იტალიური სუპერქარი საქართველოში — Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ფოტო: თეგეტა
აღმოსავლეთ ევროპაში სტრატეგიული გაფართოებით ბრენდი გლობალურ ზრდას განაგრძობს.
თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის 129 ნომერში, ოფიციალურად გაიხსნა Automobili Lamborghini-ს პირველი შოურუმი საქართველოში. ლეგენდარულ იტალიურ ბრენდს საქართველოში ექსკლუზიურად თეგეტა ჰოლდინგი წარმოადგენს. ბრენდის კონცეპტუალური შოურუმი სრულად ასახავს Lamborghini-ს გაბედულ, ავთენტიკურ და იტალიური ხიბლით სავსე იდენტობას.
ფოტო: თეგეტა
შტეფან ვინკელმანი, Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი: "საქართველოს პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია Lamborghini-ს საერთაშორისო განვითარების სტრატეგიაში. მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციას საქართველოში ისეთი პარტნიორის მეშვეობით, როგორიც არის თეგეტა ჰოლდინგი — კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებსა და მომსახურებას. ჩვენი სრულად ჰიბრიდული მოდელების დებიუტი, ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან ერთად, შეესაბამება ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიას მდგრადი განვითარების მიმართულებით“.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი:
"მოხარულები ვართ, რომ უკვე შესაძლებლობა გვაქვს, საპატიო სტუმრებსა და ჩვენს მომხმარებელს Lamborghini-ს შოურუმში ვუმასპინძლოთ. ამ ექსკლუზიური თანამშრომლობის საფუძველი საავტომობილო ინდუსტრიაში თეგეტას 30-წლიანი გამოცდილება და პარტნიორების მხრიდან მაღალი სანდოობა გახდა. სრულად ვართ მზად, მომხმარებელს იტალიური ბრენდის სტანდარტების შესაბამის შოურუმში მოვემსახუროთ და მაღალკვალიფიციური სერვისი შევთავაზოთ. ლეგენდარულ ბრენდთან თანამშრომლობა ახალი ისტორიის დასაწყისია როგორც თეგეტასთვის, ისე საქართველოს საავტომობილო ბაზრისათვის. ვფიქრობთ, ეს მოვლენა დადებითად აისახება, ცხადია, როგორც ჩვენი ჰოლდინგის, ისე ზოგადად ქვეყნის იმიჯზე“.
ფოტო: თეგეტა
ლეგენდარული ბრენდის პრეზენტაციას, ჯამში, 500-მდე სტუმარი დაესწრო. საგანგებოდ ღონისძიებისთვის ერთი დღით პავილიონი მოეწყო, სადაც ინტერაქციული ინსტალაციები ვიზუალური ხელოვნებითა და სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილი DJ სეტით შთამბეჭდავ ატმოსფეროს ქმნიდა. პავილიონიდან დამსწრეებმა საექსპოზიციო სივრცეში გადაინაცვლეს, სადაც მათ იტალიის დროშის ფერებში წარმოდგენილი Lamborghini-ს მოდელები დახვდათ. ამ ჟესტით კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ბრენდის სულისკვეთება.
ფოტო: თეგეტა
გახსნის ცერემონიის კულმინაცია იყო Lamborghini Temerario-ს დებიუტი საქართველოში - სუპერსპორტული ავტომობილი, რომელიც სრულყოფს ბრენდის ჰიბრიდული მოდელების ხაზს. ეს მოდელი ნამდვილად არის კატეგორიაში გამორჩეული ავტომობილი – „Fuoriclasse“, რომელიც თავისთავად ქმნის ახალ სტანდარტს. მისი 920-ცხენისძალიანი, ორ ტურბოზე მომუშავე V8 ჰიბრიდული ძრავის სისტემა უზრუნველყოფს გამორჩეულ სიმძლავრესა და კომფორტს შეუდარებელი მართვის გამოცდილებისთვის.
ავტომობილი სრულად შემუშავებულია Sant’Agata Bolognese-ში და მისი V8 ძრავა ერთადერთია სერიული წარმოების სპორტულ ავტომობილებს შორის, რომელსაც შეუძლია 10,000 ბრუნს მიაღწიოს წუთში. ტექნიკური მახასიათებლების გარდა, Temerario ასევე გამოირჩევა სალონის სივრცითა და კომფორტით, რაც უზრუნველყოფს მეტ ადგილს მგზავრებისა და ბარგისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა მანქანა თავის კლასში. ეს მოდელი ინჟინერიისა და დიზაინის ახალი მიღწევაა, რომელიც აერთიანებს მაღალ წარმადობას, ახალი თაობის აეროდინამიკურ სტანდარტებსა და ბრენდის დიზაინერულ იდენტობას.
ფოტო: თეგეტა
პეტრე წაქაძე, თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: "გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ თეგეტასა და Automobili Lamborghini-ს პარტნიორობა რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოა და ხაზს უსვამს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის მაღალ რეპუტაციას, არამედ საავტომობილო სექტორის განვითარებას ქვეყანაში, რომლის სათავეშიც უკვე წლებია სწორედ თეგეტა დგას.
ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია ამჯერად სუპერქარების მოყვარულები არიან, რომლებსაც მაღალი კლასის ავტომობილების ფართო სამოდელო რიგს შევთავაზებთ. ამასთან ერთად, როგორც ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები, ვიღებთ პასუხისმგებლობას მაღალი ხარისხის სრულ სერვისმომსახურებაზე. მზადება ამისათვის გასულ წელს დავიწყეთ. ჩვენმა გამოცდილმა მექანიკოსებმა ბრენდის სპეციფიკაციების დეტალურად შესასწავლად რამდენიმეთვიანი კურსები გაიარეს. ვფიქრობთ, შევძლებთ, ქართველ მომხმარებელს Lamborghini-სთვის დამახასიათებელი ემოციებით სავსე ახალი გამოცდილება შევთავაზოთ.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს — TBC WM-ს და Bridgestone-ს, გლობალურ ლიდერს საბურავების წარმოებასა და მდგრადი მობილობის გადაწყვეტილებებში, რომელიც ასევე Lamborghini-ს ოფიციალური პარტნიორია“.
ფოტო: თეგეტა
შოურუმი
Lamborghini-ს შოურუმი 300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და აგებულია ბრენდის გლობალური სტანდარტების შესაბამისად. მისი არქიტექტურა და დიზაინი Lamborghini-ს ესთეტიკასა და ფილოსოფიას ასახავს. თითოეული დეტალი, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი, და ყველა გამოყენებული მასალა, მათ შორის მაღალი ხარისხის ევროპული ავეჯი და ტექნიკური ინვენტარი, სრულად შეესაბამება Lamborghini-ს სტანდარტებს.
რაც შეეხება სერვისს, სადაც უშუალოდ Lamborghini-ს მიერ მომზადებული სპეციალისტები მუშაობენ, რვა სამუშაო სივრცისგან შედგება. ავტომომსახურების ნაწილი თანამედროვე დანადგარებითა და უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი.
Lamborghini-ს მოყვარულებს ექნებათ წვდომა შოურუმში განთავსებულ Ad Personam კონფიგურატორზე, რომლის საშუალებითაც შეძლებენ, თავად შეარჩიონ ფერები, მასალები, განსაზღვრონ სპეციფიკაციები და თავიანთ გემოვნებაზე მორგებული ავტომობილი შეიძინონ.
ფოტო: თეგეტ
Automobili Lamborghini-ს შესახებ
Automobili Lamborghini 1963 წელს დაარსდა Sant’Agata Bolognese-ში და დღემდე იტალიური ავტოწარმოების გლობალური სიმბოლოა. 60-წლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანიამ შექმნა საავტომობილო ინდუსტრიის რამდენიმე ლეგენდარული მოდელი და გახდა პირველი ბრენდი სუპერსპორტული ავტომობილების სეგმენტში, რომელმაც სრულად ჰიბრიდული მოდელების ხაზი შემოიტანა: Revuelto — V12 HPEV; Urus SE — პირველი plug-in ჰიბრიდული Super SUV; და Temerario — ერთადერთი სუპერსპორტული ავტომობილი, რომელსაც შეუძლია 10,000 ბრუნს მიაღწიოს წუთში, ორ ტურბოზე მომუშავე V8 ძრავით.
ამავდროულად, Lamborghini აგრძელებს მნიშვნელოვნად შემცირებულ ემისიებზე ორიენტირებულ განვითარებას. მისი საწარმო უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ნახშირბადნეიტრალურია და ეს ასახავს კომპანიის სტრატეგიას — “Direzione Cor Tauri”, რომელიც მიზნად ისახავს ღირებულებათა ჯაჭვის სრული დეკარბონიზაციას.
ყველა Lamborghini იქმნება და იწარმოება იტალიაში, ახალ ტექნოლოგიურ ქარხანაში, რომელიც წელიწადში 10,000-ზე მეტ ავტომობილს აწარმოებს და ლიდერია როგორც ინოვაციაში, ისე მდგრად განვითარებაში. კომპანია 3,000-მდე თანამშრომელს აერთიანებს და წარმოდგენილია 56 ქვეყანაში 185 დილერის მეშვეობით.
Automobili Lamborghini აგრძელებს საზღვრების გაფართოებას, თავისი ძირითადი ღირებულებების შენარჩუნებით: გაბედული, მოულოდნელი და ავთენტიკური.
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
კომენტარები