Google-ის ინტერაქტიული საიტი, რომელიც სირიის კონფლიქტს თავიდან ბოლომდე გაგაცნობთ
სირიის 6 წლიანმა კონფლიქტმა მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. მსოფლიოს უამრავი კითხვა აწუხებს, რამდენი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ? როდის დაიწყო კონფლიქტი? რა ბედი ელით მიგრანტებს? და როგორ შეუძლიათ მათ დახმარება?
პასუხების გასაცემად, გაეროს მიგრანტთა სააგენტოსთან (UNCHR) ერთად, Google-მა ახალი საიტი შექმნა, სახელად Searching For Syria, სადაც ამომწურავი ინფორმაციაა იმ კითხვებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად წერენ გუგლის საძიებო სისტემაში.
როგორი იყო სირია ომამდე?
იმაზე უფრო ნაცნობი და ჩვეულებრივი, ვიდრე წარმოგვიდგენია.
არც ისე დიდი ხნის წინ, სირიაში, მშვიდობა სუფევდა. 2011 წელს დაწყებულ კონფლიქტამდე, სირია ძლიერი ქვეყანა იყო.
ქვეყანაში 22 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, მისი მოსახლეობის უმრავლესობა იმ კულტურის მიმდევარი იყო, რომლებიც მოწინავე იყო განვითარებული ქვეყნებშიც, მიჰყვებოდნენ თანამედროვე მოდას, უსმენდნენ უახლეს სიმღერებს და ა.შ.
2010 წელს, სირიაში Google-ის ტოპ სერჩი იყო:
- არაბეთის ვარსკვლავი;
- ბოდიბილდინგი;
- საზაფხულო მოდა;
- მაილი საირუსი.
რა ხდება სირიაში?
სირიაში თანამედროვე ეპოქის ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისია. 2011 წელს, მშვიდობიანი პროტესტით დაწყებული გამოსვლები, სასიკვდილო კონფლიქტში გადაიზარდა.
- სირიის ომი უკვე 6 წელი და 39 დღეა, რაც მიმდინარეობს.
- დაღუპულია და დაშავებულია 2 მილიონზე მეტი სირიელი.
- დაღუპულთა შორის, 24 ათასზე მეტი ბავშვია.
- სირიის მასშტაბით, ყოველი 4-დან 1 სკოლა დანგრეულია და მას თავშესაფრად იყენებენ.
- სირიის საავადმყოფოებიდან ნახევარზე მეტი აღარ ფუნქციონირებს.
- მილიონობით ჰექტარი მიწა განადგურებული და მიტოვებულია.
- საკვები პროდუქტების ფასი 900 პროცენტითაა გაზრდილი.
- სირიელების ნახევარზე მეტმა იძულებით დატოვა სახლი.
2016 წლისთვის, 5 მილიონზე მეტი სირიელი მიგრანტი გახდა
მსოფლიოში ყველაზე მეტი ლტოლვილი სირიელია.
თურქეთის საზღვარი 2000 და 2014 წლებში
მიტოვებული მანქანები თურქეთის საზღვართან: "თუ იღბლიანი იყავი, ჩანთის ჩალაგების დრო გქონდა, სხვა შემთხვევაში, უბრალოდ გარბოდი".
სირიელების უმრავლესობა განათლებულია.
100-დან ყოველ 18 სირიელს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, მაშინ, როდესაც იგივე ხარისხი 100-დან 11 ამერიკელს აქვს.
იუსრა მარდინი (Yusra Mardini) სირიელი მიგრანტია, რომელმაც 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე მიგრანტთა გუნდის სახელით იასპარეზა და ახლა ბერლინში ცხოვრობს.
- სირიელ მიგრანტთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან;
- სირიელი მიგრანტი ქალების და ბავშვების რაოდენობა 3,6 მილიონს აღწევს, კაცების - 1,3 მილიონს;
- მიგრანტთა მიღების კონვენციას 144-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი;
- იმ მიგრანტთა უმრავლესობამ, რომლებსაც უსაფრთხოდ ცხოვრების მეორე შანსი მიეცათ, წარმატებებს მიაღწიეს;
- თუმცა სირიელი მიგრანტების უმრავლესობის მომავალი ბუნდოვანია.
სად მიდიან სირიელი მიგრანტები?
ყველგან, სადაც უსაფრთხოდ იქნებიან.
ყველაზე მეტი სირიელი მიგრანტი ლიბანში, თურქეთში, იორდანიასა და ერაყშია.
ზაატარი - იორდანიაში არსებული მიგრანტთა ბანაკია, რომელიც 80 000 სირიელის მეორე სახლი გახდა
ზაატარში (Za'atar) გაიხსნა საცხობები, ცხოველთა და საქორწინო კაბების მაღაზიები;
როგორ შეგიძლია დაეხმარო სირიელ მიგრანტებს?
11,2 მილიონი სირიელი დღემდე უსახლკაროა. მათ დასახმარებლად 3 გზა არსებობს:
გააზიარო მათი ისტორია და ამცნო მსოფლიოს მათ შესახებ;
გადარიცხო თანხა გაეროს მიგრანტთა სააგენტოს (UNCHR) საიტზე მათი ცხოვრების შესამსუბუქებლად;
გაწევრიანდე UNCHR-ს კამპანიაში #WithRefugees (მიგრანტებთან) და გამოუცხადო მიგრანტებს მხარდაჭერა.
კომენტარები