გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს:
"მსურს გულითადად მოგილოცოთ საფრანგეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში".
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღევანდელი არჩევანით ფრანგმა ხალხმა დაადასტურა სწრაფვა კეთილდღეობისა და შემდგომი განვითარებისათვის:
"ეს არის არჩევანი ძლიერი საფრანგეთისა და ძლიერი ევროპის მხარდასაჭერად, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ევროპული ოჯახის მომავლისათვის. თანამედროვე, სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში სწორედ საფრანგეთი წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ სიმბოლოსა და საყრდენს. მჯერა, რომ თქვენი პრეზიდენტობა კიდევ უფრო წარმოაჩენს და გააძლიერებს ამ უმნიშვნელოვანეს და საპატიო მისიას.
ჩვენს ხალხებს შორის ისტორიულ-კულტურული კავშირები საუკუნეებს ითვლის, რამაც უზრუნველყო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა და განაპირობა ჩვენი სამხედრო კონტიგენტების ურთიერთთანადგომა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საფრანგეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ვზეიმობთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს".
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მაკრონს ტვიტერით მიულოცა არჩევნების შედეგები და დაწერა, რომ იგი მოუთმენლად ელის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას და ურთიერთობების გაღრმავებას.
ემანუელ მაკრონს გამარჯვება მიულოცა პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყანამ ცენტრისტი მაკრონის სახით, შეუცვლელი რეჟიმი აირჩია.
ასევე, მაკრონს გამარჯვება მიულოცა ევროკომისიის თავმჯდომარემ ჯან კლოდ იუნკერმა: "ბედნიერებაა, რომ ფრანგმა ხალხმა ევროპული მომავალი აირჩია".
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორდ იაგლანდი ტვიტერზე წერს: "ესა არის შვება, როდესაც იგებ, რომ საფრანგეთი ევროპული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემას გააგრძელებს".
საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ფრანგულმა ტელეარხმა France 2-მა ჩაატარა, მეორე ტურში, ემანუელ მაკრონმა ხმების 65,1 პროცენტი მიიღო, მარინ ლე პენმა კი - 34,9 პროცენტი.
ეგზიტპოლი: საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახდა
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები