მეცნიერებმა გამოიგონეს ჭკვიანი მატერია, რომელსაც "ფიქრი" შეუძლია
აშშ-ის საჰაერო ძალებისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 1938 წლის კვლევაზე დაყრდნობით მექანიკურად დამუშავებული ინფორმაცია ჩანერგეს მატერიაში, რომელსაც "ფიქრი" შეუძლია.
"ჩვენ შევქმენით პირველი ნიმუში ჭკვიანი მატერიისა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ფიქრიც, შეგრძნებაც და მექანიკურ სტიმულზე საპასუხოდ ავტომატური მოქმედებაც", — ამბობს რიან ჰარნე, პენსილვანიის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის პროფესორი.
რბილი პოლიმერის მატერია მოქმედებაში ტვინს ჰბაძავს — იღებს ინფორმაციის ციფრულ მწკვრივს, რომელსაც შემდეგ ამუშავებს, რათა ინფორმაციის ახალი მწკვრივი შექმნას, რომელსაც რეაქციების კონტროლი შეუძლია.
კვლევითმა გუნდმა აღმოაჩინა, რომ კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომი "თითქმის ყველა მატერია" შეიძლება, ინტეგრალურ სქემად გადავაქციოთ, რომელსაც გამოთვლითი ოპერაციების შესრულება შეეძლება.
ადამიანის ტვინისმაგგვარი მატერია
ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება, ადამიანის ტვინს შევადარაოთ, ეფუძნება ინტეგრალურ სქემას, რომელიც, როგორც წესი, ინფორმაციის გადამუშავებისთვის სილიკონის ნახევარგამტარებს ეყრდნობა.
მსგავსი სქემით მატერია იჭერს გარე სტიმულს, ელექტრულ ინფორმაციად აქცევს, რომელსაც შემდეგ ამუშავებს, რათა საპასუხო სიგნალი წარმოქმნას.
ამ მატერიას ბევრი გამოყენება ექნება, მათ შორის, ბიოჰიბრიდულ მატერიებში, რომლებიც ჰაერში გავრცელებული ინფექციების აღმოჩენას, დაჭერასა და განადგურებას შეძლებენ.
ახლა მეცნიერები ამ მატერიის გაუმჯობესებაზე მუშაობენ, რათა მან ფიზიკური სიგნალების მსგავსად ვიზუალური მონაცემებიც გაანალიზოს.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები