რატომ აქვთ ადამიანებს ასეთი დიდი უკანალი, სხვა სახეობებს კი არა
ადამიანებს საკმაოდ დიდი უკანალი გვაქვს. ჩვენი უკანალი შეიძლება ისეთივე დიდი ვერ არის როგორც მაგალითად სპილოსი, მაგრამ გაბარიტებთან შედარებით ამ მხრივ ნამდვილად ვლიდერობთ.
დუნდულების მოცულობა ძირითადად დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ გენოტიპზე, თუმცა სპეციალურ ვარჯიშებს შეუძლია გაზარდოს ჩვენი "უკანა მხარე". ადამიანის ანატომიის ინსტიტუტის (IHA) მიხედვით, ჩვენ, როგორც სახეობას, გაბარიტების მიხედვით ყველაზე დიდი უკანალი გვაქვს.
რატომ აქვთ ადამიანებს ასეთი დიდი უკანალი?
ადამიანის დუნდულოები მოიცავს დუნდულოვან ნაკეცს და დუნდულოვან ნაპრალს, როგორც IHA-ს თანადამფუძნებელი ჯონათან ბენიონი და ლაბორატორიის დირექტორი ჯასტინ კოტლი გვიხსნიან შემდეგ ვიდეოში. ის, რაც ამ ორს შორის ქმნის ქსოვილს, დიდწილად უკავშირდება იმას, თუ როგორ არის კუნთი დაკავშირებული ჩონჩხთან.
ამ ყველაფერში დიდი როლი მიუძღვის კანქვეშა შემაერთებელ ქსოვილს — ჰიპოდერმისს (ცხიმოვან ქსოვილს), რომელიც ძირითადად ცხიმოვანი ჩანაფენისგან შედგება. მისი სისქე დამოკიდებულია ცხიმის მოცულობაზე, რაც თავის მხრივ განისაზღვრება როგორც გენეტიკური ფაქტორებიდან, ისე ადამიანის ცხოვრების წესით.
თუმცა, ეს ერთ-ერთი ფაქტორია და არა მთავარი! კაცობრიობა ბუნებამ უკანალით გულუხვად ნამდვილად დააჯილდოვა და ამაში უმთავრესი წვლილი "gluteus maximus"-ს მიუძღვის. საუბარი გვაქვს ბარძაყის მთავარ ექსტენსორ კუნთზე. ეს არის სამი გლუტალური კუნთიდან ყველაზე დიდი და წარმოადგენს ბარძაყის თითოეული მხარის ფორმისა და გარეგნობის დიდ ნაწილს. დიახ, ეს არის ყველაზე დიდი კუნთი ადამიანის სხეულში და მისი სქელი მასა ქმნის დუნდულებს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ თავისუფლად დავდივართ ორზე. ადამიანისგან განსხვავებით, სხვა პრიმატებს აქვთ უფრო ბრტყელი თეძოები, შესაბამისად მათთვის ორ ფეხზე დგომა ბევრად რთულია.
დიახ, კუნთების ეს ჯგუფი უზარმაზარ როლს თამაშობს ადამიანის მოძრაობაში, აკავშირებს ხერხემალს, ბარძაყს და ბარძაყის ძვალს. სწორედ ამიტომ, მსგავსი კუნთების განვითარებას ხელს უწყობს ისეთი ვარჯიშები როგორიცაა "მკვდარი აწევა", "ჩაჯდომები", რომლის დროსაც gluteus maximus იჭიმება და იკუმშება თეძოს გასაზრდელად. ასეთ დროს მუშაობს დუნდულების კუნთები.
აი ამიტომ ჩვენ ვართ ორ ფეხზე მოსიარულე არსებები, განსხვავებით მაგალითად კატებისგან, რომლებიც ოთხზე დარბიან, შესაბამისად დუნდულები ნაკლებად სჭირდებათ და ამ მხრივ ვერც შეგვედრებიან.
მაშ ასე, რატომ გვაქვს ასეთი დიდი უკანალი? პასუხი უკვე ვიცით, რაც უფრო მეტად გამოიყენება კუნთი, მით უფრო იზრდება ის ზომაში. ამიტომ, გამართულად სიარულის ჩამოყალიბებისას ჩვენ მოვიპოვეთ ჩონჩხის პოზიცია, რომელსაც დიდი დუნდულები, ან გინდაც დიდი უკანალი სჭირდება.
კომენტარები