ყველა მუქარას სერიოზულად ვუყურებთ, მაგრამ რუსეთის არ გვეშინია — ზელენსკი
ფოტო: ზელენსკი/Instagram
რუსეთის მუქარის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათი არ ეშინიათ, მაგრამ სერიოზულად უდგებიან, რადგან ამაზე ადამიანების სიცოხლეა დამოკიდებული. გუშინ რუსეთში თქვეს, რომ თუ "დივერსიები გაგრძელდება" გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს დაარტყამენ.
"ჩვენ ყველა მუქარას სერიოზულად ვუყურებთ, რადგან ეს მუქარა დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენი ხალხი შეიძლება დაიღუპოს. ჩვენ არ გვეშინია რუსეთის ფედერაციის არც ერთი საფრთხის, ამავე დროს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ რუსეთის ფედერაციის ყველა ნაბიჯს, რომელიც გვემუქრება", — განუცხადა ზელენსკიმ BBC-ის.
ზელენსკიმ ასევე გაიხსენა აფეთქებები ოკუპირებულ დონეცკში, რომელიც რუსეთმა მოაწყო და უკრაინა დაადანაშაულა.
"როგორც ახლა, ჩვენ არ გვაქვს წვდომა სამხრეთ უკრაინის ზოგიერთ ჩვენს ქალაქში: მელიტოპოლი, ბერდიანსკი, მარიუპოლი, მთელი ბლოკი ზაპოროჟიეს მიმართულებით, ანუ იქ ოკუპირებული ქალაქებია. არის აფეთქებები. ადამიანებს, რომლებიც იქ არიან, ჩვენ უკრაინელებს ეუბნებიან, რადგან ტელევიზია გამორთულია, მობილური კომუნიკაცია არ არის, ეუბნებიან, რომ ჩვენ ვბომბავთ მარიუპოლს", – განაცხადა მან და დაამატა, რომ ხალხი ვერ ხედავს რეალურ მდგომარეობას და ეს პრობლემაა.
14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევს დაემუქრა. მათი განცხადებით, ხედავენ უკრაინული ჯარების მიერ დივერსიისა და რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე დარტყმის მცდელობებს, რასაც უპასუხებენ.
13 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა იხუმრა, რომ დაბომბილი რუსული სამხედრო ხომალდი, სავარაუდოდ, არასწორ ადგილას მოწეული სიგარეტის ან უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო იწვის და ისევე არ გაუმართლა, როგორც ბელგოროდს. ამით მან მიანიშნა რუსეთში, ბელგოროდის ნავთობის ბაზაზე გაჩენილ ხანძარზე, რომლის მიზეზადაც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმა დაასახელა. უკრაინას ეს ამ დრომდე არ დაუდასტურებია.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.
-
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით
-
ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა
გადახედვა
-
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
გადახედვა
-
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება
გადახედვა
-
თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა 6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა
გადახედვა
-
YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
-
1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს 1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს
გადახედვა
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
კომენტარები