სალომე ზურაბიშვილი

20 Jul. 2022, 14:18

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უახლოესი მომავლისთვის არის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუკი ჩვენ შევასრულებთ იმ მთავარ რეკომენდაციებს, რასაც ვეძახით 12 პუნქტს, რომელზედაც უნდა დაიწყოს მუშაობა. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი და როგორ უნდა შესრულდეს ზოგი ნაწილი ამ პუნქტების. 

უნდა დაიწყოს პარლამენტში და მე ამისთვის მოვაწერე ხელი იმ განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რამეთუ ჩვენ როცა გვაქვს 6 თვე, სრულიად გაუგებარია და მემგონი გაუგებარია ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, რომ ჩვენ არ დავიწყოთ ახლავე მუშაობა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით, კომიტეტებზე, ანუ ან პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში და, ასევე, ხელისუფლების, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში. ყველგან უნდა ვიმუშაოთ და ყველამ უნდა ყველგან იმუშაოს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს

რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გამო სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით…