ნორვეგიის დედაქალაქში, ქვიარ ბარში სროლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დეტალები: ნორვეგიის პოლიცია აცხადებს, რომ ადგილობრივი დროით 01:14 საათზე არაერთი შეტყობინება შევიდა სროლასთან დაკავშირებით, თავდამსხმელი კი დააკავეს.

  • მათივე ცნობით, სროლაში ბრალდებულს თან 2 იარაღი ჰქონდა.
  • საავადმყოფოში მყოფი 8 ადამიანიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პოლიცია ოსლოში მომხდარ თავდასხმას შესაძლო ტერორისტულ აქტად განიხილავს.

კონტექსტი: სროლა Oslo Pride-ის წინა დღეს იყო, აღლუმის ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ ღონისძიება პოლიციის რჩევით გააუქმეს.

  • ასევე, გაუქმდა პრაიდთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება.