საფრანგეთში 145 ადამიანს, მათ შორის თინეიჯერ გოგოებს, თავდამსხმელებმა შპრიცით ინექცია გაუკეთეს
ფოტო: POOL/AFP via Getty Images
საფრანგეთში ჩატარებული მუსიკის ეროვნული ფესტივალის 150-მდე დამსწრეს — რომელთაგან ბევრი თინეიჯერი გოგონაა — შაბათს თავდამსხმელებმა ინექცია გაუკეთეს. ოფიციალური პირების განცხადებით, ამ შემაშფოთებელ დანაშაულთან დაკავშირებით 12 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
ადგილობრივი და ეროვნული სამართალდამცავები იძიებენ ამ უჩვეულო თავდასხმების ტალღას, რომელშიც შპრიცებით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა უცნობი შემცველობის ნივთიერებები 145 ადამიანს შეუყვანეს სხეულში "Fêtes de la Musique"-ზე — მსოფლიო მუსიკის დღის ზეიმზე, რომელიც მთელი საფრანგეთის მასშტაბით იმართებოდა. რამდენიმე მსხვერპლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პირველი თავდასხმის შესახებ პოლიციას აცნობეს შაბათს, საღამოს 9:15 საათზე, ქალაქ მეცში, Rue du Palais-ზე, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში — ნათქვამია ქალაქის მერის, ფრანსუა გროსდიდიეს განცხადებაში.
Fête de la Musique-ს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ესწრება
ფოტო: Abdullah Firas/ABACA/Shutterstock
"ერთ-ერთი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, სამართალდამცავებმა მისი დაკავება ქუჩის სათვალთვალო კამერების მეშვეობით შეძლეს," — ამბობს გროსდიდიე.
"მუნიციპალურმა პოლიციამ ის Rue Serpenoise-ზე ამოიცნო, დააკავა და გადასცა ეროვნულ პოლიციას და იუსტიციის დეპარტამენტს," — დასძინა მან. "იმედი მაქვს, რომ გამოძიება, განსაკუთრებით მისი მობილური ტელეფონის გამოკვლევის მეშვეობით, გამოავლენს სხვა თავდამსხმელებსაც."
გროსდიდიეს თქმით, მეხანძრე-მაშველები სწრაფად რეაგირებდნენ თითოეულ შემთხვევაზე —სწორედ მათ გაგზავნეს შვიდი სასწრაფო დახმარების მანქანა და დაშავებულებისთვის დროებითი დახმარების პუნქტი მოაწყვეს Place d’Armes-ზე.
საფრანგეთის ოფიციალური პირები წლევანდელ Fêtes de la Musique-ზე უპრეცედენტო რაოდენობის დამსწრეებს ელოდნენ. ეს უფასო მუსიკალური ფესტივალი ყოველწლიურად იმართება ზაფხულის მზებუდობის დღეს.
ფოტო: AFP via Getty Images
ფესტივალი აერთიანებს როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ მუსიკოსებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში — მათ შორის პარკებსა და ქუჩებში — გამოდიან. ოფიციალური პირების შეფასებით, მხოლოდ მეცში კონცერტებს დაახლოებით 50,000 ადამიანი დაესწრო, ხოლო პარიზში "დაუჯერებელი რაოდენობის" ხალხი შეიკრიბა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 145-მა ადამიანმა განაცხადა, რომ შპრიცით ინექცია გაუკეთეს, ხოლო პარიზის პოლიცია დედაქალაქში 13 მსგავს შემთხვევას იძიებს.
Le Monde-ის ცნობით, ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, შეიცავდა თუ არა შპრიცები
ე.წ. "date-rape" ანუ პაემნებზე გაუპატიურების მიზეზით გამოყენებად ნარკოტიკებს, როგორებიცაა როჰიპნოლი ან GHB — ნივთიერებები, რომლებსაც სექსუალური მოძალადეები იყენებენ იმისთვის, რომ ქალები და გოგონები დაუცველები გახადონ.
კვირის მდგომარეობით, სულ მცირე სამმა ადამიანმა განაცხადა, რომ თავი შეუძლოდ იგრძნო მას შემდეგ, რაც შპრიცით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ინექცია გაუკეთეს.
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
კომენტარები