რას ვამოწმებთ ავტომობილით შორ გზაზე მოგზაურობამდე
ფოტო: თეგეტა
დანიშნულების ადგილი გურია, სოფელი ჯაპანა. სტარტს თბილისიდან ვიღებ. გასავლელია რიკოთის რთული მონაკვეთი, ჯამში, 272 კილომეტრი. მინდა, აღდგომის დღესასწაულს სოფელში შევხვდე.
7 წელია, საჭესთან ვარ. ამ წლების განმავლობაში ჩემს ანგარიშზეა 3 მოულოდნელი გაჩერება — ორჯერ საწვავის ამოწურვის გამო, ერთხელ კი აკუმულატორმა მიმტყუნა. არც ისე სასიამოვნოდ მახსენდება მაგისტრალზე დაშვებული საბურავი და კიდევ ერთი, მსუბუქად რომ ვთქვათ, მწარე გამოცდილება, როდესაც ავარიას სასწაულებრივად გადავურჩი. მიზეზი საბურავი იყო, რომელსაც ექსპლუატაციის ვადაც გასული ჰქონდა და არც სეზონს შეეფერებოდა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ჭკუა მხოლოდ 5 უსიამოვნო შემთხვევის შემდეგ ვისწავლე და მას შემდეგ შორ გზაზე მოგზაურობამდე მანქანას აუცილებლად ვამოწმებ ხოლმე. გამოცდილება საკმარისი მივიღე და დამიჯერეთ, შემოწმებისთვის ერთი დღეც საკმარისია.
დიაგნოსტიკისთვის სანდო და გამოცდილ სერვისცენტრს რომ უნდა მიაკითხოთ, ჩემს გარეშეც გეცოდინებათ. რაც შეეხება რეკომენდაციებს, პირველ რიგში, სავალს ნაწილს ვამოწმებთ. ეს მრავალი დეტალის ერთობლიობაა, რომელთა გამართულობაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხო გადაადგილებასთან. ვიწყებთ საბურავებით — უნდა დავრწმუნდეთ, რომ სეზონისთვის შესაფერისი საბურავები გვაქვს. ასევე, ვამოწმებთ ექსპლუატაციის ვადას. ძველი და უხარისხო საბურავი სამუხრუჭე დისტანციას და, შესაბამისად, ავარიის რისკს ზრდის. აქვე არ გამოგრჩეთ სამუხრუჭე ხუნდების გადამოწმებაც.
სიაში შემდეგი ძრავის გაგრილების სისტემაა. ქალაქგარეთ ხშირად გვიწევს არასწორ რელიეფზე მოძრაობა, რამაც, შესაძლოა, ძრავის გადახურება გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, გაგრილების სისტემაში ზამთარშიც და ზაფხულშიც ანტიფრიზი ესხას. მისი დუღილის ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე წყლის. ამიტომ, ამ გზით, დიდ დატვირთვაზეც და სიცხეშიც მანქანას გადახურებისაგან დავიცავთ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, ძრავის სერიოზული დაზიანება გამოვიწვიოთ.
მესამე გადაცემათა კოლოფში არსებული საპოხი სითხეა, რომელსაც ვამოწმებთ და, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ვცვლით. საპოხი სითხე და ზეთი, ავტომწარმოებლის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, გავლილი კილომეტრაჟის მიხედვით უნდა შეიცვალოს.
უყურადღებოდ არ დატოვოთ არც აკუმულატორი. მისი შემოწმება ცივი ზამთრის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტემპერატურის ცვალებადობა მისი მწყობრიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
გინდათ კომფორტულად იმგზავროთ? მაშინ კონდიცირების სისტემაც შეამოწმეთ. ის ფრეონით უნდა იყოს დატუმბული, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ სალონში სათანადო ტემპერატურა შევინარჩუნოთ, ფილტრები პერიოდულად უნდა შევცვალოთ. სხვათა შორის, ძველი ფილტრები, რომლებიც მარტივად ივსება მტვრით, ბაქტერიებით, ზოგჯერ მწერებითაც კი, შეიძლება, მანქანაში უსიამოვნო სუნის მიზეზი გახდეს.
ბოლოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი მოვიტოვე — წინა მაშუქები. უნდა შევამოწმოთ, ნათურა ხომ არ გადაიწვა, ან მისი რესურსი ხომ არ არის შემცირებული? მინის საწმენდებსაც შეავლეთ ხელი და სისტემაში სპეციალური საწმენდი სითხე ჩაასხით, საქარე მინა რომ ადვილად და კარგად გაიწმინდოს.
რამდენი ვწერე და სინამდვილეში ეს გამგზავრებისწინა შემოწმება სულ ერთი დღის ამბავია. თან, თუ თეგეტას აქციების პერიოდს დაამთხვევთ, სარფიან დანაზოგსაც გააკეთებთ. უფასოა თვლების ნახარისა და სავალი ნაწილის შემოწმება. არც ხუნდებისა და ფილტრების გამოცვლაზე დაიხარჯებით. საბურავებისა და აკუმულატორების პრემიუმ ბრენდებზე 30%-იან ქეშბექს მიიღებთ. რამე არ გამომრჩეს, თავად ნახეთ.
ავტორი: მანჩე
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები