად თავისუფალი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვისწავლე, დროის მენეჯმენტია. ჩემი ჩეხეთში ყოფნის პერიოდი იყო თავგადასავლებით სავსე. შევიძინე მეგობრები, დავაგროვე უამრავი სასიამოვნო მოგონება და, რაც მთავარია, გავიუმჯობესე პიროვნული და პროფესიული უნარები," — ნანა ფაილოძე, საბაუნის თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.
#Erasmusdays არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს Erasmus + პროგრამების ცნობადობის ამაღლებას. Erasmus+ დღეები ყოველწლიურად აღინიშნება ოქტომბრის შუა რიცხვებში და მასში მონაწილეობს მსოფლიოს მასშტაბით ასობით უნივერსიტეტი იღებს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა

კომენტარები