რას ნიშნავს ემანუელ მაკრონის გამარჯვება ევროპის მომავლისთვის?
ფოტო: Reuters
საფრანგეთის არჩევნებში ემანუელ მაკრონის გამარჯვებამ, ევროპასა და ამერიკაში იმედი მისცა მათ, ვინც პოპულისტების და ულტრა-ნაციონალისტების წარმატების გათვალისწინებით, შეშფოთებით აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას.
39 წლის ემანუელ მაკრონი ნაპოლეონ ბონაპარტის შემდეგ საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია. საკუთარი ახალი პოლიტიკური მოძრაობით და საფრანგეთის ტრადიციული პარტიების გვერდის ავლით, მან მოახერხა წარმატებისთვის მიეღწია. მაკრონმა პოპულისტი პარტია "ეროვნული ფრონტის" ლიდერი, მარინ ლე პენი, არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა.
ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც ისაუბრეს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის და ევროპის მომავლისთვის მაკრონის გამარჯვებას. შეხვედრაზე რომელიც "ევროპაში ლიბერალიზმის მომავალს" შეეხებოდა, ამერიკელი დიპლომატები და საერთაშორისო მიმომხილველები საუბრობდნენ.
თუ ის ამას შეძლებს, ეს იქნება იმის მაგალითი, რომ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ღია საზოგადოების და გახსნილობის იდეის წინ წამოწევით მიაღწიონ წარმატებას.
"მაკრონმა ღია და დანარჩენი ევროპისთვის გახსნილი საფრანგეთის იდეით გაიმარჯვა. მისი გამარჯვება ბევრ რამეს უკავშირდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მან ღია საფრანგეთის იდეა არ უარყო, პირიქით ამაზე გაამახვილა ყურადღება და წარმატებას მიაღწია. ახლა, რა თქმა უნდა კითხვა მდგომარეობს იმაში, მოახერხებს თუ არა ის დაპირებების შესრულებას და ხალხის უკმაყოფილების მთავარი მიზეზების მოგვარებას, უმუშევრობის, იმიგრაციის, ვაჭრობის და ეკონომიკური დაღმასვლის ჩათვლით. თუ ის ამას შეძლებს, ეს იქნება იმის მაგალითი, რომ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ღია საზოგადოების და გახსნილობის პლატფორმის იდეის წინ წამოწევით მიაღწიონ წარმატებას”, - ამბობს ენტონი ბლინკენი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე.
საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს, რომლის მთავარი გამოწვევა დაპირებების შესრულებაა, ევროპული ერთიანობის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა.
დაპირისპირებით სავსე საარჩევნო კამპანიის შემდეგ, სადაც ერთმანეთს ნაციონალიზმი და ევროპის იდეა დაუპირისპირდა, მაკრონმა მოახერხა ამ უკანასკნელის გადარჩენა. ვაშინგტონში მიმომხილველები საუბრობენ იმაზე, რომ მაკრონის პოლიტიკური პლატფორმა პასუხია უკანასკნელ პერიოდში პოპულისტების წარმატებაზე, რაც ბრექსითის - ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების და აშშ-ის არჩევნების შემთხვევაში ვიხილეთ. მაკრონის ახალი მოძრაობა და შეხედულებები მაგალითია სხვა ლიდერებისთვის ევროპაში და მის მიღმა.
„ვფიქრობ, მისი გამარჯვებით ევროპის პროექტი განახლდება. მას კამპანიის განმავლობაში, ძალიან მკვეთრად ეჭირა პრო-ევროპული პოზიცია და პირველად დიდი ხნის მანძილზე, ჩვენ ვიხილეთ საჯარო ენთუზიაზმი ევროპისადმი და ეს მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ, მე ვფიქრობ, ის შეძლებს რეფორმების გატარებას, რომელიც საფრანგეთს სჭირდება ფრანკო-გერმანული თანამშრომლობის განსამტკიცებლად. საფრანგეთის და გერმანიის თანამშრომლობა ევროკავშირის პროექტისთვის სასიცოცხლოა“, - განაცხადა ამერიკის ხმასთან საუბარში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის უფროსმა მკვლევარმა, კატრინ ფიშმა.
საფრანგეთის არჩევნებამდე 36 საათით ადრე, მაკრონის საარჩევნო შტაბის ელექტრონული მიმოწერა გავრცელდა, რომელსაც რუსეთის ქმედებებს უკავშირებენ. კამპანიის განმავლობაში, რუსეთი - მედიის, კიბერ-შეტევების და მაკრონის ოპონენტის დაფინანსების მეშვეობით შეეცადა ამერიკის მსგავსად, საფრანგეთშიც მოეხდინა გავლენა საარჩევნო პროცესებზე, თუმცა შედეგებმა კრემლს იმედები გაუცრუა. ამერიკელი დიპლომატის და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის დენიელ ფრიდის თქმით, ეს არ იქნება რუსეთის ბოლო მცდელობა.
ამერიკა და ევროპა, მართალია ნელი ტემპით, თუმცა ახერხებს მობილიზაციას, რომ ეფექტურად გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას. ამის ახსნა ქართველისთვის საჭირო არაა, თქვენ დიდი ხანია ამას უპირისპირდებით.
„რუსეთმა უკვე რამდენჯერმე სცადა დასავლურ არჩევნებში ჩარევა. მათ შორის აშშ-ის და საფრანგეთის არჩევნებში. მე ვფიქრობ, რუსეთი არ გაჩერდება მანამ, ვიდრე მის ქმედებებს პასუხი და წინააღმდეგობა არ შეხვდება. დღეს, ამერიკა და ევროპა, მართალია ნელი ტემპით, თუმცა ახერხებს მობილიზაციას, რომ ეფექტურად გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას. ამის ახსნა ქართველისთვის საჭირო არაა, თქვენ დიდი ხანია ამას უპირისპირდებით“, - ამბობს დენიელ ფრიდი, ევროპის და ევრაზიის საკითხებში ამერიკის ყოფილი დიპლომატი.
საფრანგეთში მიღწეული წარმატების შემდეგ, ერთიანი ევროპული პროექტის ქომაგების ყურადღება ახლა გერმანიისკენ არის მიპყრობილი, სადაც სექტემბრში ეროვნული არჩევნები გაიმართება. ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დაატოვების შემდეგ ევროკავშირის და ევროპის მომავალს ფრანკო-გერმანული ტანდემი განსაზღვრავს.
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები