აღმოაჩინეს გენეტიკური მუტაცია, რომელმაც ძაღლები ადამიანებთან დაამეგობრა
მეცნიერები ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ იმის გაგებას, თუ რა ხდის ძაღლს ადამიანის მეგობრად. ირკვევა, რომ ამაში აქამდე შეუსწავლელი გენეტიკური მუტაციაა "დამნაშავე". სწორედ მის ხარჯზე ისწავლეს ძაღლებმა ადამიანის სოციალური უნარები.
იაპონიის აზაბუს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევა ჟურნალ Nature-ში. კვლევაში ნათქვამია, რომ უძველესი ძაღლების ჯიშები აჩვენებდნენ ნაკლებ მიდრეკილებას ადამიანებისკენ, როცა ცდილობდნენ თავსატეხების ამოხსნას. რაც აღსანიშნავია, იგივეს ვერ ვიტყვით ახალ ჯიშებზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გენეტიკური მუტაცია მოხდა და შემდეგ ის გავრცელდა, როდესაც ადამიანებმა გამოიყვანეს ძაღლები მათი სოციალური უნარებისა და საჭიროებებისთვის. მეტიც, ეს პროცესი ახლაც გრძელდება და რაც ახალ ჯიშთან გვაქვს საქმე, მით უფრო მიდრეკილია ის ადამიანის მიმართ.
"მგლებს ძაღლებთან იგივე წინაპრები ჰყავთ. ისინი კი ვიცით, რომ ადამიანებთან მეგობრობის სურვილს დიდად არ ავლენენ. ბუნებრივია, გენეტიკური ცვლილებები მოშინაურების დროს უნდა დაწყებულიყო", — წერენ კვლევის ავტორები.
ადამიანების განვითარებასთან ერთად ძაღლებიც ვითარდებოდნენ. დროთა განმავლობაში ჩვენ შერჩევით გამოვავლინეთ ძაღლების ის უნარი, რომელიც ჩვენს გაგებაზეა პასუხისმგებელი. კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, თუ რამდენად დიდი გავლენა გვქონდა ძაღლების ბიოლოგიაზე ბოლო 10 000 წლის განმავლობაში.
"მოშინაურება გულისხმობს ისეთი თვისებების შერჩევას, რომლებიც ფუნდამენტურად ცვლის ველურ სახეობებს, რათა უფრო სასარგებლო გახდეს ადამიანისთვის", — წერენ მკვლევრები.
კვლევა თანხვედრაშია 2019 წლის ამბავთან, რის მიხედვითაც ძაღლებმა დროთა განმავლობაში განავითარეს შუბლის კუნთები და "უცოდველი" თვალები, რათა უკეთ გადმოსცენ თავიანთი სიმპათია თქვენს მიმართ. და მეტიც, ამით ისინი ჩვენს სადილზე გვეუბნებიან, ჩვენც გვინდა, ცოტა გვაჭამეთო.
"ჩვენ ვართ ერთადერთი სახეობა, რომელმაც მოაშინაურა სხვა სახეობა. თუმცა, არ ვიქნებოდით ის, ვინც ახლა ვართ, რომ არა ძაღლები. ეს ერთობლივი ურთიერთქმედებაა", — განუცხადა ანატომიის პროფესორმა Milwaukee Journal Sentinel-ს მაშინ.
ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმის, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ დედამიწაზე, ახდენს გავლენას ყველაფერზე. საბოლოოდ ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს. და ნამდვილად, ამჯერად სწორად მოვიქეცით, როდესაც მგლებთან დამეგობრება გადავწყვიტეთ.
კომენტარები