ჰუბერტ ქნირში

14 Jul. 2022, 14:41

საქართველოში პოლიტიკური პარტიები, პირველ რიგში, ერთ რამეს არიან მიჩვეული, კერძოდ, ერთმანეთის წინააღმდეგ დაუნდობლად ბრძოლას. ამ ქცევას თავისი ახსნა აქვს — ეს არის საქართველოში სხვადასხვა მთავრობის ისტორიისა და ხელისუფლების ცვლილებათა ისტორიის შედეგი. ამასობაში პოლარიზაციის ხარისხი არა მხოლოდ ესთეტიკურად მიუღებელია, არამედ, ასევე, ხელს უშლის იმ არსებითი საკითხების მოგვარებას, რომლებიც პოლიტიკის წინაშე დგას. ამიტომ ევროკავშირს აქ სურს დაინახოს ძირეული ცვლილებები. არ ვიცი, იპოვის თუ არა თითოეული პოლიტიკოსი, თითოეული პარტია თავის თავში ძალასა და გამბედაობას, ქვემოთ ჩამოვიდეს საკუთარი სვანური კოშკიდან. იმედი მაქვს, ისინი მკაფიოდ გრძნობენ, რომ ამის სურვილი არა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან მოდის, არამედ საქართველოს მოსახლეობიდან, რომელსაც რეალური პრობლემები აქვს.

როდესაც საქმე ეხება თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას, უმრავლესობის პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. თუმცა ოპოზიციაც ვერ გაექცევა თავის პასუხისმგებლობას. თუ მას სურს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან მეტად დაახლოება, მაშინ მან უნდა გადალახოს თავისი უნდობლობა და "ოცნებასთან" შევიდეს დიალოგში გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზების მოძიების მიზნით. ზოგიერთმა პარტიამ უკვე გამოხატა ეს კონსტრუქციული ნება. [ინტერპრესნიუსის თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ