MIT-ის მეცნიერთა ჯგუფი ბიოტექნოლოგიური ფირმა Frequency Therapeutics-ის უკან ამტკიცებს, რომ შეიმუშავეს ახალი ტიპის რეგენერაციული თერაპია, რომელსაც შეუძლია სმენის დაქვეითების მკურნალობა. ეს ყველაფერი კი სპეციალური აპარატებისა თუ კოხლეარული იმპლანტაციის გარეშე.

სპეციალური ტიპის უჯრედების დაპროგრამებით, რომლებსაც პროგენიტორ უჯრედებს უწოდებენ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს კოხლეის შიგნით სმენის უჯრედების ზრდის ახალი საშუალება. ეს უჯრედები საშუალებას გვაძლევს გავიგონოთ ხმა, მაგრამ ისინი კვდებიან დროთა განმავლობაში. როგორც წესი, თავიდან არ იზრდებიან, მაგრამ მათი რეგენერაცია სმენის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

მნიშვნელოვანია, რომ ექსპერიმენტის ფარგლებში გუნდმა შეძლო მონაწილეებისთვის სმენის გაუმჯობესება.

"მეტყველების აღქმა არის ნომერ პირველი მიზანი სმენის გაუმოჯბესებისას და ჩვენ ეს შევძელით", — თქვა Frequency-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კრის ლოზმა განცხადებაში.

მსგავსი ეფექტი მინიმუმ ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ამბობენ კომპანიაში. მკურნალობა მუშაობს შიდა ყურში მოლეკულების ინექციით, რომლებიც შემდეგ გარდაქმნიან არსებულ წინამორბედ უჯრედებს სმენისთვის საჭირო უჯრედებად. ამასთან მიდგომა უფრო მარტივია, ვიდრე ჩვეულებრივი გენური თერაპია.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მათ ახალ ტექნიკას ექნება ხანგრძლივი ეფექტი უახლოეს მომავალში და სმენის დაქვეითება წარსულს ჩაბარდება.

"არ გამიკვირდება, თუ ათი ან 15 წლის შემდეგ ამ სფეროში ჩადებული რესურსებისა და წარმატებული კვლევების გამო ჩვენ შეგვეძლება სმენის ისევე აღდგენა, როგორც ეს შეიძლება მხედველობის შემთხვევაში. შეგაწუხებთ სმენის ნაკლებობა, ჩაიტარებთ 1-2 საათიან პროცედურას და პრობლემა წარსულს ჩაბარდება", — განაცხადა Frequency-ის თანადამფუძნებელმა ჯეფ კარპმა განცხადებაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.