მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ძაღლი 22 წლის ასაკში მოკვდა. ძაღლი გინესის რეკორდსმენი იყო და 5 თვეში 23 წლის გახდებოდა. ოჯახის თქმით, ძაღლი საკუთარ სახლში მოკვდა, გვერდით კი მზრუნველი პატრონი ჰყავდა.

22 წლისა და 50 დღის ფოქსტერიერი 2022 წლის მაისში მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი ძაღლი გახდა და გინესის რეკორდიც დაამყარა. ძაღლი მთელი ამ დროის განმავლობაში სამხრეთ კაროლინაში მზრუნველი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მას 2000 წლის შემდეგ ზრდიდა.

22-წლიანი სიცოცხლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულმა ძაღლმა 32 ლეკვი გააჩინა. ძაღლის პარტნიორი როკი, რომელიც ასევე ფოქსტერიერი იყო, 2017 წელს 16 წლის ასაკში მოკვდა.

ფოტო: Twitter

ოჯახის თქმით, ფოქსტერიერი მთელ დღეებს ძილში ატარებდა, უყვარდა ქანთრის ჟანრის მუსიკის მოსმენა და კარგი კვება. მისი 22 წლის იუბილე კი განსაკუთრებულად აღნიშნეს და ფოქსტერიერმა საჩუქრად დიდი ტორტიც მიიღო.