უკრაინა საქართველოს და ბალტიის ქვეყნებს სთხოვს, ყირიმელ თათრებს მობილიზაციაზე თავის დაღწევაში ხელი შეუწყონ
ამის შესახებ უკრაინიც ვიცე-პრემიერი ტელეგრამზე წერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში მობილიზაცია გამოაცხადა — ამტკიცებდა, რომ ნაწილობრივი იყო და არა საყოველთაო, მხოლოდ სამხედრო გამოცდილების მქონე პირებს შეეხებოდათ, თუმცა ვრცელდება ინფორმაციები, რომ მიჰყავთ ყველა, ვისაც აგნებენ.
- რუსეთი ცდილობს ომში უკრაინის მოქალაქეებიც ჩაითრიოს და აიძულებს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ყირიმელ თათრებს, საბრძოლო მოქმედებებში მიიღონ მონაწილეობა.
- უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ხელმძღვანელის განცხადებით, ყირიმელი თათრების მასობრივი მობილიზაცია არის ნამდვილი გენოციდი ეთნიკური ნიშნით.
- მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეების ომში ჩართვის იძულება სხვა არაფერია, თუ არა მოსკოვის მცდელობა, ტერიტორია არალოიალური მოსახლეობისგან გაწმინდოს.
დეტალები: ვერეშჩუკიც წერს, რომ ყირიმელი თათრების მობილიზაციას გენოციდის ნიშნები აქვს და განმარტვს, რომ ისინი ცდილობენ საკუთარი ძალებით დატოვონ ქვეყანა, თავი აარიდონ მტრის ჯარში მობილიზებას.
- მისი თქმით, რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ პოლონელი, ლატვიელი, ესტონელი, ლიეტუველი და ქართველი მესაზღვრეები ზოგან უარს ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთაზე ყირიმის ძირძველი ხალხების წარმომადგენლებს და აიძულებენ მათ დაბრუნებას ყირიმში ან რუსეთში.
- ვერეშჩუკი წერს, რომ ახლა ყირიმის ძირძველი ხალხების მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და ხსენებული ქვეყნების მთავრობებს მიმართავს, ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ პრობლემას.
- "ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს ხელი შეუწყონ ყირიმის ძირძველი ხალხების წარმომადგენლების გამგზავრებას უკრაინის ყირიმის ტერიტორიიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში", — ამბობს მინისტრი.
ფართო სურათში: აქამდე რუსეთი უარყოფდა და ცდილობდა დაემალა, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე პრობლემები ჰქონდა და პერსონალის დიდი დანაკლისი განიცადა;
- ამ გადაწყვეტილებით კი გამოჩნდა, რომ ოკუპანტები არსებული რესურსებით უკრაინულ ძალებს ვერ უმკლავდებიან.
- მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, საზღვრებთან და აეროპორტებში რამდენიმესაათიანი რიგებია.
- ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ის განცხადებით, 19-25 სექტემბრის მონაცემებით EU-ში რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც 30%-ით მეტია წინა კვირასთან შედარებით.
- 19 სექტემბერს ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა დაიწყეს შესვლის შეზღუდვების დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ მხოლოდ ტურისტული ან დასასვენებელი მიზნით. მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ფინეთში.
- ევროპული ქვეყნების ნაწილი თანახმაა, ნაწილი კი ამბობს, რომ არ მიიღებს გამოქცეულ რუსებს.
საქართველო: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21 სექტემბერს რუსეთიდან საზღვარი გადმოკვეთა 6 402-მა და გადაკვეთა 6 011-მა პირმა. დანარჩენ დღეებში შემოსულთა და გასულთა სტატისტიკა ასეთია:
- 22 სექტემბერს: 6 150 — 6 050;
- 23 სექტემბერს: 9 307 — 6 214;
- 24სექტემბერს: 9 330 — 6 249;
- 25 სექტემბერს: 11 143 — 5 519;
- 26 სექტემბერს: 10 804 — 4 947.
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
კომენტარები