შალვა პაპუაშვილი

18 Sep. 2022, 00:09

ამ კვლევებთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და არა მხოლოდ პოლიტიკიდან, არამედ როგორც მოქალაქეს. ჩვენ გვახსოვს NDI-ის კვლევა 2012 წელს, როდესაც მათ თქვეს, რომ ქართულ ოცნებას მხარს უჭერდა 10% და რამდენიმე კვირაში აღმოჩნდა 55. საერთო ჯამში, თუ ამ კვლევებს დავაკვირდებით, არც პოლიტიკოსები ეყრდნობიან ამ კვლევებს, მოქალაქეებსაც თავისი სკეპტიციზმი აქვთ, ერთადერთი, რა შედეგიც მოაქვს ამ კვლევების გამოქვეყნებას, ეს არის კვლავ პოლარიზაციის გაღრმავება, ფრუსტრაციის გაღრმავება და დაბნეულობის გამოწვევა მოსახლეობაში. ვერც ვხვდები, რა მიზანი აქვს ამ კვლევებს.

ყოველ ჯერზე, როცა ეს კვლევები ქვეყნდება, ერთადერთი, რასაც ეს კვლევა იწვევს არის პოლარიზაციის გაღრმავება. მათ ადგილას დავფიქრდებოდი, ამ კვლევების ჩატარებას რამდენად აქვს აზრი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კვლევებს ნდობა არავის მხრიდან აღარ აქვს, სავალდებულო კომენტარების მიცემა გვიწევს და ერთი დღის ინფორმაციაა, რომელიც ისევ რადიკალიზაციას, პოლარიზაციას აღრმავებს, სხვა არანაირი გამოყენებითი დანიშნულება არ აქვს. ყოველ ჯერზე ცდებოდა და ვფიქრობ, დროა, თვითკრიტიკულად შეხედონ ამ პროცესს და დაფიქრდნენ, თავად ვნებს ამ მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ორგანიზაციის სანდოობას. ყოველ ჯერზე ეს კვლევა ცდება, მგონი, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანონ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…