საშვილოსნოს ყელის დაავადებები — მათი დიაგნოსტირება და პრევენცია
დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდების დახმარებით, დღეს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების, მათ შორის, კიბოსწინარე დაავადებებისა თუ თავად კიბოს ადრეულ სტადიაზე დადგენა სირთულეს აღარ წარმოადგენს. საწყის სტადიაზე მათგან განკურნებაც ხშირად წარმატებით სრულდება.
რა სადიაგნოსტიკო კვლევები უნდა ჩაიტარონ ქალებმა საშვილოსნოს ყელზე და რა ინტენსივობით? პათოლოგიების გართულებებისა და კიბოს პრევენციის კიდევ რა საშუალებები არსებობს? – ამ და სხვა კითხვებს თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის გინეკოლოგი, სოფიო კამლაძე პასუხობს.
საშვილოსნოს ყელის რა პათოლოგიებია ყველაზე გავრცელებული?
საშვილოსნოს ყელზე განვითარებულ პათოლოგიებს სამ ჯგუფად ვყოფთ. ესენია, ფონური დაავადებები, საშვილოსნოს ყელის დისპლაზია და საშვილოსნოს ყელის კიბო.
ეგრეთ წოდებული ფონური დაავადებებია
- საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული), ფსევდოეროზია;
- ლეიკოპლაკია;
- პოლიპები;
- კონდილომები.
ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში,ფონური დაავადებები მარტივად იკურნება. თუმცა, თუ არ მოხდება მათი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, შესაძლებელია და არის მცირე შანსი, რომ არანამკურნალებ და შორსწასულ შემთხვევებში განვითარდეს დაზიანების ადგილის სიმსივნური გადაგვარება.
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია, ანუ კიბოსწინარე დაავადება არის საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის უჯრედების გადაგვარება , შემდეგ კი ამ უჯრედების ცვლილება და გამრავლება. ითვლება, რომ ეს საწყისია იმ პროცესისა, რომლის შედეგადაც ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ყალიბდება ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო). ამიტომ ასეთ ცვლილებებს "კიბოსწინარე პროცესს" უწოდებენ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დისპლაზია ყოველთვის არ გარდაიქმნება სიმსივნედ და ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დროულ დიაგნოზსა და სწორად წარმართულ მკურნალობაზე.
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია შეიძლება იყოს მსუბუქი, ზომიერი (საშუალო) და მძიმე ხარისხის.
რა არის საშვილოსნოს ყელის დაავადებების გამომწვევი მიზეზები?
საშვილოსნოს ყელის დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
- სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში;
- აბორტები და მშობიარობა ადრეულ ასაკში;
- ხშირი აბორტები და მშობიარობა;
- ბევრი სხვადასხვა სქესობრივი პარტნიორი;
- ხშირი (კვირაში 5-ჯერ და მეტად) სქესობრივი ურთიერთობა სხვადასხვა პარტნიორებთან;
- სქესობრივი გზით გადამდები არანამკურნალები ინფექციები;
- თამბაქოს წევა;
- მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები;
- ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების ხშირი მიღება.
რა სამედიცინო გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ ქალებმა საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების პრევენციისა ან მათი ადრეული დიაგნოსტირებისთვის?
საშვილოსნოს ყელის დაავადებებს მარტივი და არაინვაზიური მეთოდებით ვიკვლევთ. პათოლოგიათა გამოვლენისთვის ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესია PAP-ტესტი- საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა სპეციალური წესით და კოლპოსკოპია -საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისათვის განკუთვნილი ინსტრუმენტული ენდოსკოპიური მეთოდი. ერთად ისინი ხშირად სრულ ინფორმაციას გვაძლევენ დაავადებების შესახებ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, საეჭვო უბანზე დამიზნებით ბიოფსიასა და მასალის ციტომორფოლოგიურ კვლევასაც მივმართავთ.
ამ გამოკვლევებით შესაძლებელია უჯრედების გადაგვარების (დისპლაზიის) ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს ჩამოყალიბების ალბათობას და შესაძლებელს ხდის კიბოს დიაგნოზის დადგენას ადრეულ სტადიაში.
ამ გამოკვლევების ეფექტურად ჩატარებასა და დაავადებების ზუსტ დიაგნოსტირებაში თოდუას კლინიკაში არსებული ულტრათანამედროვე ტექნიკური ბაზა გვეხმარება.
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები