200-ზე მეტი მასწავლებელი და ლექტორი ნინო დათაშვილს სოლიდარობას უცხადებენ
200-ზე მეტი ლექტორი და მასწავლებელი 20 ივნისს დაკავებულ მასწავლებელსა და აქტივისტს, ნინო დათაშვილს სოლიდარობას უცხადებს. მათ ამის შესახებ განცხადება გაავრცელეს, სადაც მოითხოვენ, რომ მათ კოლეგას აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა ― პატიმრობა უფრო მსუბუქი ფორმით შეეცვალოს, ვინაიდან, მათი აზრით, პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
"20 ივნისს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა, ყოველგვარი პროცედურული ნორმების დარღვევით, ძალადობრივი ფორმით დააკავეს მასწავლებელი ნინო დათაშვილი.
ნინოს დაკავება მოჰყვა 9 ივნისს საქალაქო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს. მას ედავებიან საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სინამდვილეში, ნინო არავის დასხმია თავს. ის სასამართლოში უკანონო პატიმრების მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად იყო მისული. მას არ მისცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სასამართლოს მანდატურებმა ფიზიკური ძალის უხეში გამოყენებით, უკიდურესად დამამცირებლად და შეურაცხმყოფლად იმოქმედეს მის წინააღმდეგ – სცემეს და პირდაპირი მნიშვნელობით გაათრიეს სასამართლოს შენობიდან. ნინომ თავდაცვის მიზნით მოიქნია ხელი, რაც იყო სრულიად ბუნებრივი და ადეკვატური მოქმედება ამ სიტუაციაში. მანდატურების მხრიდან მსგავსი ძალადობა გამოვლინდა არა მხოლოდ ნინო დათაშვილის, არამედ ბევრი სხვა მოქალაქის მიმართაც, რის შედეგადაც არაერთმა მათგანმა სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებაც მიიღო.
ნინოს მიმართ სისხლის სამართლის ამ აბსურდული ბრალდების წარდგენის პირობებშიც კი, სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელია წინასწარი პატიმრობის გამოყენება. არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი ამისთვის არ არსებობს. ეს დადასტურდა კიდეც 21 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე, როცა პროკურორებმა ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ წარმოადგინეს და პატიმრობის მოთხოვნისას მხოლოდ ზოგადი, ჰიპოთეზური მოსაზრებებით შემოიფარგლნენ.
ნინო დათაშვილი არის ფილოლოგი, თეოლოგი, და ქართულისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. ის არის გამორჩეული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება, და ყოველთვის მზად არის საზოგადოებისთვის სასარგებლო და საჭირო აქტივობებში ჩაერთოს. მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, ნინო კანონმორჩილებით და საზოგადო სიკეთეზე ზრუნვით ცდილობს სხვებისთვის მაგალითის მიცემას. ნინო მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული, ის ამჟამადაც სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. ჰყავს ერთი შვილი, რომელიც ამჟამად აბიტურიენტია და მისთვის, როგორც დედისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს პერიოდი შვილის გვერდით გაატაროს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნინო დათაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კი მასწავლებლები მოვითხოვთ, ჩვენს კოლეგას, ნინო დათაშვილს, შეეცვალოს მის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა ― პატიმრობა, სხვა უფრო მსუბუქი ფორმით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, ჯეროვნად შეასრულოს მშობლისა და მასწავლებლის მოვალეობები. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, მასწავლებელთა პროფესიული საზოგადოების მხრიდან აღქმული იქნება ნინოს პოლიტიკურ დევნად, რადგან არსებულ ვითარებაში პატიმრობის გამოყენების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შემდგომში კი მოხდეს ამ ინციდენტის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, რის საფუძველზეც აღიძრა ეს აბსურდული სისხლის სამართლის საქმე. უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა ნინოს!," ― წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ხელმომწერების სია განახლებადია.
ცნობისთვის,აქტივისტი ნინო დათაშვილი "საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით" 20 ივნისს დააკავეს. აქტივისტს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები