სიგარეტის კვამლი კანს შეხებითაც აზიანებს — კვლევა
საყოველთაოდ ცნობილია, რომ შესუნთქული სიგარეტის კვამლი, მიუხედავად იმისა, თავად ეწევით თუ უბრალოდ თქვენს გვერდით ეწევიან, საზიანოა ჯანმრთელობისთვის. იგივე შეიძლება ითქვას კანის შემთხვევაშიც.
თუმცა, როგორც ჩანს, ნიკოტინის გავლენა ჩვენს კანზე შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე გვეგონა. UC Riverside-ის ბიოლოგთა ჯგუფის აზრით, კანცეროგენული ნივთიერება არ არის აუცილებელი, რომ მოხვდეს თქვენს ფილტვებში. ის ამის გარეშეც გამოიწვევს დაზიანებას.
მეტიც, სიგარეტის კვამლი მხოლოდ მოწევისას არ არის მავნებელი და ის კვალს 24 საათის განმავლობაში ტოვებს. კვლევის მიხედვით, ნიკოტინით დატვირთულ ნარჩენებთან შეხებითაც კი ზიანდება კანი და ეს ნარჩენები სწორედ რომ 24 საათის განმავლობაშია მავნებელი. იგივე შეიძლება ითქვა ელექტრონულ სიგარეტებზეც. კვლევა ჟურნალ Atmosphere-ში გამოქვეყნდა.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ნიკოტინთან კანის კონტაქტმა შეიძლება შეაფერხოს ჭრილობების შეხორცება, გაზარდოს კანის ინფექციებისადმი მიდრეკილება იმუნური პასუხის დაქვეითების გამო და გამოიწვიოს კანის უჯრედებში ოქსიდაციური სტრესი", — თქვა ჯოვანი პოზეულოსმა, UC Riverside-ის კურსდამთავრებულმა და კვლევის მონაწილემ.
კვლევა კონკრეტულად ფოკუსირებული იყო THS-ის საშიშროებაზე. ეს მოიცავდა კვამლის არაუშუალოდ მიღებას და იგულისხმება მისი მიმაგრება ზედაპირზე.
იმის შესასწავლად, თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ნიკოტინის ზემოქმედებამ ადამიანის კანზე, მეცნიერებმა კანის ეპიდერმისის 3D მოდელი დაუქვემდებარეს ნიკოტინის ზემოქმედებას 24 საათის განმავლობაში. საუბარია ნიკოტინით დაბინძურებულ გარემოზე. და აი ისიც, მხოლოდ ერთი დღის ზემოქმედებამაც გამოიწვია უჯრედების დაზიანება.
არის კარგი ამბავიც: მოკლევადიანი შეხება სავარაუდოდ, არ გამოიწვევს რაიმე ხანგრძლივ ეფექტს. ეს იმიტომ, რომ ჩვენი კანი ბუნებრივად აღმდგენია და შეუძლია გამოჯანმრთელდეს THS-თან შეხვედრის შემდეგ. თუმცა, ხშირ და გრძელვადიან შეხებასთან კანს გამკლავება უჭირს.
მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ მცირეწლოვანი ბავშვები, ან ადრე არსებული კანის პრობლემების მქონე ზრდასრულები, რომლებიც ხშირად ხვდებიან ნიკოტინის მიმართ მეგობრულ გარემოში, განსაკუთრებით დაუცველები არიან საფრთხის მიმართ. ასეთმა გარემომ შეიძლება გამოიწვიოს კანის ქრონიკული დაავადება.
რაც აღსანიშნავია, კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრონულ სიგარეტებსაც იგივე ეფექტი აქვთ. ეს მაშინ, როდესაც მათი პოპულარობა სულ უფრო იზრდება, გამოყენებით კი თითქმის ყველგან იყენებენ. ამის პარალელურად რეგულატორები თითქოს პროცესს ჩამორჩნენ და არ იციან თუ როგორ დაარეგულირონ ისინი. მსგავსი კვლევები ამ მხრივაც მნიშვნელოვანია.
კომენტარები