შესაძლოა, გადამეტებული სმისგან მიყენებული ზიანი გენების რედაქტირებამ გამოასწოროს — კვლევა
ადამიანებს, რომლებსაც თინეიჯერობის ასაკში გადამეტებულ სმასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ, შესაძლოა, არჩევანის საშუალება მიეცეთ, რომ ტვინზე მთელი ეს უარყოფითი გავლენა გააქრონ. კვლევა ილინოისის უნივერსიტეტის (ჩიკაგო) მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ჟურნალში ScienceAdvances.
მეცნიერთა გუნდმა ზრდადასრულებულ თაგვთა გენების რედაქტირებისთვის CRISPR ტექნოლოგია გამოიყენეს. მათ პირველად 10-18 წლის ადამიანთა ეკვივალენტური ასაკის ცხოველები შეისწავლეს.
"ადრეულ ასაკში გადამეტებულმა სმამ შესაძლოა, ტვინზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს, კვლევის შედეგები კი იმის მტკიცებულებას გვთავაზობს, რომ გენური რედაქტირება ამ გავლენათა შესაძლო ანტიდოტია", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა, სუბჰაშ პანდეიმ.
იმ თაგვების შესწავლისას, რომლებიც მღრღნელებისათვის თინეიჯერულ ასაკში ალკოჰოლს იღებდნენ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ, რომლებსაც გენური რედაქტირების ტექნიკა ჩაუტარდათ, ლაბირინთებში გაძრომისას ისეთი შფოთვა და სმის სურვილი არ აღენიშნებოდათ.
გამომდინარე იქიდან, რომ სახეობები ძალიან განსხვავდება, წარსულში გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდა იმის შესახებ, თუ რამდენის გაგება შეგვიძლია თაგვებისგან ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ. თუმცა, პანდეი და მისი გუნდი წლებია, ალკოჰოლის გავლენებს შეისწავლის.
ჯერ კიდევ 2019 წელს პანდლიმ იმუშავა კვლევაზე, რომელიც ასახავს, თუ როგორ ცვლის ალკოჰოლი ჩვენს ამიგდალას — ტვინის იმ ნაწილს, რომელიც ემოციურ რეგულაციაზეა პასუხისმგებელი. შედეგების თანახმად, ადამიანებს, რომლებმაც გადამეტებული სმა 21 წლის ასაკამდე დაიწყეს, ამასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო ხშირად აქვთ. შესაბამისად, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მეთოდი წარსულში ადიქციის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის სასარგებლო აღმოჩნდება.
კომენტარები