თითქოს კლიმატის ცვლილების შედეგები უკვე საკმარისად დამღუპველი არ იყოს, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის პათოგენური დაავადებების ნახევარზე მეტი შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს და ეს სათბურის გაზებით გამოწვეული კლიმატის ცვლილებების გამო.

ახალ კვლევაში, რომელიც ამ კვირაში ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა რამდენიმე ათწლეულის ღირებულების სამეცნიერო ნაშრომები. ეს ნაშრომები პირდაპირ დოკუმენტირებდნენ ადამიანის პათოგენებს, რომლებიც გავლენას ახდენდნენ კონკრეტულ დროსა და ადგილას.

სწორედ აქედან მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ 1006 კავშირი ადამიანის პათოგენებსა და ათ კლიმატთან დაკავშირებულ საშიშროებას შორის, რომლებიც მერყეობს სიცხის ტალღებიდან ძლიერ ნალექებამდე.

მათ აღმოაჩინეს, რომ დაავადების 58 პროცენტი — 375-დან 218 — კლიმატის ცვლილებით გამწვავდა.

ეს ნამდვილად არ არის კარგი ამბავი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში ისედაც ბევრი დაავადება მძვინვარებს და პანდემიებმაც იმატა.

ასევე: შემდეგი პოდკასტი: გლობალური დათბობა — როგორ იცვლება კლიმატი

ავტორები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების უნარი, გავლენა მოახდინოს დაავადებებზე, დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ის აქამდე არასოდეს განუსაზღვრავთ რაოდენობრივად. ახლა კი მისი ფაქტობრივი ვრცელი რუკა მივიღეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია 100 პროცენტით დარწმუნებული ვიყოთ კლიმატის ცვლილებასა და დაავადების გავრცელებას შორის ზუსტი მიზეზობრივი კავშირების შესახებ, მკვლევრებმა აჩვენეს ოთხი ძირითადი გზა, თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ადამიანის პათოგენებზე. ეს კი შეჯამებულია The Conversation-ის სტატიაში.

პირველი ორი გზა აღწერს კლიმატის საშიშროების ტენდენციას პათოგენებსა და ადამიანებს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტთან დაკავშირებით. მაგალითად, წვიმის ცვალებადობა კოღოებს ადამიანის პოპულაციებისკენ უბიძგებს, ხოლო სიცხის ტალღები აიძულებს ადამიანებს წყლებთან ახლოს გადასახლდნენ, სადაც მეტი წყლის დაავადებებია.

მესამე გზა უთითებს, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება უშუალოდ გააძლიეროს თავად პათოგენები. და ბოლოს, კვლევა ადგენს, თუ როგორ ასუსტებს კლიმატის ცვლილება ადამიანის ორგანიზმს, რაც პათოგენებთან ბრძოლის უნარის შემცირებაში აისახება.

"რამდენიმე დაავადების დაძლევა შესაძლებელია, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ 58%-ზე, ეს ძალიან დიდი ციფრებია და საშიშია! დაავადებების ასეთ გამძაფრებასთან გამკლავება მომავლის მედიცინასაც ძალიან გაუჭირდება", — ამბობენ კვლევის ავტორები.

ფაქტი სახეზეა, კლიმატის ცვლილება შესაჩერებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოწვევები გაიზრდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.