ტარდიგრადებს წყლის გარეშე არსებობა ათწლეულების განმავლობაში შეუძლიათ — კვლევა
ტარდიგრადები, ასევე ცნობილი როგორც წყლის დათვები, ვიცით, რომ ძალიან მძიმე პირობებსაც უძლებენ. თუმცა, ახლა ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევა გვეუბნება, რომ ტარდიგრადებს შეუძლიათ გადარჩენა მაშინაც კი, როცა დეჰიდრატირებული არიან.
ეს ნიშნავს, რომ მათ წყლის გარეშე ცხოვრება შეუძლიათ.
კვლევა PLOS Biology-ში 6 სექტემბერს გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს გელის პროტეინები, რომლებსაც ტარდიგრადები წარმოქმნიან დეჰიდრატაციის შედეგად. კვლევამ აჩვენა, თუ როგორ იყენებენ ტარდიგრადები დნმ-ს და ფლუორესცენტულ ფარებს სხვადასხვა სახის გამოსხივებისგან თავის დასაცავად.
"მიუხედავად იმისა, რომ წყალი აუცილებელია ყველა სიცოცხლის ფორმისთვის, რაც ვიცით, როგორც ჩანს, ტარდიგრადს შეუძლია მის გარეშე ცხოვრება ათწლეულების განმავლობაში. მთელი იდეა ისაა, თუ როგორ უმკლავდებიან მათი უჯრედები ამ სტრესს დეჰიდრატაციის პროცესში. ითვლება, რომ როდესაც წყალი ტოვებს უჯრედს, გარკვეული სახის ცილა უნდა დაეხმაროს უჯრედს შეინარჩუნოს ფუნქციონირება და თავიდან აიცილოს დაშლა", — თქვა ასოცირებულმა პროფესორმა ტაკეკაზუ კუნიედამ ტოკიოს უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტიდან.
როგორაა ეს შესაძლებელი?
დეჰიდრაციისას CAHS ცილები მოქმედებას იწყებენ. ასეთ დროს ისინი წარმოქმნიან ძაფებს, რომლებიც გელის მსგავსია. პროცესის შექცევადობის გამო, ძაფები თანდათან ქრება, როდესაც ტარდიგრადული უჯრედები რეჰიდრატირებულია ისეთი სიჩქარით, რომელიც უჯრედებს ზედმეტად არ ტვირთავს. საინტერესოა, რომ ცილები აგრძელებდნენ მუშაობას იგივენაირად, ტარდიგრადული უჯრედებიდან ამოღების შემდეგაც კი.
"იმის გაგება, თუ როგორ იქცევიან CAHS ცილები მწერებისა და ადამიანის უჯრედებში, წარმოადგენდა საინტერესო გამოწვევას", — თქვა წამყვანმა ავტორმა აკიჰირო ტანაკამ.
"იმ გარემოს გამოკვლევა, რომელშიც სხვა ვერცერთი სიცოცხლის ფორმა ვერ გადარჩებოდა ძალიან საინტერესოა. ყველაფერი რაც შეეხება ტარდიგრადებს, გასაოცარია", — ამბობენ მკვლევრები.
ამ არსებების გამოკვლევა მნიშვნელოვანია და მათგან მეცნიერებას ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლია.
კომენტარები