7 მიზეზი, რომელთა გამოც ლედი გაგამ ყველას გული მოინადირა
ფოტო: Getty Images
ლედი გაგა უკვე დიდი ხანია, იმ ცნობილ ადამიანებს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრება და შემოქმედება საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მხოლოდ ნიჭი არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ცნობილი მომღერალი და მსახიობი თავის გულშემატკივრებს უყვართ, რადგან ლედი გაგამ ბოლო პერიოდში თავი სხვა ბევრი რამითაც დაგვამახსოვრა.
ამ სტატიაში ლედის გაგასთან დაკავშირებულ 7 ფაქტზე გესაუბრებით, რომლებიც ამ ადამიანს სულ სხვა თვალით დაგანახებს და კიდევ უფრო შეგაყვარებს. ეს ისტორიები დაგარწმუნებს, რომ ლედი გაგა ხალხის სიყვარულს მართლაც იმსახურებს.
1. გრემი 2022-ზე ლედი გაგამ დაიჩოქა და გამარჯვებულ კონკურენტს კაბა გაუსწორა
ფოტო: YouTube
გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო პოპ შესრულების (დუეტი/ჯგუფი) ნომინაციაში ლედი გაგა და ტონი ბენეტი SZA-ისა Doja Cat-ის დუეტმა დაამარცხა. ჯილდოს მისაღებად SZA სცენისკენ ყავარჯნების დახმარებით გაემართა. მომღერალს გრძელი კაბა ეცვა, რომელიც სიარულისას აიბლანდა. გაგას ბევრი არ უფიქრია, მაშინვე დაიჩოქა და მომღერალს კაბა შეუმჩნევლად შეუსწორა.
2. ლედის გაგას აქტიური მხარდაჭერით ლაიზა მინელიმ ოსკარი 2022-ზე გამარჯვებული წარადგინა
ფოტო: Getty Images
76 წლის ლაიზა საჯაროდ ძალიან იშვიათად ჩნდება, მაგრამ ოსკარის დაჯილდოებაზე ლედი გაგასთან ერთად წლის საუკეთესო ფილმი გამოაცხადა. ლაიზა, რომელიც ახლა ეტლით გადაადგილდება, ლედი გაგას თქმით, არ იყო თავდაჯერებული და არ იცოდა, სცენაზე რა უნდა გაეკეთებინა. თუმცა ლედი გაგას დახმარებით, ლაიზას სცენაზე გამოსვლამ წარმატებით ჩაიარა და ყველასთვის დასამახსოვრებელ მომენტად იქცა.
3. ლედის გაგას გულთბილი დამოკიდებულება აქვს ალცჰაიმერით დაავადებული ტონი ბენეტის მიმართ
ფოტო: Getty Images
ლედი გაგამ და ტონი ბენეტმა 2022 წელს გრემი ვერ მოიგეს, მაგრამ გაგამ მათი ორი სიმღერა მარტომ მაინც შეასრულა. ტონის ალცჰაიმერი აქვს, რის გამოც დაჯილდოებას ვერ დაესწრო, თუმცა ლედი გაგამ მომღერალი ჩანაწერის დახმარებით წარადგინა. ლედი გაგამ სიმღერის შესრულების ბოლოს კი ცრემლები ვერ შეიკავა.
4. როცა ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრეს, მომღერალმა ის თავის სახლში გადაიყვანა და მკურნალობაში დაეხმარა
2021 წლის დასაწყისში ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი მძიმედ დაიჭრა, როცა გამტაცებლისგან მომღერლის ძაღლების გადარჩენას ცდილობდა. ლედის გაგას სამივე ძაღლი სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდა, თუმცა გამსეირნებელი მძიმედ იყო დაშავებული. ლედი გაგამ გამსეირნებელი საკუთარ სახლში გადაიყვანა და გამოჯანმრთელებაში დაეხმარა.
5. ლედი გაგა უფასო ონლაინკურსის შექმნას გეგმავს, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალგაზრდებს დაეხმარება
ლედი გაგა ქველმოქმედებაშიც აქტიურად არის ჩართული და Jack.org-თან თანამშრომლობის ფარგლებში უფასო ონლაინკურსების შექმნას გეგმავს, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის შესახებ იქნება. კურსის ფარგლებში ახალგაზრდები თავიანთი მენტალური პრობლემების შესახებ საუბარს შეძლებენ, ხოლო პროფესიონალები მათ დახმარებას შესთავაზებენ.
6. ლედი გაგა თავისი ფანების კრეატიულობას ხშირად აფასებს და მათ ასაქმებს კიდეც
ფოტო: Getty Images
ლედი გაგას თავისი თაყვანისმცემლების ნიჭის შენიშვნა ნამდვილად არ უჭირს. მაგალითად, ლედი გაგამ თავისი თაყვანისმცემლის ჰელენ გრინის ნახატების ნახვის შემდეგ, ის თავის კონცერტზე მიიწვია. კონცერტის შემდეგ ჰელენი გაგას ესაუბრა და მომღერალმა ის Haus of Gaga-ში დაასაქმა.
7. ქველმოქმედება ლედი გაგას ცხოვრების განუყოფელი ნაწილია
ლედი გაგა დიდი ხანია, უამრავ ადამიანს ფინანსურად ეხმარება. მაგალითად, 2017 წელს მომღერალმა ქარიშხლების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის 1 მილიონი დოლარი გაიღო. პანდემიის დაწყებისას კი ლედი გაგამ კონცერტ One World: Together At Home-ის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა და შედეგად 128 მილიონი დოლარი შეგროვდა, რომლითაც COVID-19-ით დაზარალებულებს დაეხმარნენ.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები