ფინანსური აპლიკაციები და ფინტექ რევოლუცია — ძირითადი მოთამაშეები და პერსპექტივები
ჩვენ ფინანსური აპლიკაციების ერაში ვცხოვრობთ და ყოველდღე ვაწყდებით საინტერესო ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს ფინანსური და ტექნოლოგიური სექტორის გაერთიანება ახალი პროდუქტის ჩამოყალიბებას, რომლიც ცვლის ცხოვრების სტილს.
ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, ეს გიჟური ისტორია კი ამას ადასტურებს. ნეიტი, დაიბადა და გაიზარდა სავანაში, ჯორჯიის უნივერსიტეტში სასწავლებლად კი ატლანტაში მოუწია გადასვლა 2009 წელს. მისი ოჯახი არ იყო მდიდარი და მას მძიმე შრომა მოუწია სწავლის საფასურის გადასახდელად. მაგრამ რაც არ უნდა ეცადა, მისი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა. ამავე პერიოდში მისი ახალი მეგობარი კრისტიანი ფინანსური აპლიკაციის შექმნაზე ფიქრობდა. იდეების გაერთიანებით და კოდგარეშე (NCDPs) პლატფორმის გამოყენებით მათ შექმნეს Qoins, რომელიც დღეს ბაზარზე ორ მილიონზე მეტი ღირს და მრავალ მომხმარებელს ეხმარება ფულის დაზოგვაში. პროტოტიპის შექმნა სულ რაღაც ერთ კვირაში მოხერხდა და სტრატაპმა Google-ის ყურადღებაც მალე მიიპყრო.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფინტექმა გრძელი გზა გაიარა და როცა ფინანსურ აპლიკაციებზე ვსაუბრობთ რთულია არ გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს უკანასკნელი. მარტვიად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს ფინანსებისა და ტექნოლოგიების გაერთიანებას. ეს არის ბიზნეს მოდელი, რომელიც ფინანსური სერვისების ავტომატიზაციით ქმნის სარგებელს. კარგი ამბავია ის, რომ ისტორიამ შემოგვინახა საინტერესო ვერსიები, თუ როდის დაიწყო ფინანსური რევოლუცია. ჯოვანი კასელიმ პირველი პანტელეგრაფი 1860 იან წლებში გამოიგონა, სწორედ ეს ითვლება პირველი დისტანციური ტრანზაქციების საწყისად. მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელი იყო ბანკის დადასტურებული ხელმოწერების ტელეგრაფული კოდირებით გადაცემა.
შორეული წარსულიდან 2015 წელს დავბრუნდეთ, როდესაც ინტერნეტ კომერციის გიგანტმა კომპანიამ Alibaba-მ "smile to pay" კამპანია წარადგინა. ფუნქცია შესაძლებლობას იძლევა, სმარტფონისა და თქვენი ღიმილის საშუალებით გადახდა დაადასტუროთ. მსგავსმა ინოვაციურმა გადაწყვეტილებებმა ხელი შეუწყო ფინანსური აპლიკაციების სფეროს, გამხდარიყო სწრაფად მზარდი სექტორი და ფინტექის სახელით დაემკვიდრებინა თავი. ფინანსური სერვის ინდუსტრიაში, როგორც წესი, რთულია სანდო სახელის მოპოვება, მაგრამ ერთხელ მოპოვებული ლოიალურობა მომხმარებელთან ხშირად მთელი ცხოვრება გრძელდება.
ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა შექმნა ახალი ფინტექ კონკურენცია. თუ ჩვენ იძულებული ვიქნებით ავირჩიოთ ერთი ტენდენცია ფინანსურ სექტორში, რომელიც დაჩქარდა COVID-19 ის დროს, ეს არის გადახდების დიგიტალიზაცია. ვარაუდობენ, რომ ციფრულმა გადახდება 5+ წლით წინ წაიწია, როგორც B2C, ასევე B2B სფეროში. მომხმარებლებისთვის ნაღდი ფულით გადახდა იქცა ანტისანიტარიად და ზოგიერთ შემთხვევაში, შეუძლებელ მისიადაც კი.
მომხმარებელს ციფრულ სამყაროში ყოფნა უყვარს, სწორედ ამიტომ ტრადიციულ ბანკებს ადაპტაცია მოუწიათ მომხმარებლის შესანარჩუნებლად.
ერთად გადავხედოთ ფინანსური აპლიკაციების ბიზნეს მოდელებს, რომლებმაც ამ ინდუსტრიაში დროთა განმავლობაში ჩამოაყალიბეს ასპარეზი.
ციფრული საფულე და გადახდის სფერო
Paypal — ფინანსურ სექტორში ლიდერი მულტინაციონალური კომპანია. ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს 200 მეტ ქვეყანაში სთავაზობს მომხმარებლებს და მისი გუნდი მოტივირებულია შემდეგი დევიზით — "ფინანსური დემოკრატია".
Block, Inc. — ყოფილი Square, რომელმაც დაფუძნების დღიდან მიიპყრო მცირე და საშუალო ბიზნესის ყურადღება თავისი გადაწყვეტილებებით. აპლიკაციამ ფინანსურ გადახდებთან ერთად, მომხმარებელს ინოვაციური მოწყობილობები შესთავაზა, რაც ამარტივებს ტრანზაქციებს.
Stripe — აპლიკაციის ინფრასტრუქტურა დეველოპერების დიდ მოწონებას იმსახურებს, სწორედ ამიტომ მის ეკოსისტემას Salesforce და Facebook-იც კი იყენებენ. კომპანია თავისი პროდუქტით დამწყებ ბიზნესს უმარტივებს ოპერირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღავრგარეთ.
მობილური ბანკინგი და ნეო ბანკინგის სფერო
Chime — კომპანიის მიზანია სრული კონკურენცია გაუწიოს ტრადიციულ ბანკს, მისი ყველა ოპერაცია ციფრულ გადახდებზეა დაფუძნებული და ხშირ შემთხვევაში, საკომისიოს გარეშე. Chime-ს არცერთი ფიზიკური ოფისი არ გააჩნია.
Current — აპლიკაცია მომავლის ბანკინგის მიმდევარია და აქტიურად სთავაზობს ციფრული ტრანზაქციების გადაწყვეტილებებს. კოვიდ პანდემიის დროს კომპანიას ბევრი მომხმარებელი შეემატა და ინვესტორების ყურადღებაც მიიქცია.
Varo — პრემიუმ ბანკინგის გადაწყვეტილებები კომპანიის მთავარი მისიაა, აპლიკაცია გვთავაზობს ფულის განკარგვის უფრო ჭკვიანურ გზებს.
ინვესტივიების სფერო
Robinhood — აპლიკაცია, რომელმაც სააქციო ბაზარი ყველასთვის ხელშესახები გახადა. მიუხედავად სიძნელეებისა, ბოლო პერიოდში კომპანია მაინც აგრძელებს განვითარებას, ინოვაციური ბროკერული სისტემით.
Acorns — ინოვაციური საინვესტიციო გარემო, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ავტომატურად მართოთ ჩადებული თანხა დაბალი საპროცენტო განაკვეთით.
Stash Financial — პლატფორმა გრძელვადიან მომგებიან ინვესტიციებს სთავაზობს მომხმარებელს. Stash-ის აპლიკაცია პიონერი იყო რეგიონში, პერსონალური ფინანსებისა და მომავლის ბანკინგის გადაწყვეტილებებით.
კრიპტო საფულე და ბანკინგის სფერო
Coinbase — პირველივე დღიდან მიყვება კრიპტოვალუტისა და ფინანსური სფეროს განვითარებას. აპლკიაცია შესაძლებლობას იძლევა განვათავსოთ მრავალი კრიპტოვალუტა ერთ ციფრულ საფულეში.
BlockFi — კრიპტო ინვესტიციის სფერო ისევე, როგორც ციფრული იდენტობის სფერო ყოველდღიურად მზარდია. პლატფორმა თანამედროვე გამოწვევებს ციფრული გადაწყვეტილებებით პასუხობს.
Binance — ციფრული ბლოკჩეინ ეკოსისტემის ლიდერი კომპანია. მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებით ფინანსურ სექტორში, აპლკიცაიმ შეძლო სანდო ოპერატორის სახელი მოეპოვებინა.
ძირითადი სექტორის გამოყოფის შემდეგ, არ უნდა გამოგვრჩეს ისეთი ინოვაციური ფინანსური აპლიკაციების მოდელი, როგორიცაა იყიდე ახლა გადაიხადე მოგვიანებით (buy now pay later) ფორმატი, რომელიც საქართველოს ბაზარზე ჯერ ცალკეული აპლიკაციის დონეზე არ გამოჩენილა, მაგრამ პოტენციალი ნამდვილად აქვს. ფუნქციონალის ინტეგრაცია ნებისმიერ ინტერნეტ კომერციის საიტზე შესაძლებელია და მერჩანტს შესაძლებლობას აძლევს გაყიდვები გაზარდოს. მსოფლიო ბაზრის ლიდერები ამ სექტორში Affirm და Klarna არიან. პროდუქტის ძირითადი უპირატესობა უპროცენტო თანხის გადანაწილებაა და ეს ყველაფერი ერთი კლიქით აპლიკაციიდან.
ფუნქცია ჯერჯერობით არ ჩაშვებულა, თუმცა "იყიდე ახლა გადაიხადე მოგვიანებით" მოდელის კუთხით ნაბიჯებს დგამს საქართველოს ბანკი, რომელიც ახალი გადახდის მეთოდის — "ნაწილ-ნაწილ" ამოქმედებას აპირებს.
ასევე იხილეთ: გადახდა ნაწილ-ნაწილ — ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის ახალ პროდუქტზე უნდა იცოდე
როგორც იტყვიან, გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახე. თუ რამდენიმე წლის წინ შემეკითხებიდით ფინანსური ბაზრის შესახებ გიპასუხებდით, სექტორის დიდი მოთამაშეები ხელს უწყობენ სტარტაპებს განვითარებაში, მაგრამ დღევანდელი აქტივობა ტოვებს შეგრძნებას, რომ ქართული ფინტექ რეალობა მოსაწყენი გახდა. სწორედ ამიტომ რამდენიმე პროდუქტიულ ფუნქციას განვიხილავ.
საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმა გალტ & თაგარტის ინტეგრაციით
პლატფორმაზე სატესტო ანგარიში გაშვების პირველი დღიდან გავხსენი, ინტერფეისი უხეში მაგრამ საკმაოდ მარტივი მოსახმარია. დამალული გადასახადების გარეშე, შესაძლებელია გიგანტი კომპანიების აქციების მფლობელები გახდეთ. მიუხედავად ბოლო პერიოდში სტოკ მარკეტის არასტაბილური მდგომარეობისა, გრძელვადიანი პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია.
თიბისი ბანკის გადახდების აპლიკაცია TBC Pay
შეგიძლიათ საწინააღმდეგოში დამარწმუნოთ, მაგრამ TBC Pay ზე მარტივი და სწრაფი აპლიკაცია App Store & iTunes და PlayStationStore-ზე ქარდების შესაძენად ქართულ ბაზარზე ნაკლებ იძებნება. აპლიკაციის ამ ფუნქციამ ჩემ ირგვლივი ბევრის ყურადღება მიიპყრო.
Payze — მულტიფუნქციური გადახდების პლატფორმა
გადახდის მიღების ეს საშუალება მომხმარებლისთვის მეგობრული დიზაინით და დეველოპერებზე გათვლილი ფუნქციონალით გამოირჩევა. სტარტაპმა შექმნის დღიდან უამრავ წარმატებას მიაღწია და ბევრის ყურადღება მიიპყრო. საქართველოში და მსოფლიო მასშტაბით მოქმედი მცირე ბიზნესის გადახდების გაციფრულება Payze-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ასევე იხილეთ: "ონლაინ გადახდებში ყველაზე საინტერესო მეთოდი შემოვიტანეთ" — Payze
რა იქნება შემდეგ?
ერთ რამეში დარწმუნებულები შეიძლება ვიყოთ, ფინანსური აპლიკაციების აღმასვლა მხოლოდ დასაწყისია და ღია და მოქნილი ბანკინგი უფრო გახსნილი გახდება მომხმარებლებისთვის. ნეო ბანკინგის სისტემა საერთო სურათს შემოგვთავაზებს ჩვენი ყოველი დანახარჯის და გვირჩევს, როგორ ვმართოთ საფულე. ციფრული საფულეების მომხმარებლების დამუშავებული მონაცემები ფასდაუდებელ ცოდნას წარმოადგენს პროდუქტის განვითარებისას. კვლევა აჩვენებს, რომ ფინანსური სექტორი 200 მილიონამდე ხარჯავს IT სისტემის რეორგანიზაციაზე და არა პროდუქტის განვითარებაზე. სხვა მხრივ კი პატარა ბიზნესი დიდ გადაწყვეტილებებს მოითხოვს ტრადიციული ფინანსური ინსტიტუციისგან.
კომენტარები