უზდენოვთან რუსეთიდან ხორბლის შემოტანაზე შეხვედრა გავმართე, მას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს — ხიდაშელი
ფოტო: კადრი ვიდეოდან/რუსთავი 2
კარტოგრაფების საქმის ფიგურანტი, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ადასტურებს, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანიის მმართველ პარტნიორს, ალი უზდენოვს ხორბლის შემოტანის საკითხზე შეხვდა. ამ თემაზე საუბარია, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და ევტუშენკოვის სატელეფონო ჩანაწერში.
ხიდაშელის განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა, უარყოფილია უზდენოვის ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან შეხვედრის შესაძლო ეპიზოდები. გარდა ამისა, ბიზნესმენი ამტკიცებს, თითქოს უზდენოვს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.
"ალი უზდენოვი არის ბიზნესმენი და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა", — ამბობს ის.
ხიდაშელის განცხადებით, ჰქონდა კომუნიკაცია ღარიბაშვილთანაც, თუმცა მან ის ბიზნესსექტორთან გადაამისამართა და დასძენს, რომ ბიზნესსექტორთან შეხვედრები რამე კონკრეტული შედეგებით არ დასრულებულა.
"იმის მიუხედავად, რამდენ ბინძურ დეზინფორმაციას გაავრცელებენ და რამდენ ბინძურ კამპანიას ააგორებენ ჩემს წინააღმდეგ, არ ვაპირებ რაიმე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას, ჩემი საქმიანობა ყოველთვის იყო მიმართული საქართველოს კეთილდღეობისკენ და ქართველი ხალხი ამას ხედავს და ყოველთვის დაინახავს", — ამბობს ხიდაშელი.
ხიდაშელის მიმართ ინტერესი ჩანაწერების გავრცელების შემდეგ გაჩნდა, რადგან სახელი დავიდი სავარაუდოდ, ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბარში არაერთხელაა ნახსენები. კერძოდ, ევტუშენკოვი ამბობს, რომ იდეა აქვს და სთხოვს, სავარაუდოდ, ივანიშვილი შეხვდეს მის წარმომადგენლებს, ალის და დავიდს, რომლებსაც ის იცნობს. რუსი ოლიგარქი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს, თუმცა ახსენებს მარცვლეულობას და სავარაუდოდ, ივანიშვილს ეუბნება, რომ თუ ამაში ის ჩაერთვება, მაშინ თავადაც მიიღებს მონაწილეობას. მხარეები თანხმდებიან და საუბარი სრულდება.
სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი ინტერნეტში გუშინ, 25 აპრილს გავრცელდა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.
აღსანიშნია, რომ ევტოშენკოვმა ფორმულასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ უზდენოვი ღარიბაშვილს შეხვდა, თუმცა თუმცა ამტკიცებს, თითქოს მათ "დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს".
ვინ არიან ევტუშენკოვი და უზდანოვი
ვლადრიმერ ევტუშენკოვი და ალი უზდანოვი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგის AFK სისტემას ხელმძღვანელები არიან. ევტუშენკოვი კომპანიის დამაარსებელი რუსი ოლიგარქია, რომელსაც პუტინთან აფილირებულ პირად მიიჩნევენ. მას შემდეგ რაც ევტუშენკოვს სანქციები დაუწესეს, მან კომპანიის წილები ნათესავებს გადაუნაწილა და სისტემას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. უზდენოვი სისტემას მმართველი პარტნიორია, მანამდე კი ამავე კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
რაც შეეხება თავად სისტემას, ის რუსულ ბაზარზე უმნიშვნელო კომპანიად ნამდვილად არ მიიჩნევა. მეტიც, 2017 წელს მასთან დაკავშირებულ პროცესებში ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც კი იყო ჩართული. კერძოდ, სისტემისა და როსნეტფის დავის მოგვარება სწორედ მის სახელს უკავშირდება, რადგან პუტინმა ორივე კომპანიის დირექტორები კრემლში მიიწვია, რის შემდეგაც შეთანხმება შედგა. რუსული მედია აქტიურად წერდა იმაზე, რომ პუტინის განცხადების შემდეგ სისტემის აქციების ფასი გაიზარდა.
ამასთან, 2014 წელს, როცა ევტუშენკოვის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით საქმე იყო აღძრული, თავად პუტინმა განაცხადა, რომ მას ბრალი მოეხსნა. 2018 წლის სექტემბერში კი პუტინმა ევტუშენკოვს მადლობა გამოუცხადა "მიღწეული სამსახურებრივი წარმატებებისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის".
ცნობილია ისიც, რომ ამავე კომპანიის პრეზიდენტი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ვლადიმერ ჩირახოვი რუსული სპეცსამსახურების, FSB-ს კურსდამთავრებულია. ეს ინფორმაცია საჯაროა და კომპანიის ვებგვერდზეც არის გამოქვეყნებული.
ამავე კომპანიის ყოფილი ხელძღვანელია კარტოგრაფების საქმის ცნობილი ფიგურანტი, დავით ხიდაშელი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის აფილირებული. კერძოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ სწორედ ხიდაშელმა გადასცა მას ის რუკები, რომლებმაც კარტოგრაფების საქმის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა. ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ხიდაშელის ჩართულობა შესაძლოა კრემლის ინტერესებში ყოფილიყო. გარდა ამისა, 1998-2006 წლებში ძალადობრივი ჯუგუფის ხელმძღვანელს, ლევან ვასაძე AFK სისტემას კომპანიის სტრატეგიისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეჭირა და პარალელურად, ამ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.
ფოტო: კადრი AFK სისტემად დოკუმენტებიდან
ამავე თემაზე:
- ლელო მოითხოვს, ღარიბაშვილმა გაასაჯაროვოს შეხვდა თუ არა კრემლთან დაახლოებულ პირს
- საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან უინტერესო — მაჭარაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ზარქუა ჩანაწერზე: თუ მართალია, საუბარი რაზეა — ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს
- შეუიარაღებელი თვალით და ყურითაც ჩანს, რომ მონტაჟია — პაპუაშვილი ჩანაწერებზე
- რომც იყოს ავთენტური, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე — კობახიძე ჩანაწერებზე
- შეხვედრა ვერ შედგა, პრემიერმა გადაწყვიტა, უზდენოვი გადამისამართებულიყო ბიზნესწრეებთან — წულუკიანი
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები