ივანიშვილზე, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს, როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენტი, გვეუბნებიან, რომ ცუდი კაცია — კალაძე
ფოტო: ქართული ოცნება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელზე, რომელიც "უამრავ კარგ საქმეს აკეთებს, როგორც ქველმოქმედი და მეცენატი", ევროპარლამენტი ამბობს, რომ "ცუდი კაცია". მისი თქმით, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, არ ეთანხმება.
"ძალიან სამწუხაროა ეს განცხადებები და ის, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო. ასევე, მოვისმინეთ, ადამიანი, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენატი — მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, ჯარისთვის NATO-ს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სკოლების რეაბილიტაცია — ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ის ცუდი კაცია და უნდა დაისაჯოს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, პირადად მე არ ვეთანხმები", — ამბობს კალაძე.
მისი განცხადებით, ის რაც მოისმინეს და ნახეს, რეზოლუციის სახით, "აბსოლუტურად სამარცხვინო იყო". მისი თქმით, რეზოლუცია ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა იყო.
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 218 იყო.
8 ივნისს ევროპარლამენტში ამ საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულად შეაფასეს და შეშფოთება გამოხატეს მთავრობის დამოკიდებულებებზე, რაც რეზოლუციაში დაწვრილებით აისახა.
ტექსტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას და მის კრემლთან ურთიერთობას ეხება. რეზოლუცია საქართველოს მთავრობას ზოგადი პრინციპებისა და მოვალეობების დაცვისკენ მოუწოდებს, ამასთანავე მასში განხილულია კონკრეტული საკითხები, რაზეც ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს, როგორიცაა 5 ივლისის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები.
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების განცხადებაში კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზეა საუბარი, საქართველო მოლდოვასა და უკრაინისგან გამიჯნულად არის ნახსენები და აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმუშავოს.
-
პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა
გადახედვა
-
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
გადახედვა
-
"თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს. არის მცირედი უკეთესობა" — მესაყდრე შიო პატრიარქის მდგომარეობაზე "თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს. არის მცირედი უკეთესობა" — მესაყდრე შიო პატრიარქის მდგომარეობაზე
გადახედვა
-
"ვითარება რთულია, იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე მისი გულის მუშაობის შესანარჩუნებლად" — ექიმი ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "ვითარება რთულია, იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე მისი გულის მუშაობის შესანარჩუნებლად" — ექიმი ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
გადახედვა
-
ილია II-ის მოსანახულებლად კავკასიის მედიცინის ცენტრში ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ ილია II-ის მოსანახულებლად კავკასიის მედიცინის ცენტრში ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ
გადახედვა
-
ევროსაბჭოს "ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ" მარიამ ძიძარიასა და ტვ "კავკასიას" საქმეებზე განგაშის სიგნალები ჩართო ევროსაბჭოს "ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ" მარიამ ძიძარიასა და ტვ "კავკასიას" საქმეებზე განგაშის სიგნალები ჩართო
გადახედვა
-
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ელემენტის გადაყლაპვის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ელემენტის გადაყლაპვის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
გადახედვა
-
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
GRAS 2026 — თეგეტა გრინ პლანეტისა და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა GRAS 2026 — თეგეტა გრინ პლანეტისა და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
-
"მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი" — დონალდ ტრამპი კუბის "გათავისუფლებაზე" საუბრობს "მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი" — დონალდ ტრამპი კუბის "გათავისუფლებაზე" საუბრობს
გადახედვა
-
აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს უჩვეულო პლანეტა, რომელიც დედამიწისგან 35 სინათლის წლით არის დაშორებული აღმოაჩინეს უჩვეულო პლანეტა, რომელიც დედამიწისგან 35 სინათლის წლით არის დაშორებული
გადახედვა
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
გეკა გელაძე: ფანჯრის ერთ-ერთი მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება გეკა გელაძე: ფანჯრის ერთ-ერთი მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება
გადახედვა
-
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია
-
მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული — "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი "ქართული ოცნების" კრიტიკას პასუხობს მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული — "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი "ქართული ოცნების" კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება "წამის" განმარტება შეიცვალოს ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება "წამის" განმარტება შეიცვალოს
გადახედვა
-
ზრუნვით სავსე აქსესუარები ბრენდ ბებიასგან ზრუნვით სავსე აქსესუარები ბრენდ ბებიასგან
-
როგორ გახდა ინტერნეტში მოდის ბოლო სიტყვა ნაგვის პარკი — წითელ ხალიჩაზე დაწყებული ტრენდი როგორ გახდა ინტერნეტში მოდის ბოლო სიტყვა ნაგვის პარკი — წითელ ხალიჩაზე დაწყებული ტრენდი
გადახედვა
-
ბაზისბანკისა და თოჯინების თეატრების გაერთიანების პარტნიორობა გრძელდება ბაზისბანკისა და თოჯინების თეატრების გაერთიანების პარტნიორობა გრძელდება
-
პეტერ ფიშერი: ვწუხვარ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პეტერ ფიშერი: ვწუხვარ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო
გადახედვა
კომენტარები