როდესაც თავს მარტოსულად ან სევდიანად ვგრძნობთ, ეს ჩვენს ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება. დიდი ხნის განმავლობაში მარტოობისა და სევდის შეგრძნებამ შეიძლება დამანგრეველი გავლენა იქონიოს არა მხოლოდ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ ფიზიკურზეც.

მეტიც, უახლესი კვლევის მიხედვით, მეცნიერები ამბობენ, რომ მარტოობისა და სევდის ხანგრძლივმა შეგრძნებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააჩქაროს ინდივიდის დაბერების პროცესი. კვლევა ჟურნალ Aging-US-ში გამოქვეყნდა.

მოლეკულურ დაზიანებებს დიდი წვლილი შეაქვთ დაბერებასთან დაკავშირებული სისუსტისა და სერიოზული დაავადებების განვითარებაში, ეს ხშირ შემთხვევაში დაჩქარებულ სიბერესაც იწვევს. თუმცა, ეს პროცესი შეიძლება გამოვლინდეს მანამ, სანამ მოვლენები დაიწყება.

მეცნიერებმა აშშ-სა და ჩინეთიდან, კომპანია Deep Longevity-თან ერთად, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების უფრო ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებაზე, გაზომეს სხვადასხვა ფაქტორების გავლენა დაბერების ტემპზე. ეს ფაქტორებია მარტოობა, მოუსვენარი ძილი და სევდა.

ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება

მკვლევრებმა შექმნეს დაბერების საათი, რომელიც ეყრდნობა 11 914 ზრდასრულს. ეს ადამიანის სისხლისა და ბიომეტრიულ მონაცემების ხარჯზე. შედეგები მოსალოდნელიც იყო და გასაკვირიც.

მწეველებს და მათ ვისაც ინსულტის, ღვიძლისა და ფილტვების დაავადებების ისტორია აქვთ დაბერების დაჩქარება აღენიშნებოდათ. ეს ნაწილი გასაკვირი არ არის. თუმცა, ადამიანებს, რომლებიც დაუცველ ფსიქიკურ მდგომარეობაში არიან, კიდევ უფრო აღენიშნებოდათ დაჩქარებული დაბერება.

"ფსიქიკური და ფსიქოსოციალური მდგომარეობები ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვნად აისახება. მეტიც, ეს პროცესები უფრო აჩქარებს დაბერების შედეგებს, ვიდრე მაგალითად მოწევა", — ამბობენ მკვლევრები სტენფორდის უნივერსიტეტიდან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.