საქართველოს ბანკის შეთავაზებები, რომლებიც შენს ბიზნესს წარმატებულს გახდის
ფოტო: საქართველოს ბანკი
იდეის მოფიქრება და მისი განხორციელება მარტივი სულაც არაა, თუმცა მთავარი სირთულეები თავს ბიზნესის წამოწყების შემდეგ იჩენს. სულერთია მცირე ბიზნესი გაქვს, საშუალო თუ სულაც დიდ კომპანიას წარმოადგენ — ახალ-ახალი საჭიროებები და გამოწვევები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდება. მარკეტინგი, ბიზნეს ქონსალთინგი, IT მომსახურება — ეს მხოლოდ იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებთან გამკლავებაც ბიზნესს ერთდროულად უწევს, თუმცა არა — მარტოს.
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს და მისი წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა სახის ბიზნესშეთავაზება აქვს. შეთავაზებების ფარგლებში საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ბიზნეს ქონსალთინგის, მარკეტინგის, საბუღალტრო, საგადასახადო, იურიდიული თუ სხვა ტიპის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც, თავის მხრივ, ბიზნესის წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ამ სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვან შეთავაზებას წარმოგიდგენთ, რომლითაც საქართველოს ბანკი შენს ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება:
1. ბიზნეს სტრატეგია და მარკეტინგი
შენი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი გასაღები სწორი მარკეტინგია — ეს ბუნებრივიცაა, რადგან ბიზნესისთვის მომხმარებლების მოზიდვა და მათი ნდობის დამსახურება უმნიშვნელოვანესია. იმისათვის, რომ მომხმარებელთან სწორი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება შეძლო და მათ შენი პროდუქტი თუ მომსახურება საუკეთესო გზით შესთავაზო, მარკეტინგის სფეროს ექსპერტების რჩევები დაგჭირდება.
საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში საკონსულტაციო კომპანია ინოვა უფასო კონსულტაციებს შემდეგი მიმართულებებით გაგიწევს: მარკეტინგული საჭიროებების დიაგნოსტირება; კონსულტაცია მომხმარებლის სეგემნტაციის შესახებ; კონკურენტების კვლევის მეთოდები; მარკეტინგული კვლევის დიზაინი; ძირითადი მარკეტინგული მაჩვენებლების მიმოხილვა; სოციალური მარკეტინგის საჭიროებების დიაგნოსტირება; კომპანიის მარკეტინგული მიზნების განსაზღვრა. კომპანიის სხვა სერვისებზე კი 25%-იან ფასდაკლებას მიიღებ.
შეთავაზების ფარგლებში უფასო კონსულტაციას მარკეტინგული კომპანია მაინდსეტისგანაც მიიღებ, რომელიც შენი ბიზნესის საჭიროებების სწორად განსაზღვრითა და სხვა საჭირო რჩევებით დაგეხმარება.
დამატებით, Start − Business Solutions-ისგან 1-საათიანი უფასო კონსულტაციის მიღება შემდეგ თემებზე შეგიძლია: სტრატეგიული განვითარების გეგმა; მარკეტინგული სტრატეგია; გაყიდვების სტრატეგია; საკომუნიკაციო სტრატეგია; PR სტრატეგია; ბიზნეს გეგმის მომზადება და სხვა.
2. ფინანსური და საბუღალტრო მიმართულება
ბიზნესის ეფექტურად წარმოებასა და წარმატების მიღწევაში საქართველოს ბანკის საბუღალტრო მომსახურება დაგეხმარება. საბუღალტრო მომსახურების ფარგლებში სხვადასხვა კომპანიისგან აუცილებელ სერვისებს უფასოდ ან შეღავათიან ფასად მიიღებ. მათ შორის რამდენიმე შემოთავაზებას ამ სტატიაშივე გაგიზიარებთ:
- თუ ქალი მეწარმე ხარ, JICA (Japan International Cooperation Agency) 3 თვის განმავლობაში ბუღალტერიის მოწესრიგებისა და გაციფრულების შესაძლებლობას უფასოდ შემოგთავაზებს.
- საკონსულტაციო კომპანია GEC Consulting-ისგან საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის საწარმოს რესურსების დაგეგმვის (ERP) სისტემაზე — IFS Applications, 20% ფასდაკლებას მიიღებ;
- აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte წარმოგიდგენთ უნიკალურ პროდუქტ Altera-ს — ფინანსური ანგარიშგების ავტომატურად გენერირება SARAS-ის მიერ მოთხოვნილი სტანდარტით. საქართველოს ბანკის ბიზნეს კლიენტებისთვის მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება — საბაზისო პაკეტს 236 ლარის ნაცვლად 190 ლარად მიიღებ. საბაზისო პაკეტი მოიცავს მე-4 კატეგორიის 1 კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადებას.
ეს საბუღალტრო მომსახურების ფარგლებში შეთავაზებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. სხვა სერვისების ნახვა ამ ბმულზე შეგიძლია.
3. პროგრამული უზრუნველყოფა
თანამედროვე სამყაროში ბიზნესი ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გარეშე არ არსებობს — მხოლოდ ეს მიზეზი საკმარისია IT მომსახურების მიღების აუცილებლობაში დასარწმუნებლად. საქართველოს ბანკის დახმარებით კი იმ კომპანიებს აღმოაჩენ, რომლებიც ფასდაკლებით მოგემსახურებიან ან სულაც უფასოდ დაგეხმარებიან.
ასეთ კომპანიებს შორისაა სენდი, რომელიც შენს ბიზნესს 1 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შემდეგი მიმართულებებით დაეხმარება: შიდა, უკაბელო ქსელებისა და დაშვების წერტილების კონფიგურაცია; უსაფრთხო წვდომა სამუშაო პროგრამებსა და ფაილებზე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან; რეზერვირების სისტემის აწყობა; კომპიუტერების სრული ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა; ერთი ვირტუალური სერვერით უზრუნველყოფა; IT აუდიტი და სხვ. ამასთან ერთად შენი კომპანიის სავიზიტო ვებგვერდის შექმნისას 30%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლებ.
საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში კომპანია ტელნეტისგან 1 თვის განმავლობაში უფასო IT Outsourcing-ს, სატელეფონო ცენტრის 3-თვიან უფასო მომსახურებას, VPS ჰოსტინგზე 20%-იან ფასდაკლებას და სხვა ხელსაყრელ პირობებს მიიღებ.
თუ თანამშრომლების აღრიცხვისა და დასწრებადობის მაჩვენებლის სისტემის დანერგვა გინდა, ამაში felp.me განსაკუთრებული პირობებით დაგეხმარება: თუ მოწყობილობას 159 ლარად შეიძენ, საბაზისო პაკეტს 259 ლარის ნაცვლად 1 წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებ, ხოლო კორპორაციული პაკეტით უფასოდ სარგებლობა 6 თვის განმავლობაში შეგეძლება.
შეთავაზების ფარგლებში კომპანია OBG-ისგან კონსულტაციების მიღება ნებისმიერ თემაზე შეგიძლია, დამატებით, კი განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებ ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა ბრენდინგი; სოციალური მედიის (Facebook, Instagram, Linkedin და სხვ.) მართვა; ვებდეველოპმენტი და საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO).
ეს იმ სერვისებისა და კომპანიების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებიც IT მიმართულებით დაგეხმარებიან. სხვა შეთავაზებების სანახავად ეწვიე ამ ბმულს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის სფეროში წარმატების მიღწევა, მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილება, ბრენდის ცნობადობის გაზრდა თუ სიახლეების დანერგვა მარტივი პროცესი არაა, საქართველოს ბანკი მზადაა, ეს გზა შენი და შენი ბიზნესისთვის უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახადოს. ბანკის მიერ შემოთავაზებული ყველა შესაძლებლობის ნახვა, რომლებიც საბოლოოდ შენი წარმატების საწინდარი გახდება, ამ ბმულზე შეგიძლია.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა



კომენტარები