ნიკა გვარამია

25 Nov. 2024, 20:13

ყველა ვაკეთებთ იმას რაც შეგვიძლია კარგად და სადაც შეგვიძლია კარგად, ყველანი მარტო იქ სადაც კეთდება მნიშვნელოვანი საქმე. რაც შეეხება თარიღის გამოკიდებას აქაც ვეთანხმები სრულიად პრეზიდენტს, დღევანდელი დღე ვერაფრით ვერ გახდებოდა "ქართული ოცნების" ასე ვთქვათ არალეგიტიმური პარლამენტისთვის ხელის შეშლის დღე ჩვენ გვახსოვს 100 ათასიანი ხალხის შეკრებები პარლამენტთან, კვირების განმავლობაში, რომელმაც რეალურად პარლამენტს ხელი ვერ შეუშალა იმაში რომ ის გადაწყვეტილება მიეღო რის წინააღმდეგაც ხალხი პროტესტით იდგა და მე არავის არ ვამუნათებ და არავის არ ვამტყუნებ.

არსებობს გარემოებები რომლის დაძლევა იმ გზით, რომელიც ნუ უკვე კარგად გამოცდილია როგორც წარუმატებელი უბრალოდ შეუძლებელია ძალიან ბევრი რამ შეიძლება გავაკეთოთ ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, ძალიან რთული ბრძოლა.მთავარი ხაზი გადის არ აღიარებაზე ლეგიტიმაციის ამ არჩევნების, როგორც ქვეყნის შიგნით და არ შესვლაზე და მე ვამაყობ რომ დღეს ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთეთ. ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას იმათთან ვინც კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინა საქართველოში და დღევანდელ პარლამენტს არაფერი არ ჰქვია თუ არა პუტჩი უნდა თუ არა კონსტიტუციური პუტჩის შედეგად ხელში ჩაგდებული და უზურპირებული ხელისუფლება და ამაზე უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის შიგნით და ჩვენ მგრძნობიარეები ვართ არა მარტო ჩვენი სურვილების მიმართ და იქ არავის შესვლა არ გვინდოდა არამედ ჩვენი ამომრჩევლების მიმართაც, ვინც ჩვენ მოგვცა ხმა და პირველ რიგში ამას ითხოვდა ჩვენგან [პარლამენტში არ შესვლას], ჩვენ ეს შევასრულეთ [...]

მარტო ქუჩაში დგომა არ არის საკმარისი მით უმეტეს, ჩვენ ვნახეთ რომ ქუჩაში იდგა არა იმდენი ადამიანი როგორც მაგალითად რუსულ კანონზე [...] აჯანყებას და არალეგიტიმური რეჟიმების შეცვლას პოლიტიკოსები არ ახდენენ მეგობრებო, პოლიტიკოსები მონაწილეობენ ამაში. ამას აკეთებს ხალხი პირველ რიგში მათ შორის საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას მათ შორის პოლიტიკოსებისთვის რაღაცა შესაძლებლობების მიცემით მაგრამ უნდა ჩამოვყალიბდეთ და ერთ ნაწილში როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ვთქვათ რომ კოალიცია გვინდა და ბელადი არ გვინდა და ლიდერი არ გვინდა ერთი და ასე შემდეგ ვამბობთ ამას მეორე შემთხვევაში როცა უკვე სხვა რაღაცა განწყობაზე ვარ ვამბობ რომ ბელადი გვჭირდება და ერთი ლიდერი რომელიც ყველაფერს შეცვლის უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გჭირდება როგორი მეთოდებით გვინდა სიარული და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  3. ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
  4. მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
  5. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?

NASA-ს Artemis 2-ის მისია 10-დღიანია. პროგრამის ფარგლებში მთვარეს 4 ასტრონავტი ხომალდით (Orion) შემოუვლის გარშემო.…