მეცნიერებმა "ატომური ტელევიზორი" გამოიგონეს — ნახეთ, როგორ მუშაობს ის
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს "ატომური ტელევიზორი", რომელიც ლაზერისა და ატომის ღრუბლების მეშვეობით კრეფს ვიდეოსიგნალების გადაცემებს, რომლებიც 480i რეზოლუციის სტანდარტებს აკმაყოფილებს. გუნდმა ასევე მოახერხა ატომების მეშვეობით მონიტორზე live ვიდეოებისა და ვიდეო თამაშების გადაცემა.
რატომ არის ეს ძალიან მაგარი?
ატომზე დაფუძნებული საკომუნიკაციო სისტემა ფიზიკურად შედარებით პატარაა და ტრადიციულ ელექტრულ მოწყობილობებთან შედარებით ნაკლებად ხმაურიანია.ამ სიახლისთვის ვიდეოსისტემების დამატებით რადიოსისტემების მუშაობა გაუმჯობესდება დაშორებულ ადგილებსა და საგანგებო სიტუაციებში.
მინის კონტეინერი, რომელშიც რუბიდიუმის აირადი ატომები ორი ფერადი ლაზერის სხივით იყო აღგზნებული — რაც ცნობილია როგორც რაიდბერგის მდგომარეობა — ამ ტექნოლოგიის საფუძველია. რაიდბერგის მდგომარეობაში ატომებს ძალიან დიდი ენერგია აქვთ, რაც იწვევს ელექტრონების მოძრაობას ბირთვისგან მეტად დაშორებულ მანძილზე. ეს ატომს მეტად დიდსა და ელექტრომაგნიტური ველისადმი, მათ შორის, რადიო სიგნალებისადმი, სენსიტიურს ხდის.
"ჩვენ დავადგინეთ, თუ როგორ უნდა მივიღოთ და გავუშვათ ვიდეოები რაიდბერგის ატომის სენსორების მეშვეობით", — თქვა კრის ჰოლოვეიმა, ელექტრულმა ინჟინერმა. "ახლა ჩვენ ატომების მეშვეობით ვიდეო თამაშების გაშვება შეგვიძლია. ჩვენ ფაქტობრივად ვიდეო თამაშები სიგნალზე დავშიფრეთ და ატომებით ის აღმოვაჩინეთ. შედეგი კი პირდაპირ ტელევიზორში გამოჩდნა."
კვლევა AVS Quantum Science-ში გამოქვეყნდა.
როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია?
მინის კონტეინერზე ორი სხვადასხვა ფერის ლაზერი მიმართეს, რათა რუბიდიუმის აირადი ატომები რაიდბერგის მდგომარეობაში გადაეყვანათ.
რადიომიმღების მოსამზადებლად მინის კონტეინერისკენ სტაბილურად მიმართავენ გადამტან სიგნალს (სიგნალი, რომელზეც ხდება სხვა სიგნალის მოდულაცია მისი გადაცემის მიზნით). ეს სიგნალი მოდულირდება ვიდეო კამერიდან ან სხვა წყაროდან შემომავალი სიგნალის მეშვეობით. შემდეგ მოდულირებული სიგნალი რუპორული ანტენით (დამოუკიდებლად მომუშავე ან როგორც სხვა ანტენის, მაგ. სარკიანის, პარაბოლურის და მისთ. შემომსხივარი) გადაეცემა ატომებს, რაც ენერგიის ცვლილებას იწვევს. მეცნიერთა გუნდს შეუძლია, დაადგინოს ენერგიის ეს ცვლილებები და დააინტერპრეტიროს როგორც გამომავალი სიგნალი, რომელიც ანალოგურ-ციფრული გარდამქმნელით (ანალოგური სიგნალების ციფრულ სიგნალებად გარდამქმნელი მოწყობილობა) VGA ფორმატში გადადის და საბოლოო ჯამში ტელევიზორის ეკრანზე ჩნდება.
კიდევ წლებია საჭირო, რათა ატომური ტელევიზორი ჩვენს სახლში აღმოჩდნეს, თუმცა იმ მიგნებებსა და ცოდნას, რომელიც მეცნიერებმა ამ გამოგონებაზე მუშაობისას შეიძინეს, სამომავლოდ სწრაფი ინტერნეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გამოყენება ექნება.
კომენტარები