Sophie Villy - Planet A
ფოტო: VOA
ნიუ-იორკში, Rokwood music hall-ში ახალი, მესამე ალბომის პრეზენტაცია გამართა ქართველმა მუსიკოსმა Sophie Villy-იმ, რომელმაც მუსიკალური მოღვაწეობა უკრაინაში დაიწყო.
ალბომის პრემიერას, რომელსაც Planet A ჰქვია, ქართველი იმიგრანტები, უკრაინელები და ამერიკელები დაესწრნენ. დაგეგმილია კიდევ ერთი კონცერტი ნიუ-იორკში, რომელიც ქვინსში გაიმართება და ბოსტონში, რომელიც 24 მაისს შედგება. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
"რატომ Planet A რომ მეკითხებიან, აქამდე სიტყვებით ვერ გამოვხატავდი, არ ვიცოდი რა მეთქვა, ახლა კი ვიცი, რადგან არ არსებობს Planet B. როცა რაღაც ან ვიღაც ძალიან გიყვარს ის არის ერთი და სხვა უკვე აღარ არსებობს" - ამბობს Sophie Villy.
ასე რომ შეყვარებული ხარ?
კი და სწორედ აქედან წამოვიდა ინსპირაცია. ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ცხოვრებაში. რომ შეუყვარდებათ და გადავარდებიან ხოლმე გრძნობებში და საქმე აღარ ახსოვთ, ასე არ ვარ, ჩემთან პირიქით ხდება.
მუსიკალურ კარიერაში, რიგით მესამე ალბომი მის ცხოვრებაში დაწყებულ სიყვარულის ისტორიასთან ერთად შეიქმნა. სულ 11 სიმღერა შევიდა, მათ შორის მუსიკოს ნიკა მაჩაიძესთან თანამშრომლობით ჩაწერილი სიმღერა Swim On, რომელზეც კლიპი გადაიღო.
ამერიკაში პირველად 2012 წელს ჩამოვიდა, წარმატებებიც სწორედ აქედან იწყება. მისი სიმღერები, რომლის კომპოზიტორი და ტექსტის ავტორიც თავად არის, კალიფორნიის რადიოსადგურ KCRW-ის ეთერში უკვე წლებია ტრიალებს. კომპანია BMI მისი სიმღერების იურიდიულ რეგულაციას ახდენს და როგორც ავტორი და შემსრულებელი ყოველთვიურად რადიოში ან სხვა მედიაში გამოყენებული მისი სიმღერების შესახებ მონაცემებს და შემოსავალს ღებულობს.
სიმღერა CONNECTED ჟურნალ GUARDIAN-ის პერსპექტიული ჰიტების ექვსეულში მოხვდა.
სოფი მუდმივად ღებულობს მონაწილეობას ამერიკის სხვადასხვა როკ-ფესტივალებში. მაგალითად 2013 წელს ლოს-ანჯელესში ტომ ვეიტსის გიტარისტ, ომარ ტორესთან ერთად გამოვიდა სცენაზე. მას ქართველი მეუღლე ჰყავს. სოფი ვილი ფესტივალის დროს მათთან გაჩერდა სახლში. იმავე წელს, ბრუკლინში გამართულ კონცერტზე კი მისი დრამერი ლანა დელ რეის დრამერი რაიან ბოომი იყო.
Sophie Villy-ს არ ჰყავს არც პროდიუსერი და არც მენეჯერი. შეერთებულ შტატებში ამ ეტაპზე მიღწეულ წარმატებების შესახებ ამბობს, რომ ეს ყველაფერი "ნელ-ნელა დაიქოქა":
"შარშანწინ 2015 წელს, Texas -ში, "South by Southwest", ფესტივალზე ჩავედი, რომელშიც მუსიკის და კინოს სფეროს წარმომადგენლები არიან ყოველთვის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ იქ დავუკარი. ორი მსხვილი ხმის ჩამწერი სტუდიიდან მოვიდნენ ჩემთან. A&R -თან დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკება. დიდ ლეიბლზე მოხვედრა არ არის მარტივი, ბაზა გჭირდება, აქ უნდა იყო უფრო ხშირად და აუდიტორია გყავდეს. "იუთუბში" ნახვას ადევნებენ თვალს, მათი მოთხოვნაა მილიონ მეტზე ნახვა. რთული სამუშაოა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ერთ დღეს ლეიბლი თვითონ გადაწყვეტს ჩემთან თანამშრომლობას. შენც არ უნდა იჯდე გულხედაკრეფილი, რაღაც უნდა აკეთო და ეს არის მუსიკა, რომელსაც ვაკეთებ".
ამერიკაში გადმოსვლას და ცხოვრებას არ აპირებს. ამბობს, რომ რთულია მისთვის მეგობრების და ახლობლების გარეშე დიდ ხანს ყოფნა. ეს უკვე გამოსცადა უკრაინაში, სადაც 6 წელი იცხოვრა, თუმცა ამბობს, რომ შემოქმედებითი თვალსაზრისით ნიუ-იორკი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია.
"ხანდახან მეტორში ვწერ ხოლმე სიმღერას, ან როდესაც ვსეირნობ. სადაც მოდის მუსიკა, მაშინვე უნდა დავწერო, თორემ მერე აღარ გაგახსენდება. დაკვრის პროცესშიც დამიწერია, ვთქვათ გიტარის რაღაცა ეფექტი შეიძლება იყოს - ან კლავიშმა ან სინთეზატორის ბგერამ დამაწერინოს, ან ქუჩაში წავიმღერო. აქ სულ მუსიკაა და სწორედ ის არის, რაც გიჩენს ნაპერწკალს. კი რუტინულია, დიდი ხანი გჭირდება გზაში, მატარებლებში გადაჯდომა- გადმოჯდომა, ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ, მაგრამ გრძნობ, რომ სიცოცხლეა, რაც თბილისში ალბათ ნაკლებად იგრძნობა. მხოლოდ ზაფხულში, როცა ბევრი ტურისტი ჩამოდის ხოლმე" - ამბობს მუსიკოსი.
Sophie Villy-იმ მუსიკალური განხრით განათლება მუსიკალურ ათწლედში მიიღო, სადაც ფორტეპიანოზე მხოლოდ ოთხი წელი იარა. გიტარაზე დაკვრა მამისგან ისწავლა. სოფი სპეციალობით ტურიზმის მენეჯერია და უხარია, რომ საქართველოში ელექტრონული მუსიკა ისე განვითარდა, რომ ქართველი დიჯეების მოსასმენად ევროპული ქვეყნებიდან სპეციალურად ჩადიან. თუმცა ამბობს, რომ თითქმის არ არსებობს სივრცე ცოცხალი შესრულებისთვის:
"ლაივ მუსიკისთვის შემშლელი ფაქტორები ნამდვილად არსებობს თბილისში. არ არის კლუბები. აქ არის უამრავი კლუბი თუნდაც შეკრიბო 100 კაცი. კარგი იქნება, ისეთივე აქტივობა იყოს ლაივ მუსიკის განხრით, როგორც ელექტრონული მუსიკის განხრით ხდება, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. საქართველოში ბევრი ნიჭიერი მუსიკოსია, რომელიც ხელს იქნევს, რადგან არ იცის სად დაუკრავს".
თვითონ გახსენი, რატომ ელოდები სხვას.
კარგია აზრია. კარგი აზრია.
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
კომენტარები