ტრამპი: ჩემსავით უსამართლოდ არც ერთ პოლიტიკოსს არ მოქცევიან
ფოტო: Chad Batka / The New York Times
"არც ერთ პოლიტიკოსს არ მოქცევიან იმაზე უსამართლოდ და იმაზე ცუდად, ვიდრე მე", - განაცხადა დონალდ ტრამპმა კონექტიკუტში 17 მაისს.
ამერიკის პრეზიდენტი ახალ ლონდონში ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიას გუშინ ესტუმრა, 2017 წლის სასწავლო კურსის გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო, კადეტებს სიტყვით მიმართა და დიპლომები გადასცა. პრეზიდენტს მისი პოლიტიკის მომხრეები და მოწინააღმდეგეები აქციებით და ხმამაღალი შეძახილებით დახვდნენ.
"ცხოვრებაში ყველაფერი სამართლიანად არ ხდება და თანდათან ამას მიხვდებით. ზოგჯერ ისეთი რამაც შეგემთხვევათ, რასაც არ იმსახურებთ, მაგრამ არ უნდა დანებდეთ, უკან არ დაიხიოთ, იბრძოლოთ და ყველაფერი გამოსწორდება. ამის მაგალითად კი მე შემომხედეთ, ხედავთ, როგორ მექცევიან, განსაკუთრებით კი მედია. მე ვარ ისტორიაში პირველი პოლიტიკოსი, რომელსაც ამდენად უსამართლოდ და ასე ცუდად ექცევიან. არ მისცეთ კრიტიკოსებსა და მოწინააღმდეგეებს უფლება, რომ თქვენს ოცნებებს წინ აღუდგნენ", - მიმართა პრეზიდენტმა კადეტებს.
ტრამპის თქმით, "რეკლამა უფრო ძლიერს გხდის" და ის თავად ამის საუკეთესო მაგალითია, რადგან არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.
"არ უნდა შეწყვიტოთ იმის კეთება, რაც იცით, რომ სწორია. რაც უფრო სამართლიანია თქვენი ბრძოლა, მით უფრო დიდია წინააღმდეგობა. მე არ გავმხდარვარ პრეზიდენტი იმისთვის, რომ ვემსახურო ვაშინგტონის მედიას, მე ამირჩიეს ხალხის სამსახურისთვის და სწორედ ამას ვაპირებ, არ შევწყვეტ თქვენთვის და ამერიკელი ხალხისთვის ბრძოლას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს კი თავის მოახლოებულ პირველ ოფიციალურ საერთაშორისო ვიზიტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეულ ქვეყანაში მის სტუმრობას სხვადასხვა მიზანი ექნება:
"მე გავაძლიერებ მეგობრობას არსებულ პარტნიორებთან და მოვძებნი ახალ მოკავშირეებს, ისეთებს, რომლებიც დაგვეხმარებიან და არა ისეთებს, რომლებიც მხოლოდ ჩვენგან იღებენ სარგებელს; ჩვენი დახმარებისთვის კი ისინი საფასურს გადაიხდიან, ამას ბევრი არაა მიჩვეული, მაგრამ ამასთან შეგუება მოუწევთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საუდის არაბეთში ის მუსლიმ ლიდერებს დაელაპარაკება და ექსტრემიზმის დამარცხებისა და მშვიდობიანი მომავლის შექმნის გზებზე იმსჯელებს; ესტუმრება ამერიკის ერთგულ მოკავშირე ისრაელსაც, ვატიკანში რომის პაპთან ქრისტიანული სწავლების როლზე ისაუბრებს, დიდი შვიდეულის და ნატოს სამიტებზე კი უსაფრთხოების გაძლიერებაზე.
ინაუგურაციის შემდეგ ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო კონექტიკუტში. არჩევის შემდეგ კი მეორე გამოსაშვები ცერემონია, რომელზეც მან სიტყვა წარმოთქვა.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები