ირაკლი ღარიბაშვილი

30 Sep. 2022, 15:20

ვფიქრობ, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა, კარგად მოგეხსენებათ, ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს საშინელი ომი, დამანგრეველი ომი უკრაინაში. რუსეთის აგრესია და ომი არ წყდება, არ ჩერდება. ამას ემატება ენერგო კრიზისი, ფასების კრიზისი, ინფლაცია. ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში ინფლაცია 25%-ს გადასცდა ინფლაცია. 22%, 23%, 25% არის ინფლაცია. ეკონომიკურ რეცესიას ელის ყველა ევროპული სახელმწიფო. მე მქონდა საუბარი ახლა გაეროს ძალიან ბევრ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან. მათი მოლოდინი არის ძალიან პესიმისტური, ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა შემცირდება.

ევროპაში ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ, იმაზე თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ამას არ ვაჭარბებ, ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი, ბევრი, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მთავრობების საზრუნავი.

რატომ, იმიტომ, რომ რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი, ევროპაც ამბობს ეტაპობრივად რუსულ გაზზე უარს და რუსეთმაც თავად შეუწყვიტა ევროპას გაზი. ამ ეტაპისთვის ეს მოცემულობა გვაქვს. ამიტომ გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში.

რატომ მოვყევი ეს? იმიტომ, რომ ამას სჭირდება კარგი გააზრება. ჩვენ, აი, ამ ფონზე, ასეთი ვითარების, ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ ის, რომ არათუ მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, სტაბილურობა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, არამედ, უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა, თითქმის 60 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესმა, 20 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, საზოგადოებრივ სამუშაოებს ვგულისხმობ მე, დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება, გაფრთხილება, გვჭირდება ჩვენ მაქსიმალური კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, სიმშვიდე, ნაკლები ემოციები, სტაბილურობის შენარჩუნება და კიდევ ვიმეორებ, მაღალი ეკონომიკური ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენს ხალხს.

მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს მოვახერხეთ და ამას სჭირდება შენარჩუნება. მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა

საქართველოს ბანკის ინიციატივას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?", რომელიც პარალიმპიელი სპორტსმენებისა და მათი…