მასთან თანამშრომლობით ვამაყობთ — Warner Bros.-მა როულინგს მხარი დაუჭირა
ფოტო: Tolga Akmen
ჰარი პოტერის ფილმების შემქმნელმა კინოსტუდია Warner Bros.-მა წიგნების ავტორი ჯოან როულინგი დაიცვა, მას შემდეგ, რაც კომპანიის სახელით მოქმედმა პირმა მედიას განუცხადა, რომ ისინი მწერალთან დაკავშირებულნი არ არიან.
კინოსტუდიამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც სააგენტო Sky News-სა და კომპანიის სახელით მოქმედ პირს შორის მცირე უთანხმოება მოხდა. ჟურნალისტმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე პოტერიადის ვარსკვლავს, ტომ ფელტონს, როულინგთან დაკავშირებული შეკითხვა დაუსვა, თუმცა, საუბარში მესამე პირი ჩაერია.
ფელტონი, რომელმაც ფილმებში დრაკო მალფოი განასახიერა, ლონდონში შექმნილი ჰარი პოტერის ატრაქციონის ტურში მონაწილეობდა. მსახიობს Sky News-მა ჰკითხა, რას ფიქრობდა მსგავსი ღონისძიებებიდან წიგნების ავტორის დისტანცირებაზე.
"თქვენ და ფილმების სხვა ვარსკვლავები კვლავ წარმოადგენთ ფრენჩაიზის სახე. თქვენ გესაუბრებით და თქვენ გისმენთ... ჯოანმა კი რაღაცნაირად უკან ჩაიჩოჩა. უცნაური არაა, რომ იგი მსგავს ღონისძიებებში არ მონაწილეობს?", — ჰკითხა ფელტონს ჟურნალისტმა.
ამ დროს, მას საუბარი Warner Bros.-ის სახელით მოქმედმა პირმა გააწყვეტინა, რომელიც საგანგებოდ ღონისძიებაზე ხალხთან და მედიასთან ურთიერთობისთვის დაიქირავეს. მან ჟურნალისტს მომდევნო კითხვის დასმისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, Sky News-მა პირის დამსაქმებელ კომპანიას მოსთხოვა, აეხსნათ, რატომ შეაწყვეტინეს ინტერვიუ ჟურნალისტს. PR-სააგენტომ მეილით დაბრუნებულ პასუხში ახსნა, რომ "ჯოან როულინგი აღარაა დაკავშირებული Warner-თან ან ტომ ფელტონთან", ამიტომ მათმა წარმომადგენელმა შეკითხვა არარელევანტურად მიიჩნია.
ამის საპასუხოდ Warner Bros.-მა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ როულინგთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებთ.
"Warner Bros.-ს ბოლო 20 წლის განმავლობაში შემოქმედებითი და პროდუქტიული თანამშრომლობა აქვს ჯოან როულინგთან. ის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთხრობელია და ვამაყობთ, რომ მისი ხედვა, პერსონაჟები და ამბები ეკრანზე ჩვენ გავაცოცხლეთ. ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში მედია სააგენტო ამის საწინააღმდეგოს ირწმუნებოდა. ეს განცხადება მთლიანად არასწორი იყო და Warner Bros. წუხს, რომ ის ღონისძიების ნაწილად იქცა", — აცხადებს კინოსტუდია.
რა ხდება როულინგის თავს
ფოტო: Getty Images
იმის მიუხედავად, რომ ჰარი პოტერი წლების შემდეგაც რჩება ფანების საყვარელ ისტორიად, ბოლო წლებში საგის ავტორი, ჯოან როულინგი, კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ გაეხვა. მიზეზი დიდწილად მისი შეხედულებები გახდა — მწერალი ბევრჯერ დაადანაშაულეს ტრანსფობიაში.
თავდაპირველად, ამის საფუძველი მკვლევარ მაია ფორსტეიტერის დაცვა გახდა. ეს უკანასკნელი სამსახურიდან ტრანსფობიური განცხადების — "კაცებს ქალად გახდომა არ შეუძლიათ" — გამო დაითხოვეს. მოგვიანებით, როულინგმა ტვიტერზე დაწერა, რომ "ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ, შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა". შემდეგ, მწერალი თავის დეტექტიურ რომანში ბოროტმოქმედად "ქალად გადაცმული კაცის" გამოყვანისთვის გააკრიტიკეს.
კრიტიკამ კი სხვადასხვაგვარი ფორმა მიიღო — ტიკტოკის მომხმარებლები ჰარი პოტერის წიგნებსაც კი წვავდნენ. რამდენიმე თვის წინ როულინგმა ტვიტერზე ასევე დაწერა, რომ თავისი სახლის მისამართი "სამმა აქტივისტმა" გაასაჯაროვა. ეს ფაქტი სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ და შოტლანდიის პოლიციამ აღკვეთეს, თუმცა, მწერლის თქმით, მან სიკვდილის მუქარებიც კი მიიღო.
მწერლისადმი "მიმართული სიძულვილის ტალღა" არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის, ჯადოსნური არსებების მსახიობმა ედი რედმეინმა დაგმო.
რამდენიმე თვის წინ როულინგმა ტვიტერზე სტატიაა გააზიარა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "პოლიცია კაცის გენიტალიების მქონე გამაუპატიურებელს ქალად აღნიშნავს, თუკი თავდამსხმელი საკუთარ თავს ქალად აიდენტიფიცირებს".
"ომი მშვიდობაა. თავისუფლება ტყვეობაა. უგუნურება ძალაა. პენისიანი ინდივიდი, რომელმაც გაგაუპატიურა, ქალია", — დაწერა მწერალმა ტვიტში.
სხვათა შორის, როულინგი არ მიუწვევიათ ჰარი პოტერის 20 წლის საიუბილეო გადაცემაში. საათნახევრიან სპეცეპიზოდში პოტერიადის შემქმნელი ჯამში წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში, არქივიდან ამოღებული კადრებით აჩვენეს. მწერალთან გასამიჯნად ქვიდიჩის მსოფლიო ასოციაციებმაც გადაწყვიტეს სახელის შეცვლა. ავტორი რამდენიმე თვის წინ ანტისემიტიზმშიც დაადანაშაულეს.
აღსანიშნავია, რომ როულინგმა — მსოფლიოში პირველმა მწერალმა, რომელმაც წერით მილიარდი დოლარი გამოიმუშავა — თავისი დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით რამდენიმე თვის წინ უკრაინის ომის დროს დაზარალებული ბავშვებისა და ბავშვთა სახლების დახმარება გადაწყვიტა.
ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
კომენტარები