რატომ არის მნიშნვნელოვანი: TBC ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკია საქართველოში, რომელსაც ასიათასობით მომხმარებელი ჰყავს.

  • ამ ეტაპზე მათი ნაწილი ვერ ახერხებს ბანკის სერვისებით სარგებლობას.

დეტალები: კერძოდ მომხმარებლები ვერ შედიან ონლაინ და მობაილ ბანკში.

  • ვერ ახერხებენ ტერმინალებზე თიბისის ბარათებით გადახდას და ბანკომატებიდან თანხის გამოტანას.
  • როგორც On.ge-ის TBC-ში განუცხადეს, შეფერხება დროებითია და მალე აღდგება.