რუსეთში ოპერატორებსა და სოციალურ ქსელებს საუბრების მონაცემების შენახვა დაევალათ
ფოტო: AP Photo / Patrick Sison
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო ანტიტერორისტული კანონების პაკეტი, რომელიც სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, მესენჯერებსა და სოციალურ ქსელებს საუბრებისა და მიმოწერების, ასევე მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის შენახვას ავალდებულებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო RIA ავრცელებს.
თავდაპირველად შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებდა ოპერატორების დავალდებულებას, სამი წლის განმავლობაში შეენახათ საუბრის ჩანაწერები, ტექსტური შეტყობინებები, ფოტოები და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოთხოვნის შემთხვევაში, მიეწოდებინათ შესაბამისი უწყებებისთვის. სპეციალისტების შეფასებით, ასეთ შემთხვევაში ოპერატორების დანახარჯები ყოველწლიურ ბიუჯეტებს გადააჭარბებდა.
საბოლოოდ, ზარების, ტექსტური შეტყობინებების, ფოტოების, აუდიო და ვიდეო კონტენტის მიმოცვლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია ოპერატორებმა, რუსეთის ტერიტორიაზე, სამი წლით უნდა შეინახონ, ხოლო საუბრებისა და მიმოწერის შინაარსის შენახვის ვადად ექვსი თვე განისაზღვრა.
რაც შეეხება მესენჯერებსა და სოციალურ ქსელებს, მათ მხოლოდ ერთი წლით დაევალებათ ფაქტების მონაცემების შენახვა, ხოლო შინაარსის შენახვა მათაც ექვსი თვით დაევალებათ.
სატელეკომუნიკაციო ოპერატორები ვალდებულნი იქნებიან, სამართალდამცავ ორგანოებს გადასცენ ინფორმაცია მომხმარებლების, მათ მიერ გაწეული მომსახურების შესახებ და სხვა მონაცემები. მესენჯერებსა და სოციალურ ქსელებს კი დაევალებათ, რომ დამატებითი კოდირების გამოყენების შემთხვევაში, გადასცენ ეფ-ეს-ბეს გასაღები მათი მომხმარებელების შეტყობინებების დეკოდირებისთვის.
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქცია ფულად ჯარიმას ითვალისწინებს:
- მოქალაქეებისთვის - სამიდან ხუთ ათასამდე რუბლი (დაახლოებით 100-დან 200 ლარამდე);
- თანამდებობის პირებისთვის - 30-დან 50 ათასამდე რუბლი (დაახლოებით ათასიდან ორი ათას ლარამდე);
- იურიდიულ პირებისთვის - 800-დან მილიონამდე რუბლი (დაახლოებით 34 ათასიდან 43 ათას ლარამდე).
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები