ჩინური კომპანია, მზის ენერგიის უწყვეტად მისაღებად, კოსმოსში სატელიტეებს გზავნის
მზის ენერგიის მოწინავე ჩინურმა კომპანიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ აპირებს ორბიტაზე გაგზავნოს სატელიტეები, რომლებშიც 24/7-ზე აკუმულირებდა მზის ენერგია და დედამიწაზე გამოიგზავნება.
ბლუმბერგის მიხედვით, სიანში დაფუძნებული Longi Green Energy Technology Company-ის წინადადება ერთობ მომნუსხველია, რადგან მის სატელიტეებს მთელი დღე-ღამის განმავლობაში შეეძლებათ ენერგიის შეგროვება.
უნდა აღინიშნოს, რომ Longi არ არის პირველი კომპანია, რომელსაც კოსმოსური მზის პანელების იდეა გაუჩნდა. ჯერ კიდევ 2013 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა მოიპოვა გრანტი, რათა კოსმოსურ პანელებზე კვლევა ჩაეტარებინა. იაპონია, რუსეთი და ინდოეთიც მუშაობენ მსგავს პროექტებზე, თუმცა, როგორც ჩანს, ჩინეთი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც იდეა რეალობად აქცია.
ჩინეთი იყო ასევ პირველი ქვეყანა, რომელმაც კოსმოსური მზის პანელის გადაცემის წარმატებული მოდელი შექმნა. სიტიენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაიჭირეს მზის სხივი, გარდაქმნეს მიკროტალღურ სხივად და გაგზავნეს დედამიწაზე, მიმღებ სადგურში, რომელმაც მზის ენერგია ელექტრო ენერგიად გარდაქმნა.
თუ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდება — და აქ ძალიან დიდი "თუა" — მაშინ ამ პანელებს რევოლუციური მნიშვნელობა ექნებათ. ჩვენ, ფაქტობრივად, შესაძლებლობა გვექნება სრულად განახლებად ენერგიაზე გადავიდეთ.
კომენტარები